ფამაგუსტის ალყა
ფამაგუსტის ალყა | |||
---|---|---|---|
ოსმალეთ-ვენეციის მეოთხე ომის ნაწილი | |||
სან ლუკას გარნიზონი, ფამაგუსტა. | |||
თარიღი | 1570-1571 | ||
მდებარეობა | ფამაგუსტა, კვიპროსი | ||
შედეგი | ოსმალთა გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
კვიპროსი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ფამაგუსტის ალყა ვიკისაწყობში |
ფამაგუსტის ალყა 一 ფამაგუსტის, კვიპროსზე არსებული ქალაქის მილიტარისტული ბლოკადა, რომელიც მიმდინარეობდა 1570-1571 წლებში და წარმოადგენს ოსმალეთ-ვენეციის მეოთხე ომის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილს. ფამაგუსტა კვიპროსის უკანასკნელ ქრისტიანულ საკუთრებას წარმოადგენდა მანამ, სანამ 1571 წელს, თითქმის ერთწლიანი ალყის შემდეგ, ქალაქი არ დაეცა და ოსმალეთის საკუთრებაში არ გადავიდა.[3]
ფონი
რედაქტირებაკუნძლი კვიპროსი 1489 წლიდან ვენეციის მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული, რითაც ის, კრეტასთან ერთად, ერთ-ერთ უმთავრეს ვენეციის კოლონიას წარმოადგენდა. XVI საუკუნის შუა ხანებში მისი მოსახელობა 160 000 ადამიანს აღწევდა.[4] გარდა სტრატეგიულად მომგებიანი მდებარეობისა, კუნძული ბამბასა და შაქარს აწარმოებდა, რითაც ლევანტის ტერიტორიაზე ვაჭრობა გაძლიერებულიყო.[5]
კვიპროსის, კრეტას, კორფუს და სხვა ვენეციური სამფლობელოების დაცვა განახლდა 1560-იან წლებში ცნობილი სამხედრო ინჟინრის, სფორცა პალავიჩინის თაოსნობით. მათი გარნიზონები საკმაოდ გაიზარდა და ცდილობდნენ, რომ კრეტასა და კვიპროსზე უფრო მეტი დენთის თუ სასხმელი ქარხანა გაეშენებინათ.[6] კვიპროსი ფინანსური და მორალური მხარდაჭერის გარეშე დიდხნიან არსებობას ვერ შეძლებდა 一 ტერიტორიული თვალსაზრისით, ის ვენეციიდან საკმაოდ შორს იყო, ამას კი, ერთი თანამედროვე ისტორიკოსის თქმით, „ოსმალთა ხახაში“ ყოფნაც თან ერთვოდა.[7] სწორედ ზემოხსენებული რესურსების ნაკლებობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი კვიპროსის ოსმალებთან მიერთებაში.[7] ვენეციას არ შეეძლო დაყრდნობოდა ჰაბსბურგების ესპანეთს, რომელიც ჩართული იყო ჰოლანდიის აჯანყების ჩახშობაში, აგრეთვე მორისკების წინააღმდეგ ბრძოლაში.[8] ვენეციის კიდევ ერთ პრობლემას კუნძულის მოსახლეობის დამოკიდებულება წარმოადგენდა. ადგილობრივი მარტლმადიდებელი მოსახლეობა დიდ წნეხს განიცდიდა კათოლიკე ფეოდალების მხრიდან, რის გამოც ადგილობრივები ხშირად ოსმალეთის მხარესაც კი იჭერდნენ.[9]
მალე, ოსმალებმა კვიპროსის დაპყრობა განიზრახეს და მისკენ 350-400 ხომალდი და 80000 – 15000 ჯარისკაცი დაძრა. მათ ჯერ ალყა შემოარტყეს, შემდეგ კი გაანადგურეს დედაქალაქი ნიქოზია და სხვა ვენეციური სიმაგრეები. ნიქოზიის ვენეციური კედლები უძლური აღმოჩნდა ოსმალთა არმიის შესაკავებლად, შედეგად გარნიზონის 20000-მდე მცველი, აგრეთვე არაერთი მშვიდობიანი მოსახლე, ოსმალურ კამპანიას ემსხვერპლა; დაახლოებით 2000 ბიჭი კონსტანტინოპოლში სექსუალურ მონებად გაგზავნეს.[2]
1570 წლის 15 სექტემბერს თურქული კავალერისტთა რაზმი ასპარეზზე კვიპროსის უკანასკნელი გადარჩენილი ციხე-ქალაქის 一 ფამაგუსტის 一 დასამორჩილებლად გამოვიდა. ამ დროისთვის ვენეციელთა ჯამურ დანაკარგს სულ რაღაც 56000 ადამიანი წარმოადგენდა, რომლის დიდი ნაწილი ტყვეობაში ჩავარდნილიყო.[10] ფამაგუსტის გარნიზონს დაახლოებით 8500-იანი ვენეციელი ჯარისკაცი და 90 საარტილერიო იარაღი იცავდა, არმიის სათავეში კი მარკ ანტონიო ბრაგადინი იდგა. ისინი თითქმის 11 თვის განმავლობაში უძლებდნენ ოსმალთა შეტევებს, კერძოდ კი იმ ძალას, რომელსაც 200000 მეომარი ქმნიდა, 145 ქვემეხთან ერთად. რომის პაპმა ამ დროიდან დაიწყო ფიქრი ამნტიოსმალური კოალიციის შექმნის შესახებ, თუმცა ამ წინადადების მიმართ ევროპაში საკმაოდ უღიმღამოდ იყვნენ განწყობილნი.[11]
ალყა
რედაქტირებამარკ ანტონიო ბრაგადინი ფამაგუსტის ალყაში ხელმძღვანელობდა ვენეციელთა არმიას, ლორენცო პიეფოლოსთან და გენერალ ასტორ ბალიონთან ერთად, რომელიც იმ დროს ვენეციური კვიპროსის ბოლო გუბერნატორი იყო.[12]
ოსმალეთის არმია თერთმეტი თვის განმავლობაში უტევდა ციხეს, ხოლო მათი არტილერია გაშმაგებით არბევდა ციხის გალავანს. ვენეციელი ისტორიკოსების ცნობით, დაახლოებით 6000 გარნიზონში არსებული ჯარისკაცი 250000 თურქს 1500 ქვემეხით დაუპირისპირდა, რომელსაც მხარს უჭერდა 150 ფლოტი. ეს უკანასკნელნი, პარალელურად, საზღვაო ბლოკადას ახორციელებდნენ და აზღვევდნენ ციხეში მყოფთ. თუმცა, ეს რიცხვები, სავარაუდოდ, გადაჭარბებულია.
ფამაგუსტის გარნიზონში მოქცეულმა ჯარისკაცებმა გამართეს გმირული ბრძოლა, შედეგი კი ყოველგვარ ნავარაუდევს გასცდა 一 თავდაპირველად, ისინი საკმაოდ მარჯვედ უმკლავდებოდნენ თითქმის 300-ჯერ დიდ არმიას.[13] უშუალო ბრძოლასთან ერთად, ოსმალებმა ციხის გარშემო არაერთგან გაიყვანეს თხრილ, რათა ორმოს დახმარებით ქალაქში შეეღწიათ და დაერბიათ ის.
1571 წლის ივნისში თურქებმა საბოლოოდ მოახერხეს ფამაგუსტის კედლების განგრევა და მათი ძალები ციტადელში შეიჭრნენ, თუმცა ეს მათ დიდი დანაკარგების სანაცვლოდ მოუხდათ. მას შემდეგ, რაც ვენეციელებს საკვები და საბრძოლო რესურსები ამოეწურათ და ქალაქში სიცოცხლის ნიშან-წყალიც აღარ არსებობდა, ბრაგადინმა დანებება და თურქებთან მოლაპარაკების წარმოება არჩია.[14]
ვენეციური წყაროების ანახმად, თურქებმა მხოლოდ ხუთ თავდასხმაში 50000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის დიდი ვეზირისი, მუსტაფა ლალა-ფაშას პირველი ვაჟი.[15] ამავე ცნობთ, ვენეციურმა გარნიზონმა თითქმის 8000 მეომარი დაკარგ, რის შედეგადაც გადარჩა მხოლოდ 900-მდე მეომარი, მათგან უამრავი დაჭრილი.
ბრაგადინის სიკვდილი და მემკვიდრეობა
რედაქტირებაფამაგუსტის მცველებმა ოსმალეთთან შეთანხმება დადეს მანამ, სანამ ქალაქს ძალით აიღებდნენ, რადგან, ომის ტრადიციული კანონებით, ეს უნდა მომხდარიყო მანამ, სანამ ქალაქი საბრძოლო ველად იქცეოდა. ოსმალთა სარდალი გულუხვად დათანხმდა ვენეციელებს, რომ მათი დანებების სანაცვლოდ ოსმალები ტოლერანტულად განეწყობოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. გარდა ამისა, ვენეციელ ჯარისკაცებს დაუყოვნებლივ შეეძლოთ დაეტოვებინათ ქვეყანა კრეტას ფლოტის გავლით ყველანაირი საფრთხის გარეშე, რათა შინ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ ან დარჩენილიყვნენ ფამაგუსტაში კიდევ ორი წლის განმავლობაში, რათა საბოლოოდ გადაეწყვიტათ, დარჩენილიყვნენ თუ არა ისინი ოსმალეთის გავლენის ქვეშ. სამი დღის განმავლობაში, მოსახლეთა ევაკუაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა, მოულოდნელად, 5 აგვისტოს, როცა ქალაქი დაცარიელებულიყო, ოსმალთა გენერალმა შეურაცხყოფით აღსავსე მანერები წარმოაჩინა 一 მან დაადანაშაულა ბრაგადინი თურქთა მკვლელობაში და საბრძოლო მასალის გადამალვაში.
რა თქმა უნდა, ბრაგადინმა ეს აბსურდია და დასძინა, რომ ლალა მუსტაფა-ფაშა ოსმალეთის იმპერიის დიდი დანაკარგის გამო იყო განრისხებული, რამაც ფარსი ცილისწამება გამოიწვია. ამის გამგონე ფაშამ დანა მოიმარჯვა და ბრაგადინს მარჯვენა ყური მოაჭრა, შემდეგ კი მცველებს მისი მეორე ყურისა და ცხვირის მოჭრაც უბრძანა. ფაშამ გუბერნატორ ასტორე ბალიონის მოკვლაც ბრძანა, რომელიც, მისივე თქმით, ჩიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თურქები წინასწარი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევდნენ.[16] დაახლოებით ორიოდე წლის შემდეგ მუსტაფა ფაშამ შეიტყო ბრაგადინის ცუდი კეთილგანწყობის შესახებ ადგილობრივი მუსლიმი მოსახელობის მიმართ 一 მარკ ანტონს ბრალად ედებოდა მუსლიმი მომლოცველების მკვლელობა, რაც მის მიერ ოსმალეთთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევა იყო.[17]
ამას მოჰყვა ქალაქში ქრისტიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. ციხეში ორი კვირის დაყოფისა და ჭრილობების მოშუშების შემდეგ, ის კედლებზე თრევითა და ტომრების ტარებით მიათრიეს ოსმალური ფლაგმანის ეზოში და ბოროტმოქმედებაში ამხილეს, სადაც სასიკვდილო ვერდიქტ გამოუტანეს. მალე ის მთავარ მოედანზე გადაჰყავთ, სადაც მას სვეტზე ამაგრებენ და ცოცხლად ატყავებენ. სიკვდილით დასჯისას იგი მხურვალედ მიმართავდა ღმერთს და იესოს.[18] მისი ტყავი ოსმალებმა ერთგვარ გამარჯვების თასად აქციეს, მალე ის ერთიანად შეკრეს, კვლავ უამრავი ჭრილობა მიაყენეს და, საბოლოოდ, დამცინავი ტონით, ის ხარის კუდზე გამოაბეს. მისი ტყავი გენერალ ალვისე მარტინენოს, ჯანანტონიო კუერინისა და ბრაგადინისვე მოკვეთილ თავებთან ერთად ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირის, ლალა მუსტაფა-ფაშას პირადი გალეის ანძაზე აღმართეს, რის შემდეგაც ისინი კონსტანტინოპოლისკენ დაბრუნდნენ, მსგავსი ჟესტურა კი, ისტორიკოსთა აზრით, სულთან სელიმ II-ისთვის განკუთვნილ საჩუქარს წარმოადგენდა.
ბრაგადინმა პოპულარობა სწორედ ოსმალთა წინააღმდეგ გაწეული ბრძოლით მოიპოვა. ფამაგუსტაში გაწეულმა ვენეციელთა გმირულმა წინააღმდეგობამ და მრავალი სარდლის თავგანწირვამ დრო მისცა ქრისტიანულ სახელმწიფოებს, რათა მომდევნო შეტევისთვის უკეთესად მომზადებულიყვნენ. ამჯერად, ბრძოლის ველმა ზღვაში გადმოინაცვლა 一 ლეპანტოში, თვენახევრის შემდეგ, წმინდა ლიგის არმიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თურქულ ძალებზე, რითაც დასრულა ამ უკანასკნელთა პრეტენზია ხმელთაშუა ზღვის ბატონობის შესახებ. როგორც გამოჩენილი გერმანელი ავტორი და პუბლიცისტი, თეოდორ მომზენი ამბობდა, ლეპანტოს ბრძოლა წარმოადგენდა ბრაგადინისა და მისი თანამებრძოლების გმირულად დაცემისთვის გაღებულ ძღვენს. ისტორიკოსები დღემდე დავობენ, რატომ არ გაუწია ანგარიში მთავარმა ვენეციურმა ძალამ ბრაგადინს უშუალო ბრძოლისას. სავარაუდოა, რომ ეს მათ მომავალ საზღვაო ბრძოლაში უპირატესობის მოპოვების მიზნის გამო გააკეთეს. როდესაც ვენეციაში ბრაგადინის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ ამბავმა ჩააღწია, იგი მოწამედ შერაცხეს, წმინდა ლიგის წევრ ჯარისკაცებს კი უფრო აუმაღლდათ თავდაჯერება, რათა ლეპანტოს საზღვაო დაპირისპირებაში მტერი უკუეგდოთ, რაც გამოუვიდათ კიდეც 一 გადამწყვეტ ლეპანტოს ბრძოლაში ვენეციელთა და გაერთიანებულ სამხრეთევროპელ ქრისტიანთა არმიამ ოსმალეთის ფლოტი სასტიკად დაამარცხა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Borowiec, Andrew (2000). Cyprus: a troubled island. Greenwood Publishing Group. ISBN 978-0-275-96533-4.
- Foglietta, U. The Sieges of Nicosia and Famagusta. London: Waterlow, 1903.
- Hopkins, T. Confrontation at Lepanto - Christendom vs. Islam
- Madden, Thomas F (2012). Venice : A New History. New York: Viking. ISBN 978-0-670-02542-8.
- Gigi Monello, Accadde a Famagosta, l'assedio turco ad una fortezza veneziana ed il suo sconvolgente finale, Scepsi & Mattana Editori, Cagliari, 2006.
- Frate Agostino, La perdita di Famagosta e la gloriosa morte di M.A. Bragadino, a cura di Gigi Monello, Scepsi & Mattana Editori, Cagliari, 2013.
- Norwich, John Julius (1982). A History of Venice. New York: Vintage Books. ISBN 0-679-72197-5.
- Zorzi, Alvise. La Repubblica del Leone. Storia di Venezia Bompiani ed. Milano, 2009
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Goffman (2002), გვ. 158.
- ↑ 2.0 2.1 Clodfelter, Micheal (2017) Warfare and Armed Conflicts: A Statistical Encyclopedia of Casualty and Other Figures, 1492-2015, 4th ed. McFarland, გვ. 26. ISBN 978-0786474707.
- ↑ Madden. Page 329.
- ↑ McEvedy & Jones (1978), p. 119
- ↑ Faroqhi (2004), p. 140
- ↑ Setton (1984), pp. 907–908
- ↑ 7.0 7.1 Setton (1984), p. 908
- ↑ Abulafia (2012), p. 447
- ↑ Goffman (2002), pp. 155–156
- ↑ Setton (1984), p. 990
- ↑ Hopkins (2007), pp. 87–89
- ↑ Bragadin death as a Christian martyr (in Italian)
- ↑ Alvise Zorzi, "La Repubblica del Leone" p. 348
- ↑ Madden. Page 330.
- ↑ Goffman (2002), p. 158
- ↑ Governor Baglioni biography (in Italian)[მკვდარი ბმული]
- ↑ Kinross, Lord (2002). Ottoman Centuries. Harper Perennial. ISBN 978-0-688-08093-8.
- ↑ Norwich. Page 479