ხრტილიანი თევზები
ხრტილიანი თევზები (ლათ. Chondrichthyes) — თევზების კლასი. მოიცავს 2 ქვეკლასს: ფირფიტლაყუჩიანებსა და მთლიანთავიანებს. მათი ჩონჩხი ხრტილოვანია (გამაგრება ხდება ხრტილის ჩაკირვით), ქერცლი — პლაკოიდურია. ნაწლავში აქვს სპირალური სარქველი, გულში არტერიული კონუსი. ხრტილიანი თევზების უმრავლესობას აქვს კლოაკა. ფირფიტლაყუჩიანების ქალა ჰიოსტილური, მთლიანთავიანებისა კი — ავტოსტილურია. როგორც ჩანს, ყველა ხრტილიანი თევზების განაყოფიერება შინაგანია. ხრტილიანი თევზები ცოცხლადმშობი ან კვერცხისმდებელია. მათი უმრავლესობა მტაცებელია. ბინადრობენ ზღვაში, მხოლოდ ფირფიტლაყუჩიანების რამდენიმე სახეობა ცხოვრობს მტკნარ წყალში. ნამარხი ხრტილიანი თევზები ცნობილია დევონური პერიოდიდან.
ხრტილიანი თევზები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Chondrichthyes | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- შარვაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 509.