ფასკუნჯი (გაზეთი)
„ფასკუნჯი“ — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურულ-მხატვრული გაზეთი ეროვნულ-პატრიოტული მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1908-1909 წლებში (1908 წელს გამოიცა 8 ნომერი, 1909 წელს – 17), 1910 წელს №1 გამოვიდა ჟურნალის სახით. რედაქტორ-გამომცემელი – გ. ტატიშვილი. აშუქებდა ლიტერატურის, ხელოვნების, მუსიკისა და თეატრის საკითხებს. დაბეჭდილია ილია ჭავჭავაძის, სოფრომ მგალობლიშვილის, დუტუ მეგრელის, სანდრო შანშიაშვილის, ნინო ნაკაშიძის, განდეგილის (დომინიკა ერისთავის), შიო მღვიმელის ნაწარმოებები; კიტა აბაშიძის ზაქარია ფალიაშვილისა და სხვათა სტატიები; ფრიდრიხ შილერის, ალფრედ დე მიუსეს, ედგარ ალან პოს, ემილ ვერჰარნის, მორის მეტერლინკის, საადის, მიხეილ ლერმონტოვისა და კონსტანტინე ბალმონტის ნაწარმოებთა თარგმანები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. ლორთქიფანიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 238.