აზერბაიჯანის ფეხბურთის აკადემია

აზერბაიჯანის ფეხბურთის აკადემია (აზერ. Azərbaycan Futbol Akademiyası) — პირველი საფეხბურთო აკადემია აზერბაიჯანში. აშენებულია UEFA-ს და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიზნით. აკადემიის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა 2009 წლის 23 თებერვალს.

აკადემიის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, უეფას ვიცე პრეზიდენტი შენეს ერზიკი, ფიფას ტექნიკური დირექტორი ჟან მიშელ ბენეზეტი, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის (AFFA) პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ისმაილ ისმაილოვი. აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჩინგიზ ჰუსეინზადე, AFFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, ფეხბურთის ვეტერანები და სხვა ოფიციალური პირები.

აკადემიის სტრუქტურა მოიცავს: 12 საძინებელ ოთახს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, კომპიუტერით აღჭურვილ კომპიუტერულ ოთახებს, მაღალსიჩქარიან ინტერნეტს, ექიმის კაბინეტს, მასაჟის ოთახს, ფიტნეს ცენტრს, აუზს, საუნას. ფიტნეს ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით აკადემიის სტუდენტებისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ფიზიკური მომზადებისთვის.

2009 წლის 15 მაისს, აზერბაიჯანისა და გერმანიის ფეხბურთის ვეტერანთა გუნდებს შორის ამხანაგური მატჩის ფარგლებში, ფეხბურთის აკადემიას გერმანელი ფეხბურთის ვეტერანები ესტუმრნენ. ახალგაზრდა აზერბაიჯანელ ფეხბურთელებთან შეხვედრისას სტუმრებმა ისაუბრეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება