მუსტაფა ლალა-ფაშა

(გადამისამართდა გვერდიდან ლალა მუსტაფა-ფაშა)

მუსტაფა ლალა-ფაშა (Mustafa Lâla Paşa) (გ. 1580) (მესხური მატიანე ლალა-ფაშას უწოდებს, ოსმალური წყაროები კი — მუსტაფა-ფაშას) — ოსმალი დიდმოხელე და მთავარსარდალი. 1578 წელს ირანის წინააღმდეგ ომში სარდლობდა ოსმალეთის ჯარს, რომელმაც სამცხე-საათაბაგოსა და ქართლზე ილაშქრა. მან ვერ შეძლო საქართველოს დამორჩილება და ამის გამო მთავარსარდლობიდან გადააყენეს.

ქარა მუსტაფა ლალა-ფაშა
Lala Kara Mustafa Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 28 აპრილი 1580
მმართ. დასასრული: 7 აგვისტო 1580
წინამორბედი: სემიზ აჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ქოჯა სინან-ფაშა
სულთანი: მურად III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახ. 1500
დაბ. ადგილი: სოკოლოვიჩი, ბოსნია
გარდ. თარიღი: 7 აგვისტო 1580
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ფატმა ხათუნი
ჰიუმაშაჰ სულთანი
შვილები: მეჰმედ-ფაშა
სულთანზადე აბდულბაქ-ბეი
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მუსტაფა ლალა-ფაშა დაიბადა, დაახლოებით, 1500 წელს სერბეთის სოფელ სოკოლოვიჩში, ქალაქ რუდოსთან ახლოს. იგი სხვა დიდი ვეზირის, სოკოლუ მეჰმედ-ფაშას ნათესავი იყო. უფროსი ძმის, ჰიუსრევ-ფაშას დახმარებით, მუსტაფა სელიმ I-ის სამეფო კარზე აღმოჩნდა[1].

იგი სულეიმან კანუნის პირადი დალაქი იყო. შემდგომ დაინიშნა ჯერ ჭაშნაგირად და შემდეგ — მთავარ მეჯინიბედ. 1555 წელს, იმის შემდეგ, რაც რუსტემ-ფაშა კვალვ დიდი ვეზირის თანამდებობას დაუბრუნდა, მუსტაფა-ფაშა პალესტინა-ცფათის სანჯაყის გუბერნატორად დაინიშნა. მუსტაფა ლალა-ფაშა ასევე იყო შეჰზადე ბაიაზიდის გამზრდელიც, მაგრამ 1556 წელს დანიშნეს ბაიაზიდის უფროსი ძმის, შეჰზადე (უფლისწული) სელიმის გამზრდელად, რომელთანაც ბაიაზიდს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ამ წოდების მიღებამ გამოიწვია შეჰზადე სელიმის დაპირისპირების გამძაფრება შეჰზადე ბაიაზიდთან და მიიჩნევენ, რომ ლალა მუსტაფამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეჰზადე ბაიაზიდის აჯანყებაში.[2]

1560 წლის 14 სექტემბერს მუსტაფა ლალა-ფაშა დაინიშნა ბუდა-პოჟეგის სანჯაყის გუბერნატორად, შემდგომში გახდა ვანის ბეილერბეი.[3] ასევე, მას ერზერუმის, დამასკოსა და ალეპოს ბეილერბეის თანამდებობა ეკავა. 1567 წელს სელიმ II-ის ბრძანებით მან იემენში აჯანყება ჩაახშო. 1569 წლიდან 1571 წლამდე იგი მართავდა ეგვიპტეს[4], სანამ მისი წინამორბედი, ხოჯა სინან-ფაშა თავის პოსტს დაუბრუნდებოდა. ამ პერიოდშივე აირჩიეს მეექვსე ვეზირად.[5].

1572 წელს მესამე ვეზირის სიკვდილის შემდეგ მის ადგილას დაინიშნა კვიპროსის ომის გმირი მუსტაფა. 1578 წელს მურად მესამემ სეფედიანების წინააღმდეგ ომში მთავარსარდლად დანიშა მუსტაფა ლალა და ხოჯა სინან-ფაშა, თუმცა მათ ვერ შეძლეს თანამშრომლობა და მუსტაფას უნდოდა მიეღო ჯილდო წარმატებული კამპანიისთვის, რათა მომდევნო დიდი ვეზირი გამხდარიყო.

9 თვის შემდეგ, დიდი ვეზირი, შემსი აჰმედ-ფაშა გარდაიცვალა და მისი პოსტი დარჩა მუსტაფა ლალა-ფაშას, მაგრამ მისმა მმართველობამ დიდხანს ვერ გასტანა — 4 თვის შემდეგ თავადაც გარდაიცვალა. დიდი ვეზირი 6 წლის ვადით ჰოჯა სინან-ფაშა გახდა.

იხალეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 211.
  • Bicheno, Hugh Crescent and Cross: the Battle of Lepanto 1571. — London: Phoenix, 2003. — ISBN 1-84212-753-5.
  • Currey, E. Hamilton Sea-Wolves of the Mediterranean. — London, 1910.
  • Foglietta, U. The sieges of Nicosia and Famagusta. — London: Waterlow, 1903.
  • Pickles, Tim Malta 1565, Last Battle of the Crusades. — Osprey Publishing, 1998. — ISBN 1-85532-603-5.
  • Spiteri, Stephen C. The Great Siege: Knights vs. Turks, 1565. — Malta, 2005.
  • Danişmend, İsmail Hâmi Osmanlı Devlet Erkânı. — İstanbul: Türkiye Yayınevi, 1971.
  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar. — Ankara: Türk Tarih Kurumu, 1954. — ISBN 978-975-16-0010.
  • Tektaş, Nazım Sadrâzamlar - Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı. — İstanbul: Çatı Kitapları, 2009. — ISBN 9789758845000.
  1. Lala Mustafa Paşa. www.kimkimdir.gen.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-29. ციტირების თარიღი: 2010-07-21.
  2. Prof. Dr. Fahri UNAN. An essay on Süleyman's sons. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-17.
  3. Eker Aydın, Yeni Rehber Ansiklopedisi, Türkiye Gazetesi, 1994. — გვ. 12 209.
  4. (1992) The Encyclopaedia of Islam. Brill, გვ. 721. 
  5. Lala Mustafa Paşa. www.biyografi.info. ციტირების თარიღი: 2010-07-21.