ტოფიკ ბაჰრამოვი
ტოფიკ ბაჰრამოვი (აზერ. Tofiq Bəhramov; დ. 29 იანვარი, 1925, ბაქო — გ. 26 მარტი, 1993, იქვე) — აზერბაიჯანელი საბჭოთა ფეხბურთის არბიტრი, რომელიც ცნობილი გახდა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჩათვლილი გოლის წყალობით.[1]
ტოფიკ ბაჰრამოვი | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Tofiq Bəhramov |
დაბადების თარიღი |
29 იანვარი, 1925 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
26 მარტი, 1993 (68 წლის) ბაქო, აზერბაიჯანი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა |
სსრკ → აზერბაიჯანი |
საქმიანობა | ფეხბურთელი, ფეხბურთის მსაჯი |
საფეხბურთო კარიერა ტოფიკ ბაჰრამოვმა დაიწყო 1940 წელს ადგილობრივ საბავშვო კლუბში „სპარტაკი“. შემდეგ გადავიდა კლუბ „მენავთობე“-ში. გამოდიოდა მხოლოდ აზერბაიჯანის სსრ-ის პირველობის დონეზე. ფეხბურთელის კარიერა ვერ წარიმართა, რადგან მიიღო ფეხის უმძიმესი ტრავმა და გადაიტანა ოპერაცია.
მსაჯობა დაიწყო 1951 წელს. ემსახურებოდა სსრკ-ის ჩემპიონატთა მატჩებს.
ტოფიკ ბაჰრამოვის დებიუტი საერთაშორისო არენაზე შედგა 1964 წელს. 1966 წელს იგი მსაჯობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ინგლისში ხაზის მსაჯის რანგში.
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გარდა, ბაჰრამოვი მსაჯობდა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც. ჯამურად ორ ჩემპიონატზე მან ჩაატარა ორი მატჩი მთავარი არბიტრის და ექვსი მატჩი ხაზის არბიტრის რანგში, მათ შორის კიდევ ერთი ლეგენდარული მატჩიც „ბრაზილია — ურუგვაი“ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში.
სიცოცხლის ბოლო წლებში იკავებდა აზერბაიჯანის საფეხბურთო ფედერაციის ასოციაციის გენერალური მდივნის თანამდებობას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Футбольная общественность почтила память Тофика Бахрамова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-28. ციტირების თარიღი: 2019-05-17.