ჯეფ ბაკლი
ჯეფ სკოტ ბაკლი (ინგლ. Jeff Scott Buckley; დ. 17 ნოემბერი, 1966 ― გ. 29 მაისი, 1997) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და გიტარისტი.
ჯეფ ბაკლი | |
---|---|
ჯეფ ბაკლი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯეფ სკოტ ბაკლი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | სკოტ „სკოტი“ მურჰედი |
დაბ. თარიღი | 1966 ნოემბერი, 17 |
დაბ. ადგილი | ანაჰაიმი, კალიფორნია, აშშ |
გარდ. თარიღი | 29 მაისი, 1997 (30 წლის) |
გარდ. ადგილი | მემფისი, ტენესი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, ფოლკ როკი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა |
აქტიური | 1991–1997 |
ლეიბლ(ებ)ი | Columbia |
საიტი | www.jeffbuckley.com |
ჯეფ ბაკლი ვიკისაწყობში |
გამოირჩეოდა ძლიერი ვოკალით და კრიტიკოსებისგან მიჩნეული იყო იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ხელოვნად 1994 წლის ალბომის შემდეგ, რომელსაც „Grace“ ეწოდა. მის პოპულარობას წერტილი დაესვა 1997 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ. მისმა შემოქმედებამ და სტილმა უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა კრიტიკოსებისა და თანამოძმე მუსიკოსებისაგან.
ცხოვრება
რედაქტირებაჯეფი დაიბადა კალიფორნიაში. იყო მერი ჟილბერტისა და ტიმ ბაკლის ერთადერთი ვაჟი. მამამისიც კომპოზიტორი იყო, წერდა ძირითადად ფოლკისა და ჯაზის სტილში. ჯეფი მას არ იცნობდა, მხოლოდ ერთეხელ ჰყავდა ნანახი 8 წლის ასაკში. ტიმ ბაკლი გარდაიცვალა 1975 წელს ნარკოტიკის ზედმეტი დოზირებით.
ჯეფი დედამ და მამინაცვალმა გაზარდეს. ჰყავდა ნახევარ-ძმა. ბავშვობაში ჯეფი მამინაცვლის გვარს ატარებდა
მისი დედა პიანისტი და ვიოლონჩელისტი იყო. მამინაცვალმა ადრეულ ასაკშივე აზიარა ლედ ზეპელინს, ჯიმი ჰენდრიქსის, The Who-სა და პინკ ფლოიდს. მან დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო მუსიკოსი. მან პირველი ელექტროგიტარა 13 წლის ასაკში მიიღო. უკრავდა სკოლის ჯაზ-ბენდში.
1984 წელს, სკოლი დამთავრების შემდეგ გადავიდა ჰოლივუდში, მუსიკალურ უნივერსიტეტში. 18 წლის ასაკში დაამთავრა ერთწლიანი კურსი. შემდეგი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა სასტუმროში. იყო რამდენიმე ჯგუფის ბეკ-ვოკალისტი.
1990 წლის თებერვალში ბაკლი გადავიდა ნიუ-იორკში. მუსიკოსად მუშაობის მცირე შესაძლებლობის პოვნის შემდეგ იგი დაბრუნდა ლოს-ანჯელესში სიმღერების პირველი დემოს ჩასაწერად.
1992 წლის აპრილში მან დაიწყო წარმოდგენების შესრულება ძალიან პატარა კაფეში, სახელწოდებით „Sin-é“.
ერთ თვეში ბაკლიმ მიიპყრო საზოგადოების დიდი ყურადღება, მისი მუსიკით დაინტერესდა Columbia Records, რომელთანაც ჯეფმა 1992 წლის შემოდგომაზე ხელშეკრულება გააფორმა.
დაიღუპა თავისი ბენდის მოლოდინში, როდესაც ბანაობდა მდინარე ვოლფში, მისისიპის შენაკადში.[1]
მისი შემოქმედებიდან ცნობილი სიმღერებია „Eternal Life“, „Last Goodbye“, „Mojo Pin“, „Grace“ და სხვა. პირველი ალბომია „Live at Sin-é“.
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Grace (1994)
- Sketches for My Sweetheart the Drunk (1998)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-22. ციტირების თარიღი: 2008-06-22.