კონსტანტინე ბალმონტი

კონსტანტინე ბალმონტი (დ. 15 ივნისი, 1867 — გ. 23 დეკემბერი, 1942) — რუსი პოეტი, მთარგმნელი. ერთ-ერთი პირველი რუსი სიმბოლისტი.

კონსტანტინე ბალმონტი
დაბადების თარიღი 3 (15) ივნისი, 1867[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Gumnischi
გარდაცვალების თარიღი 23 დეკემბერი, 1942(1942-12-23)[4] (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი Noisy-le-Grand[4]
დასაფლავებულია Noisy-le-Grand
ფსევდონიმი Б-ъ, К., Гридинский, Дон, К.Б., Лионель და André Bochanoff[5]
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოეტი[6] [7] , მწერალი, მთარგმნელი და ესეისტი[8]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
რსფსრ
საფრანგეთი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ელეგია და ბალადა
Magnum opus Burning Buildings და Let Us Be Like the Sun
მეუღლე Yekaterina Balmont
შვილ(ებ)ი Nina Balmont
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანტინე ბალმონტი 1913 წელს მარჯორი უორდროპიესული თარგმანით გაეცნო ვეფხისტყაოსანს და აღტაცებულმა მას „სიყვარულის ცისარტყელა, ცისა და მიწის შემაერთებელი ცეცხლოვანი ხიდი“ უწოდა. ბალმონტმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო და პოემის სამყაროს უკეთ აღსაქმელად სამჯერ ჩამოვიდა თბილისში. პირველი ჩამოსვლისას 1914 წელს 13-14 აპრილს ბალმონტმა არტისტული საზოგადოების დარბაზში გამოვიდა მოხსენებით „პოეზია როგორც ჯადოქრობა“ და „ოკეანია“, აქვე წაიკითხა ავსტრალიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებით შთაგონებული საკუთარი ლექსები. მეორედ 1915 წლის ოქტომბერში ეწვია თბილისს და იმავე დარბაზში შესასვლელეი სიტყვის შემდეგ წაიკითხა ვეფხისტყაოსნის პროლოგისა და ცალკეული თავების თარგმანი. მესამედ ჩამოსვლისას, 1917 წლის 16 ივნისში, იგი გამოვიდა ლექციით შოთა რუსთაველის შესახებ. მაღალი შეფასება მისცა ქართველი პოეტის შემოქმედებით გენიას და ღრმა ფილოსოფიურ აზრს, შოთა რუსთაველი მისი დროის პოეტებზე მაღლა დააყენა. ბალმონტს ეკუთვნის სტატიები: „შოთა რუსთაველი და მსოფლიოს სხვა გენიოსები როგორც მიჯნურობის მომღერალნი“, „წინდა ნინოს ჯეჯილი“, „სალამი კავკასიას“. 1915-1917 წლებში ბალტონმა გაასრულა ვეფხისტყაოსნის თარგმნა. ეს იყო რუსულ ენაზე პოემის პირველი სრული პოეტური თარგმანი, რომლის მცირე ნაწილი გამოქვეყნდა მოსკოვში, ხოლო მთლიანად პარიზში. ბალმონტის სათანადო მასალითა და კონსულტაციით ეხმარებოდნენ ნ. მარი, ტ. ტაბატაძე, ა. ყანჩელი, გ. ქართველიშვილი. ბალომონტმა გამოიცნო და შეიყვარა ქართველი ხალხი მისადმი სიყვარული გამოხატა ლექსებში, პირად წერილებში, სტატიებსა და იმ ლექციებში, რომლებითაც მოიარა ქალაქები პეტერგბურგიდან ხარბინამდე. იგი მეგობრობდა „ცისფერყანწელებთან“ ბალმონტის ნაწარმოებების თარგმნიდნენ პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშივილი, გ. ჯაბუშანური, ბ. ახოსპირელი, დუტუ მეგრელი, ლ. ნუცუბიძე, რ. ბეროძე. 1968 წელს თბილისსა და ქუთაისში საზეიმოდ აღინიშნა მისის დაბადების 100 წლისთავი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
  4. 4.0 4.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11865215X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. http://www.revues-litteraires.com/articles.php?lng=fr&pg=1673&tconfig=0
  6. С. Венгеров Бальмонт, Константин Дмитриевич // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1905. — Т. доп. I. — С. 208–212. — 956 с.
  7. The Fine Art Archive — 2003.
  8. Národní autority České republiky