ფერიდე ზურიკაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფერიდე ზურიკაშვილი (დ. 1 იანვარი, 1949, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრის დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1972-1974 წლებში მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ისპაჰანში (ირანი) თარჯიმნის (სპარსული) თანამდებობაზე. 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ასისტენტია, 1979 წლიდან კი დოცენტი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი. იგი რამდენიმე საერთაშორისო პროექტის კონსულტანტი და სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეა. 1995 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა საკითხების შესწავლის ცენტრს. 1997 წლიდან — მეცნიერთა ასოციაცია „ტრანზიციას“. 1997 წელს გახდა ქ. და ჯონ მაკარტურების ინდივიდუალური გრანტის მფლობელი. ამავე წელს აშშ ლიდერ ქალთა პროგრამების მონაწლე. 1998 წელს სტაჟირებით იმყოფებოდა ნიუ-იორკის (აშშ) უნივერსიტეტში (ამერიკული რეგიონალური პროგრამების სტიპენდიატი), 1999 წელს კი ბეტ-ბერდის (ისრაელი) ხალხთა სოლიდარობის და განვითარების ინსტიტუტში — ლიდერ ქალთა მომზადების პროგრამით. 2002 წელს მიიღო უმაღლესი განათლების სტიპენდია და სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ისპაჰანი და მისი შემოგარენი: საქალაქო აგლომერაციის ფორმირების თავისებურებანი განვითარებად ქვეყნებში“, დაიცვა 1979 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა: სახელმძღვ, უმაღლ, სასწ. ბაკალავრიატის სტუდ, თბ., შ.პ.ს. „პოლიგრაფი“, 2003, გვ. 262
  • Исфаган и его окружение: Особенности формирования и структура городской агломерации в развивающейся стране: Автореф... канд, геогр, наук ავტორი, Тбилиси, Тбил. гос. ун-т., 1979, с. 27

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 129

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება