ჰიუმაშაჰ სულთანი
ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი (თურქ. Hümaşah Hanım Sultan; დ. 1540, მანისა, ოსმალეთის იმპერია — გ. 1592, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — შეჰზადე მეჰმედის და ესმეჰან ბაჰარნაზ სულთნის[1] ერთადერთი შვილი. სულეიმან I-ის და ჰიურემ სულთნის შვილიშვილი.
ჰიუმაშაჰ სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Hümaşah Hanım Sultan |
დაბადების სახელი | ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი |
დაბადების თარიღი |
1540 მანისა, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1592 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია | ისლამი |
მეუღლე(ები) |
მეჰმედ ფერჰათ-ფაშა გაზი მეჰმედ-ფაშა ლალა მუსტაფა-ფაშა |
შვილ(ებ)ი |
მუსა გაზი მეჰმედი ოსმანი ფერჰათი აბდულბაკი გევერჰანი ჰიურემი აიშე ნაზლიჰანი |
მშობლები |
მამა: შეჰზადე მეჰმედი დედა: ესმეჰან ბაჰარნაზ სულთანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰიუმაშაჰ სულთანი დაიბადა 1540 წელს მანისაში. 1543 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჰუმაშაჰი სტამბოლში ბებიასთან, ჰიურემ სულთანთან გაგზავნეს.
პირველად ჰიუმაშაჰ სულთანი 1556 წელს დაქორწინდა მეჰმედ ფერჰათ-ფაშაზე. მისგან ეყოლა ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი. 1575 წელს მეჰმედ ფერჰათ-ფაშა გარდაიცვალა.
1581 წელს ჰუმაშაჰი მეორედ დაქორწინდა გაზი მეჰმედ-ფაშაზე. ჰუმაშაჰს მისგან ერთი ვაჟი ეყოლა.
მესამეჯერ ჰუმაშაჰი ლალა მუსტაფა-ფაშაზე დაქორწინდა. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ ვაჟი - სულთანზადე აბდულბაკი-ბეი.[2].
ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი გარდაიცვალა 1592 წელს სტამბოლში. დაკრძალულია შეჰზადეს მეჩეთში შეჰზადე მეჰმედის გვერდით.[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Halil Bey sadrazam olsaydı karısını dövdü diye bir araba sopa yemişti.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2014-06-26.
- ↑ Türkiye Gazetesi.
- ↑ კ. ფილიპოვიჩი Мавзолей Шехзаде в Стамбуле hierapolis-info.ru