ფანძინგშანი
ფანძინგშანი (ჩინ.: 梵净山) ან მთა ფანგძინგი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუნგჭენში, კუეიჭოუს პროვინციაში. ვულინგის მთების უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში (2570 მ). ფანძინგშანის ეროვნული ნაკრძალი დაარსდა 1978 წელს, 1986 წელს იუნესკოს ბიოსფერულ ნაკრძალად გამოცხადდა. ფანძინგშანი მთა ჩინურ ბუდიზმში არის წმინდა, რომელიც ითვლება ბუდა მაიტრეას ზეშთაგონების ადგილად. 2018 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.[1]
ფანძინგშანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | (x) |
სია | [1] |
რეგიონი** | აღმოსავლეთ აზია |
კოორდინატები | 27°53′44″N 108°40′48″E / 27.89555556° ჩ. გ. 108.68° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2018 (42-ე სესია) |
ნომერი | 1559 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1559 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სახელი
რედაქტირებამთის სახელი „ფანძინგ“ არის ფანთიენ ძინგთუს აბრევიატურა (ჩინ.: 梵天净土, ან „ბრაჰმას წმინდა მიწა“). ფანთიენ არის ბუდისტი ზეციური მეფის ბრაჰმას ჩინური სახელი, ხოლო ძინგთუ ჩინურად ნიშნავს „სუფთა მიწას“.[2]
მდებარეობა და გარემო
რედაქტირებაფანძინგშანი მდებარეობს ტონგჟენში, კუეიჭოუს პროვინციაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში. მისი რელიეფის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 480 მეტრიდან 2570 მეტრამდე.[3][4]
ფანძინგშანის ეროვნული ნაკრძალი დაარსდა 1978 წელს და 1986 წელს გამოცხადდა იუნესკოს ბიოსფერული ნაკრძალად.[3] ნაკრძალის ფართობია 567 კვ.კმ და წარმოადგენს აღმოსავლეთ ჩინეთის შუა სუბტროპიკული ალპური რეგიონის მცენარეულობის კონსერვაციას.[3] მთა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 2018 წლის ივლისში შეიტანეს.[4]
ფანძინგშანის შედარებითი იზოლაცია უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების მაღალ ხარისხს. რეგიონში გავრცელებულია ენდემური სახეობები, მათ შორის კუეიჭოუს ოქროს მაიმუნი (Rhinopithecus brelichi) და ფანძინგშანის ნაძვი (Abies fanjingshanensis).[3][4] ფანძინგშანში გვხვდება გადაშენების პირას მყოფი რამდენიმე სახეობა, მათ შორის გიგანტური ჩინური სალამანდრა, ტყის მუშკი ირემი და რივზის ხოხობი. მთაზე ასევე არის უდიდესი სუბტროპიკული წიფლის ტყე.[4]
-
„სოკოს ქვა“
-
ქვის კიბეები
-
ძინთინგი, ფანძინგშანის მთა
ბუდიზმი
რედაქტირებაფანძინგშანი ითვლება ჩინური ბუდიზმის წმინდა მთად,[3] იგი მიჩნეულია მაიტრეას ბუდას ბოდჰიმანდად (ან ტაოჩანგად)[2]. ბუდიზმის გავლენამ ფანძინგშანამდე მიაღწია თანგის დინასტიის დროს, განსაკუთრებით ხოუ ხონგჟენის შემდეგ (ჩინ.: 侯弘仁), როდესაც 639 წელს აშენდა წანგქეს გზა (ჩინ.: 牂牁道). ტრანსპორტირების გამარტივების შემდეგ აღწერილია ბუდისტური ტაძრების აგების რამდენიმე ფაქტი.[2] უფრო მეტი ტაძარი აშენდა სუნგისა და იუანის დინასტიების დროს.[2]
ბუდიზმი აყვავდა მინგის და ცინგის დინასტიების დროს, როდესაც თიენკუან მაიტრეას კულტი (ჩინ.: 天冠弥勒) დომინანტი გახდა ფანძინგშანში. XVI საუკუნის ბოლოს ბოჭოუს აჯანყებამ დააზიანა ფანძინგშანის ტაძრები. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, იმპერატორმა ვანლიმ უბრძანა ბერ მიაოსუენს (ჩინ.: 妙玄), აღედგინა ოქროს მწვერვალი და ჩენგ'ენის ტაძარი (ჩინ.: 承恩寺). მინგის და ცინგის დინასტიების დროს ტაძრების უმეტესობა ეკუთვნოდა ბუდიზმის წმინდა მიწას და ლინძს სექტებს.
ცინგის დინასტიის დამხობის შემდეგ, მრავალი ტაძარი გაანადგურეს ჯარებმა და ბანდიტებმა. მთაზე მხოლოდ რამდენიმე ბერი დარჩა ჩინეთის რესპუბლიკის პერიოდში.[2] 1980-იანი წლებიდან ძველ ტაძრებს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, მათ შორის ჩენგ'ენის, ხუკუო ჩანის (ჩინ.: 护国禅寺), დიდ ოქროს ბუდას (ჩინ.: 大金佛寺), და ლონგციუენის ტაძრებს (ჩინ.: 龙泉寺)[2].
2010 წელს გაიხსნა ფანჯინშანის ბუდისტური კულტურული პარკი, ოქროს დარბაზით, სადაც განთავსებულია 250 კილოგრამის ოქროთი სამზადებული 5 მეტრი სიმაღლის მაიტრეას ბუდას ქანდაკება.[2][5]
-
ბუდისტური ტაძარი წითელი ღრუბლის ოქროს მწვერვალზე
-
ჩენგ'ენის ტაძარი
-
ჩენგ'ენის ტაძრის დარბაზი
აღიარება
რედაქტირებაასტეროიდ 215021 Fanjingshan-ს, რომელიც აღმოაჩინეს 2005 წელს PMO NEO კვლევის პროგრამის ასტრონომებმა, ეწოდა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სახელი.[1] ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა მცირე პლანეტების ცენტრის მიერ 2019 წლის 8 ნოემბერს (M.P.C. 118221).
კუეიჭოუს პროვინციაში აღმოჩენილ ნამარხ ქონდრიხტიანთა გვარს (Fanjingshania ) ეწოდა ფანძინგშანის მთის სახელი.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 (215021) Fanjingshan. Minor Planet Center. ციტირების თარიღი: 21 November 2019
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 铜仁梵净山佛教文化综述 zh. Government of Tongren. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 5 July 2018
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Fanjingshan Biosphere Reserve, China. UNESCO (August 2019). ციტირების თარიღი: 30 July 2021
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Fanjingshan. UNESCO. ციტირების თარიღი: 3 July 2018
- ↑ 梵净山佛教文化苑 zh. Government of Tongren (28 November 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 7 July 2018
- ↑ Andreev, Plamen S.; Sansom, Ivan J.; Li, Qiang; Zhao, Wenjin; Wang, Jianhua; Wang, Chun-Chieh; Peng, Lijian; Jia, Liantao; Qiao, Tuo; Zhu, Min (September 2022). „Spiny chondrichthyan from the lower Silurian of South China“. Nature (ინგლისური). 609 (7929): 969–974. doi:10.1038/s41586-022-05233-8. ISSN 1476-4687. PMID 36171377 შეამოწმეთ პარამეტრი
|pmid=
(დახმარება). S2CID 252570103 შეამოწმეთ პარამეტრი|s2cid=
(დახმარება).