ფეფე დობსონი
ფელისია ლილი დობსონი (ინგლ. Felicia Lily Dobson; დ. 28 თებერვალი, 1985, ტორონტო, ონტარიო, კანადა) — კანადელი მომღერალი. კარიერის დასაწყისში კონტრაქტი გააფორმა Island/Def Jam-თან და გამოუშვა სადებიუტო ალბომი 2003 წელს. ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი „Bye Bye Boyfriend" და "Don't Go (Girls and Boys)". ორივე კომპოზიცია მოხვდა კანადის ცხელ ასეულში. იმავე წელს მიიღო Juno Awards-ის ორი ნომინაცია.
ფეფე დობსონი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ფელისია ლილი დობსონი |
დაბ. თარიღი | 28 თებერვალი, 1985 |
დაბ. ადგილი | Scarborough[1] |
წარმოშობა | კოლუმბია, სამხრეთი კაროლინა, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 2006 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | fefemusic.com |
ფეფე დობსონი ვიკისაწყობში |
დობსონის მეორე სტუდიური ალბომი Sunday Love უნდა გამოსულიყო 2005 წელს, თუმცა მისი გამოქვეყნება გადაიდო. უთანხმოების გამო მან მალევე დატოვა ლეიბლი და დამოუკიდებლად გამოუშვა ალბომი 2006 წელი. 2012 წელს ალბომი ხელმისაწვდომი გახდა ციფრულად. მან მალევე ხელი მოაწერა კონტრაქტს Island Records-თან და 2010 წელს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი Joy. ალბომიდან გამოვიდა სინგლები „Ghost" და „Stuttering".
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაფეფე დობსონი დაიბადა 1985 წლის 28 თებერვალს ონტარიოში. ის სწავლობდა ვექსფორდის კოლეჯის საშუალო სკოლაში. დადიოდა ვოკალის გაკვეთილებზე სკარბოროს მუსიკის კონსერვატორიაში. 13 წლის ასაკში მან ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. მალევე მუსიკოსმა დაიწყო თავისი დემო-ჩანაწერების გაგზავნა ლეიბლებში. შემდეგ ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Island/Def Jam.
კარიერა
რედაქტირებადობსონის სადებიუტო ალბომი გამოვიდა 2003 წლის 9 დეკემბერს Island Records-ის ეგიდით. გამოსვლიდან პირველივე კვირაში გაიყიდა 307,000 ასლი და პირველი ადგილი დაიკავა Billboard Heatseekers-ის ალბომების ჩარტში.[2] ალბომში შევიდა ოთხი სინგლი: „Bye Bye Boyfriend", „Take Me Away", „Everything" და „Don't Go (Girls and Boys)". ალბომზე დიდი გავლენა მოახდინეს ისეთმა მუსიკოსებმა, როგორიცაა კურტ კობეინი, ჯუდი გარლანდი, Coldplay, ჯეფ ბაკლი და The Vines. მუსიკოსმა იმღერა „O Canada" 2006 წლის NBA All-Star Weekend-ზე და დაიწყო ტურნე შეერთებულ შტატებში. მალევე გამოუშვა სინგლები „Don't Let It Go to Your Head" და „This Is My Life". გარდა ამისა, მისი სიმღერა „Start All Over" ჩაწერა მაილი საირუსმა ალბომისთვის Hannah Montana 2: Meet Miley Cyrus.[3]
2009 წლის აგვისტოში დობსონმა კონცერტი გამართა ნიუ-იორკში. ასევე შემდეგ შეასრულა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე.[4] მალევე გამოჩნდა შოუში The Next Star. მუსიკოსის სიმღერა „I Want You" გამოიყენეს ფილმში Whip It.[5] 2010 წლის თებერვალში დობსონმა იმღერა ტორონტოში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.[6] მუსიკოსის მეორე ალბომი, Joy, გამოვიდა 2010 წლის ნოემბერში. ალბომზე დობსონი ოთხი წელი მუშაობდა. 2010 წლის სექტემბერში მან იმღერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.[7]
2013 წლის 22 იანვარს დობსონმა დააანონსა მეოთხე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Firebird. ალბომის მთავარი სინგლი „Legacy" გამოვიდა 2013 წლის 6 აგვისტოს, ხოლო სიმღერა „Celebrate" გამოვიდა 2014 წლის 11 თებერვალს.[8][9] ალბომის მეორე სინგლი „In Better Hands" გამოვიდა 2014 წლის 18 მარტს. 2013 წლის ივლისის დასაწყისში დობსონი დაინიშნა ამერიკელ რეპერ იელავოლფზე. წყვილი დაქორწინდა 2019 წლის 27 სექტემბერს ნეშვილში, ტენესის შტატში. 2018 წლის 27 ივლისს გამოუშვა ახალი სინგლი „Save Me From LA".
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წელს გამოუშვა სინგლი „FCKN IN LOVE".[10][11] ამას მოჰყვა ახალი ალბომიც. 2023 წელს სერენა რაიდერთან ერთად ჩაწერა კოლაბორაციული ნამუშევარი „What I Wouldn't Do".[12] 2023 წლის 24 აგვისტოს, დობსონმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მისი მეოთხე სტუდიური ალბომი, Emotion Sickness, გამოვიდოდა 2023 წლის 29 სექტემბერს. მას წინ უძღოდა სინგლი „I Can't Love Him (And Love You Too)".
დობსონის თქმით ჯონ ლენონმა და ჯუდი გარლანდმა ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს მის მუსიკალურ სტილსა და დისკოგრაფიაზე. ასევე მან აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური ინსპირაცია მაიკლ ჯექსონი იყო: „მე მეგონა, რომ მაიკლ ჯექსონი ვიყავი. შემდეგ მივხვდი, რომ მაიკლი არ ვარ და გული დამწყდა".[13] დობსონმა თქვა, რომ სურს იმუშაოს ჯეკ უაითთან, White Stripes/Raconteurs-ის ფრონტმენთან, რადგან ის აღფრთოვანებულია უაიტის მუსიკალური უნარებით.[14]
დისკოგრაფია
რედაქტირება- Fefe Dobson (2003)
- Sunday Love (2006)
- Joy (2010)
- Emotion Sickness (2023)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Freebase Data Dumps — Google.
- ↑ „Dobson Celebrates 'Sunday' On Sophomore CD“ (review). Billboard. ციტირების თარიღი: March 14, 2022.
- ↑ Hannah Montana 2/Meet Miley Cyrus (20 Tracks) Hannah Montana. AllMusic. ციტირების თარიღი: September 2, 2009
- ↑ Cobra Starship, 3OH!3, Kid Cudi Celebrate VMA Weekend in New Yor. MTV (September 3, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 8, 2009. ციტირების თარიღი: December 12, 2022
- ↑ YouTube.
- ↑ „Winter Olympics 2010: Let the Countdown Start!“. NBC4 Washington. November 4, 2009. ციტირების თარიღი: April 15, 2023.
- ↑ 2010 Press Releases – K'naan Added To TIFF Bell Lightbox Block Party Line-Up. Tiff.net (September 12, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 26, 2010. ციტირების თარიღი: March 2, 2011
- ↑ Legacy – Single by Fefe Dobson.
- ↑ Legacy – Single by Fefe Dobson.
- ↑ Fefe Dobson on New Song "FCKIN IN LOVE" and Return to Music (25 February 2022). ციტირების თარიღი: 2 March 2022
- ↑ FCKIN IN LOVE by Fefe Dobson. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი 2022. ციტირების თარიღი: 2 March 2022
- ↑ Brent Furdyk, "Feel Out Loud: Alessia Cara, Serena Ryder & More Canadian Artists Collaborate On New Single Promoting Youth Mental Health Initiative" დაარქივებული March 11, 2023, საიტზე Wayback Machine. . Entertainment Tonight Canada, March 2, 2023.
- ↑ Reid, Shaheem. (January 9, 2004) Fefe Dobson's Jacko, Mermaid Dreams Didn't Work Out, But Justin Comes Through. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2010. ციტირების თარიღი: მარტი 2, 2024.
- ↑ Vena, Jocelyn. (August 12, 2009) Fefe Dobson Will Fight Taylor Swift To Collaborate With Jack White: White Stripes/ Raconteurs frontman seems to top a lot of pop princesses' wish lists.. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 25, 2017. ციტირების თარიღი: March 19, 2023