ფარუხრუ ფარსა
ფარუხრუ ფარსა (სპარს. فرخرو پارسا, დ. 21 მარტი, 1922, ყუმი, ირანი — გ. 8 მაისი, 1980, თეირანი) — ირანელი პოლიტიკოსი, ექიმი, მასწავლებელი, განათლების მინისტრი 1968–1971 წლებში და ირანის პირველი ქალი მინისტრი.
ფარუხრუ ფარსა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 მარტი, 1922 |
დაბადების ადგილი | ყუმი |
გარდაცვალების თარიღი | 8 მაისი, 1980 (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თეირანი |
მოქალაქეობა | ირანი |
განათლება | თეირანის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფარუხრუ ფარსა დაიბადა 1922 წელს ყუმში. დედამისი, ფახრე-აფაგ ფარსა, იყო პირველი ირანული ქალთა ჟურნალის „Jahan-e Zen“ („ქალების სამყარო“) რედაქტორი და ქალთა განათლების უფლებისთვის მებრძოლი.[1] ამ მიზეზით, 1921 წელს, მეუღლესთან ფარუხდინ ფარსასთან ერთად, იგი აჰმედ კავამის მთავრობამ შინაპატიმრობით გადაასახლა ქალაქ ყუმში, სადაც დაიბადა ფარუხრუ ფარსა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჰასან მოსტუფიმ, ფარუხრუ ფარსას ოჯახს თეირანში დაბრუნების უფლება მისცა. ფარუხრუ ფარსამ მიიღო სამედიცინო განათლება. სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ ფარსა გახდა ბიოლოგიის მასწავლებელი თეირანის ჟანა დ'არკის საშუალო სკოლაში. სკოლაში მან გაიცნო ფარაჰ დიბა, ამ სკოლის ერთ-ერთი მისი მოსწავლე, რომელიც მოგვიანებით გახდა მეფე მოჰამად რეზა ფეჰლავის ცოლი და ირანის დედოფალი. ფარაჰ დიბას.[1][2]
1963 წელს ფარუხრუ ფარსა აირჩიეს ირანის პარლამენტში და თითქმის ერთდროულად დაიწყო პეტიციების წერა შაჰ მოჰამად რეზა ფეჰლავისადმი და სთხოვდა, რომ ირანელ ქალებს ხმის მიცემის უფლება ჰქონოდათ, რაც იმავე წელს დადებითად გადაწყდა სახალხო საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგად.[1] 1965 წელს ფარსა დაინიშნა განათლების მინისტრის მოადგილედ და 1968 წლის 27 აგვისტოს გახდა განათლების მინისტრი ამირ-აბას ჰოვეიდას კაბინეტში. ეს იყო პირველად ირანის ისტორიაში, როდესაც ქალმა დაიკავა მინისტრის ადგილი მინისტრთა კაბინეტში.
ირანის რევოლუციის დროს ფარუხრუ ფარსა დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ფარსას უფლება მისცეს, სასამართლოს მეორე სხდომაზე გაეკეთებინა საკუთარი თავის დაცვა. თუმცა არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, ვინც მის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდნენ და არსად იყვნენ ნახსენები დაცვის მოწმეები.1980 წლის 8 მაისს კი იგი დახვრიტეს. თავის ბოლო წერილში, რომელიც შვილებისთვის იყო განკუთვნილი, ფარსა წერდა:[1]
ბედის ირონიით, ირანის რევოლუციის აქტიური მოღვაწეები, მოჰამედ ბეჰეშტი, მუჰამედ-ჯავად ბაჰონარი და მუჰამედ-ალი რეჯაი, ფარსას მმართველობის პერიოდში, განათლების სამინისტროს ხარჯზე სწავლობდნენ ირანის უნივერსიტეტებში. მისი ნებართვით სამინისტრომ გამოყო თანხები ჰამბურგში ბეჰეშტის ისლამური სკოლისა და თეირანის რამდენიმე სასულიერო სკოლის გახსნისთვის.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Bahrami, Ardavan (May 9, 2005), A woman for all seasons: In memory of Farrokhrou Parsa, iranian.com, http://www.iranian.com/ArdavanBahrami/2005/May/Parsa/index.html. წაკითხვის თარიღი: 2012-07-17.
- ↑ Pahlavi-Diba, Farah (May 8, 2000), In memory of Mrs. Farrokhrou Parsa executed on May 8, 1980, (in Persian), farahpahlavi.org, http://www.farahpahlavi.org/parsa.html დაარქივებული February 25, 2008[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები .
- ↑ Pirnia, Mansureh (2007), Madam Minister: A Collection of Memoirs and Notes Written by Farrokhroo Parsa