უილიამ მაკ-კინლი
უილიამ მაკ-კინლი (ინგლ. William McKinley; დ. 29 იანვარი 1843 — გ. 14 სექტემბერი 1901) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 25-ე პრეზიდენტი 1897-1901 წლებში, რესპუბლიკელი. იგი სამოქალაქო ომის ბოლო ვეტერანი იყო, ვინც პრეზიდენტად აირჩიეს.
უილიამ მაკ-კინლი William McKinley | |
აშშ-ის 25-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1897 – 14 სექტემბერი, 1901 | |
ვიცე-პრეზიდენტი | გარეტ ჰობარტი(1897-1899), არავინ (1899-1901), თეოდორ რუზველტი (1901) |
წინამორბედი | გროვერ კლივლენდი |
მემკვიდრე | თეოდორ რუზველტი |
ოჰაიოს 39-ე გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 იანვარი, 1892 – 13 იანვარი, 1896 | |
დაბადებული | 29 იანვარი, 1843 ნილსი, ოჰაიო |
გარდაცვლილი | 14 სექტემბერი, 1901 ბუფალო, ნიუ-იორკი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | იდა მაკ-კინლი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | მეთოდისტი |
ხელმოწერა |
მაკ-კინლი 1877 წელს წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს, სადაც ის მხარს პროტექციონისტულ პოლიტიკას უჭერდა. კონგრესში მოღვაწეობის შემდეგ იგი ოჰაიოს გუბერნატორი იყო (1892-1896). 1896 წელს როგორც რესპუბლიკელთა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, მხარს უჭერდა ოქროს სტანდარტს, ასევე პლურალიზმს ეთნიკურ ჯგუფებს შორის. მისი პრეზიდენტობა იმპერიალიზმის და პროტექციონიზმის ეპოქა იყო. მან ესპანეთ-ამერიკის ომი წამოიწყო, რომელიც ყვითელი პრესის წყალობით ძალიან პოპულარული იყო, ესპანეთის სისასტიკის გამო კუბაში. შემდეგ მან ესპანეთის ყოფილი ტერიტორიების ფილიპინების, პუერტო-რიკოს და გუამის ანექსია მოახდინა, ხოლო კუბაში პროტექტორატი შექმნა. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ჰავაის ანექსიას. მაკ-კინლი 1900 წელს მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. 1901 წლის 6 სექტემბერს იგი პოლონური წარმოშობის ამერიკელმა ანარქისტმა ლეონ ჩოლგოშმა მძიმედ დაჭრა, პრეზიდენტი 14 სექტემბერს გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა დაიკავა.