ტუპაკ შაკური

(გადამისამართდა გვერდიდან ტუპაკ ამარუ შაკური)

ტუპაკ ამარუ შაკური (/ˈtpɑːk ʃəˈkʊər/ TOO-pahk shə-KOOR[1], ნამდვილი სახელი - ლესეინ პერიშ კრუქსი, ცნობილი ფსევდონიმებით 2Pac და მაკაველი, დ. 16 ივნისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა) — ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი[2]. 2007 წლისთვის გაიყიდა მისი 75 მილიონზე მეტი ალბომი[3], რითაც ტუპაკი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. მისი ორმაგი სტუდიური All Eyez on Me და კომპილაციური ალბომი Greatest Hits აშშ-ში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაშია. ჟურნალმა Rolling Stone, როგორც ბევრმა სხვა გამოცემამ, ტუპაკი ყველა დროის შემსრულებელთა სიაში 86-ე ადგილზე დაასახელა.[4] იგი ხშირად სახელდება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან რეპერად.[5] 2017 წლის 7 აპრილს ტუპაკი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[6]

ტუპაკ შაკური

ტუპაკ შაკური 21 წლის ასაკში, 1992 წელს.
დაბადების სახელი ლესეინ პერიშ კრუქსი
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1971
აღმოსავლეთი ჰარლემი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 13 სექტემბერი, 1996 (25 წლის)
ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა
სხვა სახელები
  • 2Pac
  • Pac
  • Makaveli
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა
  • რეპერი
  • მსახიობი
  • პოეტი
  • აქტივისტი
აქტიური 1987–1996
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი 2pac.com

შაკურმა კარიერა ტურნეების მენეჯერის სახით დაიწყო, ასევე იყო დამატებითი მოცეკვავე და MC ალტერნატიულ ჰიპ-ჰოპ ჯგუფში Digital Underground[7][8][9], მოგვიანებით კი წარმატებული სოლო კარიერა დაიწყო[7][8][9]. ტუპაკის სიმღერების თემების უმეტესობა განიხილავს ძალადობას, ქალაქებში არსებულ პრობლემებს, რასიზმს და სხვა სოციალურ პრობლემებს. რეპერის ორივე მშობელი და ოჯახის სხვა წევრები შედიოდნენ შავი პანტერების პარტიაში, რომლის იდეალებიც ტუპაკის სიმღერებში აისახა კარიერის გვიანდელ წლებშ შაკური აქტიურად მონაწილეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის დაპირისპირებაში. მას ჰქონდა კონფლიქტები მრავალ რეპერთან, პროდიუსერთან თუ ლეიბლების პერსონალთან, რომელთა შორის აღსანიშნავია The Notorious B.I.G. და ლეიბლი Bad Boy Records.[10]

1996 წლის 7 სექტემბერს შაკურს ოთხჯერ ესროლეს ლას-ვეგასში, ფლამინგო-როუდის და კოვალ-ლეინის გზაჯვარედინზე.[11] იგი გადაიყვანეს სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, სადაც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.[12]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ტუპაკ ამარუ შაკური დაიბადა აღმოსავლეთ ჰარლემში, მანჰეტენის ერთ-ერთ რაიონში, ნიუ-იორკში.[13] სახელი მას დაერქვა ტუპაკ ამარუ III-ს პატივსაცემად[14], რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილით დასჯილი პერუელი რევოლუციონერი იყო.[15]

ტუპაკის დედა, აფინი შაკური და მამა, ბილი გარლენდი, 1960-იან და 1970-იან წლებში ნიუ-იორკში იყვნენ ორგანიზაციის Black Panthers აქტიური წევრები. ტუპაკი დაიბადა ერთი თვით ადრე, სანამ მის დედას წაუყენებდნენ აშშ-ს მთავრობისა და ნიუ-იორკის მიჯნების წინააღმდეგ შეთქმულების გამო.[16]

შაკურის ოჯახის მხრიდან დაუდასტურებელია სხვადასხვა წყაროს (მათ შორის ოფიციალური კორონერის) მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ტუპაკის დაბადების სახელი იყო ლესეინ პერიშ კრუქსი.[17] ვარაუდობენ, რომ იგი მისი დაბადების მოწმობაში მოხვდა, ვინაიდან აფინი შიშობდა, რომ მისი მტრები შვილსაც შეეხებოდნენ და დამალა მისი ნამდვილი ვინაობა. მოგვიანებით, როდესაც გარლენდს დაშორდა და მუტულუ შაკურს, მან იგი შეცვალა.[18]

ადრეული წლებიდან ტუპაკი ცხოვრებდა მშობლებთან, რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ და მოგვიანებით დაპატიმრებულები და ციხეში გადაყვანილები იქნენ. მისი ნათლია, ელმერ „ჯერონიმო“ პრეტი, Black Panthers-ის საპატიო წევრი, დაპატიმრებული იქნა 1968 წელს, ქურდობისას სკოლის მასწავლებლის მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით ეს ბრალდება მოხსნეს. მისი მამინაცვალი, მუტულუ 1982 წლიდან ოთხი წლის მანძილზე გფბ-ს 10 კრიმინალის სიაში, რომლებიც გაქცევის გამო იძებნებოდნენ. მუტულუ იძებნებოდა დის, ასატა შაკურის, ნიუ-ჯერსის ციხიდან გაქცევის ხელშეწობის ბრალდების. უკანასკნელი დაპატიმრებული იქნა 1973 წელს პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით. 1986 წელს მუტულუ ბრინქსში 1981 წელს ქურდობის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული - ინციდენტის დროს მოკლული იქნა 2 პოლიციელი და მცველი.[19] ტუპაკს ჰყავდა ნახერვარდა, სეკიივა და უფროსი დედინაცვლის შვილი, მოპრიმ „კომანი“ შაკური, რომელიც რეპერის მრავალ ჩანაწერში მონაწილეობდა.[20]

12 წლის ასაკში შაკური მოხვდა ჰარლემის 127-ე ქუჩის ანსამბლში და მონაწილეობდა ტრევის იანგერის როლში, სპექტაკლში „ჩამიჩი მზეზე“, რომელიც თეატრში „აპოლო“ იქნა წარდგენილი. 1986 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბალტიმორში.[21] პოლ ლორენსის დენბარის სკოლაში მეორე წლის დასრულებისთანავე ტუპაკი გადავიდა ბალტიმორის ხელოვნებათა სკოლაში, სადაც ეუფლებოდა მსახიობობას, პოეზიას, ჯაზსა და ბალტს. იგი ჩნდებოდა შექსპირის პიესების დადგმებში და მიიღო თაგვების მეფის როლი „მაკნატუნაში“.[19] შაკური, ერთ-ერთ მეგობარ, დეინა „მაუს“ სმითთან ერთად, რომელიც მისი ბიტბოქსერის სახით ჩნდებოდა, იმარჯვებდა მრავალ რეპ კონკურსზე და სკოლაში საუკეთესო რეპერად ითვლებოდა.[22] მას იხსენებდნენ, როგორც სკოლის ერთ-ერთ პოპულარულ ბიჭუნას, მისი იუმორის გრძნობის, რეპის ჩინებული ნიჭისა და ყველა საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობებით.[23] ჯეიდა პინკეტთან (ამჟამად - ჯეიდა პინკეტ სმითთან) მას ახლო მეგობრობა ჰქონდა, რომელიც რეპერის გარდაცვალებამდე გაგრძელა.

დოკუმენტურ ფილმში „ტუპაკი: აღდგომა“ შაკური საუბრობს: „ჯეიდა ჩემი გულია. იგი ჩემს მეგობრად ყოველთვის დარჩება.“ პინკეტ სმითი მას ასე იხსენებს: „ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. ძმასავით იყო. ჩვენთვის ეს მეგობრობაზე მეტი იყო. ასეთი ურთიერთობა სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ გაქვს.“ შაკურმა მას მიუძღვნა ლექსი „Jada“, რომელიც მის წიგნში, The Rose That Grew From Concrete არის შეტანილი. ამავე წიგნში კიდევ ერთი ლექსია, „The Tears in Cupid's Eyes“, რომელიც ასევე ჯეიდას ეძღვნება.

ხელოვნებათა სკოლაში სწავლისას შაკური ასევე ურთიერთობდა აშშ-ის ახალგაზრდა კომუნისტთა ლიგასთან [24][25] და ხვდებოდა აშშ-ის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის ქალიშვილს.[26]

1988 წლის ივნისში შაკური და მისი ოჯახი მარინ სიტიში (კალიფორნია) გადავიდნენ, სან-ფრანცისკოდან ჩრდილოეთით, 5 მილის მოშორებით არსებულ თემში,[21] სადაც ტუპაკი ტემელპაისის სკოლაში, ახლო მდებარე მილ ველიში დადიოდა.[27] 1989 წელს მან ლეილა სტეინბერგის პოეზიის ჯგუფში მონაწილეობა დაიწყო.[28] იმავე წელს სტეინბერგმა ორგანიზაცია გაუწია კონცერტს შაკურის ყოფილ ჯგუფი, „Strictly Dope“-ის მონაწილეობით. კონცერტმა ტუპაკს მოუტანა კონტრაქტი ეტრონ გრეგორისთან და იგი 1990 წელს როუდ-მენეჯერად და ახალგაზრდა ჯგუფ Digital Underground-ის დამატებით მოცეკვავედ იქნა აყვანილი.[7][8][9]

1987–93: საწყისები და წარმატების მოპოვება

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერა შაკურმა 1987 წელს დაიწყო, პროფესიონალური კარიერა მხოლოდ 1990-იანებში წამოიწყო, როდესაც ჯგუფ Digital Underground-ის სინგლში „Same Song“ გამოჩნდა, ფილმის „მხოლოდ უსიამოვნებები“ საუნდტრეკიდან და ჯგუფთან ერთად მიიღო მონაწილეობა თავად ფილმში. ეს სიმღერა მოგვიანებით შევიდა Digital Underground-ის EP-ში This Is an EP Release, რომელიც მოჰყვა სადებიუტო წარმატებულ ალბომს Sex Packets. რეპერი თანმხლებ მუსიკალურ ვიდეოშიც გამოჩნდა. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო ჯგუფის ალბომის Sons of the P ჩაწერაში, ხოლო მისი წევრები, Shock G და Money-B, გამოჩნდნენ მის სიმღერაში „I Get Around“, რომელიც აშშ-ის „ბილბორდის“ ცხელ ასეულში #11 პოზიციაზე მოხვდა.

1991 წლის ნოემბერში შაკურმა გამოუშვა სადებიუტო სოლო-ალბომი 2Pacalypse Now. მიუხედავად იმისა, რომ მისი რომელიმე სინგლი საუკეთესო ათეულებში არ მოხვედრილა, კრიტიკოსები და მსმენელები მას მაღალ შეფასებას აძლევენ ანდერგრაუნდული განწყობის გამო. საკუთარი შთაგონების წყაროდ იგი დაასახელა მრავალმა რეპერმა, რომელთა შორის იყვნენ Nas, ემინემი, Game და ტალივ კუელი.[29] მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველად დისკი გამოვიდა Interscope Records-ზე, მისი დისტრიბუციის უფლებას ამჟამად Amaru Entertainment, ტუპაკის დედის მიერ დაარსებული ლეიბლი ფლობს. ალბომის სახელწოდება კი მომდინარეობს 1979 წლის ფილმისგან „აპოკალიფსი ახლა“.

2Pacalypse Now რამდენიმე მიზეზით სკანდალური გახდა. სიმღერებში „Trapped“ და „Brenda's Got a Baby“, მიუხედავად რეპერის მიერ გამოვლენილი პოეტური ნიჭისა, ხდება უსამართლო სოციალური პოლიტიკის კრიტიკა.[30] დენ კუეილი გამოხატავდა კრიტიკას ალბომის მიმართ, მას შემდეგ, რაც ტეხასელი ახალგაზრდა დამნაშავის ადვოკატი ამტკიცებდა, თითქოს ბიჭუნა შთაგონებული იყო 2Pacalypse Now-ით და პოლიციის მხრიდან ძალადობის თემებით. კუეილი: „ასეთი ალბომი არ უნდა გამოსულიყო. ჩვენს საზოგადოებაში მისთვის ადგილი არ არსებობს.“ შაკური აცხადებდა, რომ მას არასწორად გაუგეს.[31] „დავიწყე იმის თქმა, რომ შავკანიან ახალგაზრდებს მხარს ვუჭერდი და ამას ვაკეთებდი. უბრალოდ მსურდა, შემესრულებინა რეპი თემებზე, რომლებიც ეხებოდა შავკანიან ახალგაზრდობას. როდესაც ასეთი რამ ვთქვი, არც მეგონა, რომ მათ ყველა დანაშაულს მე დამაბრალებდნენ და მედიაში განტევების ვაცად ვიქცეოდი. უბრალოდ ვფიქრობდი - თუკი ამის გაკეთება შემეძლო, უნდა გამერეპა ამ თემაზე.“[32][33] ალბომი მნიშვნელოვანი იყო შაკურის პოლიტიკური ხედვების და ტექსტებზე გამახვილებული ყურადღების წარმოსაჩენად. MTV-ის ყველა დროის უდიდესი რეპერების სიაში 2Pacalypse Now აღნიშნული იყო, როგორც შაკურის ერთ-ერთი კლასიკური ალბომი, ისევე, როგორც Me Against the World, All Eyez on Me და The Don Killuminati: The 7 Day Theory. 2Pacalypse Now-ს RIAA-ს მიერ მიენიჭა ოქროს სტატუსი. ალბომიდან გამოიცა სინგლები „Brenda's Got a Baby“, „Trapped“ და „If My Homie Calls“.

რეპერის მეორე სტუდიური ალბომი, Strictly 4 My N.I.G.G.A.Z..., გამოვიდა 1993 წლის თებერვალში. წინამორბედთან შედარებით იგი უფრო წარმატებული იყო როგორც კრიტიკოსების მიმოხილვების მხრივ, ასევე კომერციულად, მოხვდა რა Billboard 200-ის 24-ე პოზიციაზე. ისევე, როგორც წინა ალბომში, მასში წარმოდგენილია სიმღერები, რომლებიც ასახავენ ტუპაკის პოლიტიკურ და სოციალურ წარმოდგენებს. აგრეთვე შეიმჩნევა შესამჩნევი განსხვავებები პროდიუსერული ნაშრომის მხრივ. თუკი 2Pacalypse Now-ში იყო ინდი-რეპის მსგავსი ჟღერადობა, Strictly 4 My N.I.G.G.A.Z... მიიჩნევა გარღვევად. ჰიტებით „Keep Ya Head Up“ და „I Get Around“ იგი პლატინის სტატუსით აღინიშნა. გრამფირფიტაზე, მხარე A-ს ეწოდება „შავი“, ხოლო B-ს – „ბნელი“. Strictly 4 My N.I.G.G.A.Z... არის შაკურის ალბომებს შორის რიგით მეათე გაყიდვების მხრივ, 2004 წლისთვის გაყიდული 1 366 000 ასლით.[34]

1993–95: სამსახიობო კარიერა და დიდება

რედაქტირება
 
სინგლი „Dear Mama“ - რეპერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა.

1993 წლის ბოლოს შაკურმა რამდენიმე მეგობართან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი Thug Life. მასში აგრეთვე შედიოდნენ Big Syke (ტაირუს ჰაიმზი), Macadoshis (დაირონ რივერსი), ნახევარძმა მოპრიმ შაკური და Rated R (უოლტერ ბერნსი). კოლექტივმა გამოსცა მხოლოდ ერთი ალბომი - Thug Life, Volume I, 1994 წლის 26 სექტემბერს. იგი ოქროს სტატუსით აღინიშნა. ალბომში შეტანილია სინგლი „Pour Out a Little Liquor“, ჩაწერილი ჯონი „ჯეი“ ჯექსონის პროდიუსერობით - შემდგომში იგი აგრეთვე მუშაობდა ტუპაკის All Eyez on Me-ზე. რამდენიმე კჯონცერტი ჯგუფმა შაკურის გარეშე გამართა.[35] ალბომი გამოვიდა ტუპაკის ლეიბლზე Out Da Gutta Records, თუმცა Amaru Entertainment-მა შემდგომში მასზე უფლებაც მოიპოვა. აღსანიშნავია სიმღერები „Bury Me a G“, „Cradle to the Grave“, „Pour Out a Little Liquor“ (1994 წლის ფილმის „წრეზე“ საუნდტრეკიდან), „How Long Will They Mourn Me?“ და „Str8 Ballin“. ვინაიდან იმ პერიოდში განგსტერული რეპის აქტიური კრიტიკა ჟღერდა, დისკის ორიგინალური ვერსია არ გამოსულა და დაიბეჭდა შეცვლილი, სიმღერების ორიგინალური სიის ამოღებით. ალბომში შესულია მხოლოდ ათი მათგანი, ვინაიდან Interscope Records-ში თვლიდნენ, რომ დანარჩენების გამოცემა არ შეიძლებოდა. ამასთან, ერთ-ერთი ამ გამოუცემელი სიმღერებიდან, „Out on Bail“, ტუპაკმა 1994 წლის Source-ის დაჯილდოებაზე შეასრულა.[36] Thug Life, Volume I ოქროს სტატუსით აღინიშნა, ხოლო „How Long Will They Mourn Me?“ წლების შემდეგ გამოვიდა კომპილაციის Greatest Hits შემადგენლობაში.[37]

რეპერის მესამე სტუდიური დისკი, Me Against the World, გამოიცა 1995 წლის მარტში. მას დადებითი შეფასებები ხვდა წილად. ბევრი მსმენელის აზრით, იგი ტუპაკის მაგნუმ-ოპუსიც კი იყო. დღეს ეს ალბომი ითვლება ჰიპ-ჰოპში ყველა დროის ერთ-ერთ დიდ და გავლენიან ჩანაწერად. შაკურის ალბომებს შორის იგი გაყიდვებით მეოთხე ადგილზეა, 2011 წლისთვის აშშ-ში გაყიდული 3 524 567 ასლით.[38] Me Against the World-ს 1996 წელს Soul Train-ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპ-ალბომის წოდებაც მიენიჭა.[39]

„Dear Mama“ 1995 წლის თებერვალში გამოვიდა, როგორც ალბომის პირველი სინგლი, ხოლო B-მხარე იყო „Old School“.[40] შემდგომში იგი ალბომის ყველაზე წარმატებულ სინგლად იქცა, მოხვდა Hot Rap Singles-ის ჩარტის სათავეში და Billboard Hot 100-ის მეცხრე პოზიციაზე.[41] 1995 წლის ივლისში მან პლატინის სტატუსი მიიღო[42], მოგვიანებით კი წლის ჩარტებში #51 პოზიცია დაიკავა. მეორე სინგლი, „So Many Tears“, გამოვიდა ივნისში.[43] იგი Hot Rap Singles-ში #6 იყო, ხოლო „ბილბორდის“ ცხელ ასეულში - #44.[41] „Temptations“, მესამე სინგლი, გამოვიდა აგვისტოში[44]. მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან შედარებით ნაკლებად წარმატებული იყო, „ბილბორდის“ ჩარტში 68-ე პოზიციამდე მიაღწია, Hip-Hop Singles & Tracks-ში 35-ე იყო, ხოლო Hot Rap Singles-ში – #13.[41]

1995–96: უკანასკნელი ჩანაწერები

რედაქტირება
 
„California Love“, ალბათ, შაკურის ყველაზე ცნობილი და წარმატებული სიმღერა. იგი მოხვდა „ბილბორდის“ ცხელი ასეულის პირველ პოზიციაზე და მიიღო გრემის ორი ნომინაცია.

All Eyez on Me, ტუპაკის მეოთხე ალბომი, ჩაიწერა 1995 წლის ოქტომბერში და გამოვიდა შემდეგი წლის 13 თებერვალს, ლეიბლებზე Death Row Records და Interscope Records. იგი აღიარებულია 1990-იანებში რეპ-მუსიკის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად.[45] სტივ ჰიუი (AllMusic) წერდა, რომ „მიუხედავად უეჭველი შემავსებელი მასალის, იგი უბრალოდ ტუპაკის საუკეთესო ჩანაწერია“.[46] გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ, 1996 წლის აპრილში, დისკი აღინიშნა ხუთმაგი, ხოლო 1998 წელს – ცხრამაგი პლატინით. მასში შეტანილია „ბილბორდის“ ცხელ ასეულში #1 პოზიციაზე მოხვედრილი სინგლები „How Do U Want It“ და „California Love“, მთლიანობაში კი გამოიცა ხუთი სინგლი - ყველაზე მეტი, რაც ტუპაკის რომელიმე ალბომიდან გამოსულა. ამასთან, All Eyez on Me (Death Row-ს ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც ვრცელდებოდა PolyGram-ის მეშვეობით) აღინიშნა, როგორც პირველი ორმაგი ჰიპ-ჰოპის ჟანრის სტუდიური სოლო-ალბომი, რომელიც საჯარო მოხმარებისთვის გამოვიდა. იგი გამოიცა ორმაგ CD-ზე და ოთხმაგ გრამფირფიტაზე. ჩარტებში All Eyez on Me იყო რეპერის მეორე ალბომი, რომელიც #1 პოზიციაზე მოხვდა როგორც „ბილბორდის“ 200-ეულში, ასევე ჩარტში Top R&B/Hip-Hop Albums.[47] გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში იგი გაიყიდა 566 000 ასლის ოდენობით და ამით Soundscan-ის სტატისტიკაში სახარბიელო პოზიცია ეკავა. 1996 წლის ბოლომდე იგი გაიყიდა 5 მილიონი ასლის ოდენობით.[48] All Eyez on Me-მ 1997 წლის Soul Train-ის დაჯილდოებაზე მიენიჭა რიტმ-ენდ-ბლუზური/სოულის ან რეპის ჟანრის ალბომის ჯილდო.[49] ხოლო ყოველწლიურ ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე ტუპაკმა მიიღო საყვარელი რეპ/ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის წოდება.[50]

Makaveli – The Don Killuminati: The 7 Day Theory, უფრო მეტად ცნობილი მოკლე სახელწოდებით The 7 Day Theory, არის შაკურის მეხუთე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი, გამოცემული მისი ახალი ფსევდონიმით „მაკაველი“.[51] იგი ჩაიწერა შვიდი დღის განმავლობაში, 1996 წლის აგვისტოში.[52] ტექსტები დაიწერა და ჩაიწერა სამი დღის განმავლობაში, ხოლო ხმის მიქსს კიდევ ოთხი დღე დასჭირდა. 2005 წელს MTV.com-ზე The 7 Day Theory ყველა დროის უდიდესი ჰიპ-ჰოპ ალბომების სიაში #9 პოზიციას იკავებდა[53], ხოლო 2006 წელს აღიარებული იქნა კლასიკურად.[54] ემოცია და რისხვ, წარმოჩენილი ალბომზე, დღემდე მოსწონს ჰიპ-ჰოპის საზოგადოების დიდ ნაწილს.[55] ჯორჯ „Papa G“ პრაისი, ლეიბლის Death Row სარეკლამო განყოფილების უფროსი, ამბობდა: „Makaveli ირონიულობა იყო და სინამდვილეში მისი გამოცემა ტუპაკის მკვლელობამდე ან მის შემდეგ არ იგეგმებოდა, მაგრამ გამოვიდა. თუმცა მანამდე, ჩაფიქრებული იყო, როგორც ანდერგრაუნდული [ალბომი].“[56] The 7 Day Theory-მ „ბილბორდის“ Top R&B/Hip-Hop Albums-ში და 200-ეულში #1 პოზიციამდე მიაღწია.[57] 1996 წელს იგი იყო რიგით მეორე ალბომი სადებიუტო კვირებში გაყიდული დისკების რაოდენობის მხრივ.[58] 1999 წლის 15 ივნისს მას 4 გზის პლატინის სტატუსი მიენიჭა.[59]

დისკოგრაფია

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სათაური როლი შენიშვნა
1991 მხოლოდ უსიამოვნებები თვითონ ეპიზოდური როლი
1992 ავტორიტეტი ბიშოპი სადებიუტო როლი
1992 დრექსელის კლასი თვითონ სეზონი 1
1993 განსხვავებული სამყარო პიკოლო სეზონი 6: ’მეგობარო, არ მიცნობ?’
1993 პოეტური ჯასტისი იღბლიანი ჯენეტ ჯექსონთან ერთად
1993 ცოცხალ ფერებში თვითონ სეზონი 5: აიკ ტერნერი და ჰუჩი
1994 წრეზე ჩიტუნა დუეინ მარტინთან ერთად
1995 მკვლელობა შემთხვევითი იყო თვითონ (არ არის მითითებული)
1996 ტყვია ტენკი გამოვიდა ტუპაკის სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ.
1997 ჩიხში ეზეკიელ 'სპუნ' უიტმორი გამოიცა ტუპაკის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ
1997 დანაშაულებრივი კავშირები დეტექტივი როდრიგეზი შაკურის უკანასკნელი კინოროლი.
2003 ტუპაკი: აღდგომა თვითონ ოფიციალური დოკუმენტური ფილმი
2009 ნოტორიოსი თვითონ (საარქივო მასალა) როლს ასრულებს ენტონი მეკი
20?? იცხოვრო რათა თქვა სცენარის ავტორი (დაიწერა 1995 წელს, ამჟამად მზადდება)

დოკუმენტური ფილმები

რედაქტირება

ტუპაკის ცხოვრებაზე გადაღებული იქნა მოკლე და სრულ მეტრაჟიანი არაერთი ფილმი, რომელთა შემქმნელიც ცდილობდა საკუთარი თვალით მისი მოკლე ცხოვრებისეული გზის გაანალიზებას. ყველაზე მეტად აქედან აღსანიშნავია კინოაკადემიის ნომინანტი, Tupac: Resurrection , რომელიც 2003 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

  • Tupac Shakur: Thug Immortal (1997)
  • ტუპაკ შაკური - სიტყვები უკვდავია (ტელეგადაცემა) (1997)
  • ტუპაკ შაკური - სანამ გავიღვიძებ… (2001)
  • Tupac Shakur: Thug Angel: The Life of an Outlaw (2002)
  • ბიგი და ტუპაკი (2002)
  • ტუპაკი სამუდამოდ (2003)
  • ტუპაკი: აღდგომა (2003) (კინოაკადემიის ნომინანტი)
  • ტუპაკი წინააღმდეგ (2004)
  • ტუპაკი - ჰიპ ჰოპის გენიოსი (ტელეგადაცემა) (2004)
  • ამდენი ცრემლი, ამდენი ცრემლი (2006)

ბიოგრაფიული წიგნები

რედაქტირება
  • Tupac: Resurrection (2003) ISBN 0-7434-7435-X
  • Tupac Shakur Legacy (2006) ISBN 0-7432-9260-X
  • Thru My Eyes: Thoughts on Tupac Shakur in Pictures and Words
  • Rebel for the Hell of It: The Life of Tupac Shakur
  • Death Rap Tupac Shakur
  • Tupac Shakur (They Died Too Young)
  • Got Your Back : The Life of a Bodyguard in the Hardcore World of Gangsta Rap
  • Back in the Day: My Life and Times With Tupac Shakur
  • The Killing of Tupac Shakur
  • Jesus and the Hip-Hop Prophets: Spiritual Insights from Lauryn Hill and Tupac Shakur
  • How Long Will They Mourn Me?: The Life and Legacy of Tupac Shakur
  • Holler If You Hear Me
  • Dear 2Pac
  • All Eyez on Me: The Life and Times of Tupac Shakur
  • Tupac (Hip Hop)
  • Tupac: A Thug Life
  • Tough Love: Cultural Criticism & Familial Observations on the life and death of Tupac Shakur (Black Words Series)
  • Tupac Shakur (უშუალოდ ცხოვრებისეული ფაქტების ნუსხით)
  • Tupac Shakur (People in the News)
  • Tupac Shakur (Rock Music Library)
  • Tupac and Elvis (Inevitably Restless)
  • Tupac Shakur (Hip-Hop Stars)
  • Static: My Tupac Shakur Story
  • Tupac Shakur: 2Pac in the Studio (The Studio Years (1989—1996))

წიგნები ტუპაკის პოეზიით

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. "Tupac Shakur In His Own Words" MTV News 1997. MTV News. https://www.youtube.com/watch?v=tHOrL-qcwRU[Tupac pronounces his own name at 2:29.]
  2. Levs, Joshua. (September 13, 2006) Growing Tupac's Legacy, 10 Years After His Death. NPR. ციტირების თარიღი: June 14, 2011.
  3. Reporter, Hindustantimes (June 16, 2012). „Happy Birthday Tupac!“. Hindustan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2012. ციტირების თარიღი: February 13, 2013.
  4. Cent, 50. 100 Greatest Artists of All Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 31 December 2016.
  5. The 50 Most Influential Rappers of All Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 31 December 2016.
  6. Sisario, Ben. Pearl Jam, Tupac Shakur and Joan Baez Will Join the Rock and Roll Hall of Fame - NYTimes.com. ციტირების თარიღი: 20 December 2016.
  7. 7.0 7.1 7.2 Tupac Shakur – Thug Angel (The Life of an Outlaw). 2002.
  8. 8.0 8.1 8.2 Tupac Shakur. Hotshotdigital.com. ციტირების თარიღი: January 7, 2012.
  9. 9.0 9.1 9.2 Edwards, Paul, 2009, How to Rap: The Art & Science of the Hip-Hop MC, Chicago Review Press, p. 330.
  10. Jay-Z: Essays on Hip Hop's Philosopher King, p. 55
  11. Antonio Planas (April 7, 2011). „FBI outlines parallels in Notorious B.I.G., Tupac slayings“. Las Vegas Review-Journal. ციტირების თარიღი: February 19, 2013.
  12. Koch, Ed. Tupac Shakur's Death Certificate Details. Las Vegas Sun (October 24, 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 31 December 2016.
  13. (Hoye 2006, p. 30)
  14. John Crow "The Epic of America", page 408.
  15. Colonial and Neocolonial Latin America (1750–1900) (PDF). ციტირების თარიღი: October 14, 2010.
  16. Afeni Shakur (PDF). 2Pac Legacy. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 9, 2008. ციტირების თარიღი: April 23, 2008.
  17. Tupac Coroner's Report. Cathy Scott. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-23. ციტირების თარიღი: 2007-07-24.
  18. 2Pac's Name – Tupac Amaru Shakur – Lesane Parish Crooks. 2Pac2K.de. ციტირების თარიღი: 2010-07-28.
  19. 19.0 19.1 Sullivan, Randall (January 3, 2003). Labyrinth: A Detective Investigates the Murders of Tupac Shakur and Notorious B.I.G., the Implication of Death Row Records' Suge Knight, and the Origins of the Los Angeles Police Scandal. Grove Press. ISBN 0-8021-3971-X. 
  20. Exclusive: Mopreme Shakur Talks Tupac; Rapper's B-Day Celebrated. Allhiphop.com. ციტირების თარიღი: 2010-07-28.
  21. 21.0 21.1 Group, Vibe Media (October, 1999). „Back 2 the Essence: Friends and Families Reminisce over Hip-hop's Fallen Sons“. Vibe. Vibe Media Group. 7 (8): 100–116. ციტირების თარიღი: 2009-09-03. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  22. (Bastfield 2002, p. 5)
  23. (Bastfield 2002, p. 3)
  24. Farrar, Jordan. (2011-05-13) "Baltimore students protest cuts", Peoples World, Retrieved 2012-04-27.
  25. "'And Still I See No Changes': Tupac's legacy 15 years on", Green Left Weekly(2011-10-16). Retrieved 2012-04-27.
  26. (Bastfield 2002, pp. 67–68)
  27. Marriott, Michel; James Brooke, Charlie LeDuff and Donatella Lorch (September 16, 1996). „Shots Silence Angry Voice Sharpened by the Streets“. The New York Times. pp. A–1. ციტირების თარიღი: 2009-08-21.
  28. Leila Steinberg (Assemblies in Motion). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-13. ციტირების თარიღი: 2009-01-25.
  29. MTV – They Told Us. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 23, 2006. ციტირების თარიღი: April 26, 2011.
  30. Vaught, Seneca (Spring 2014). „Tupac's Law: Incarceration, T.H.U.G.L.I.F.E., and the Crisis of Black Masculinity“. Spectrum: A Journal on Black Men. 2 (2): 93–94. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 6, 2017. ციტირების თარიღი: June 28, 2016.
  31. Philips, Chuck (October 25, 1995). „I am not a gangsta“. LA Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 27, 2013. ციტირების თარიღი: October 30, 2013.
  32. Philips, Chuck (September 13, 2012). „Tupac 1995 recorded interview“. The Chuck Philips Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 22, 2013. ციტირების თარიღი: October 30, 2013.
  33. Sami, Yenigun (July 19, 2013). „20 Years Ago, Tupac Broke Through“. National Public Radio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 30, 2013. ციტირების თარიღი: October 30, 2013.
  34. Remebering Tupac: His Musical Legacy and His Top Selling Albums | Madame Noire | Black Women's Lifestyle Guide | Black Hair | Black Love. Atlantapost.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 20, 2011. ციტირების თარიღი: March 10, 2012.
  35. Thug Life: Vol. 1. [CD]. 1994.
  36. 2Pac – Out On Bail (live 1994). YouTube (January 8, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 26, 2013. ციტირების თარიღი: March 12, 2012.
  37. RIAA Searchable Database Thug Life. Riaa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 4, 2015. ციტირების თარიღი: February 25, 2013.
  38. „Tupac Month: 2Pac's Discography“. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 13, 2013. ციტირების თარიღი: May 27, 2013.
  39. Appleford, Steve (April 1, 1996). „It's a Soul Train Awards Joy Ride for TLC, D'Angelo“. Los Angeles Times. Los Angeles. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 26, 2014. ციტირების თარიღი: October 26, 2014.
  40. Dear Mama (US Single #1) at AllMusic. AllMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 20, 2010. ციტირების თარიღი: March 20, 2009.
  41. 41.0 41.1 41.2 allmusic ((( All Eyez On Me > Charts & Awards > Billboard Singles ))). AllMusic. ციტირების თარიღი: May 24, 2009.
  42. RIAA – Gold & Platinum – May 13, 2009 : Search Results – 2 Pac. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 16, 2015. ციტირების თარიღი: May 14, 2009.
  43. So Many Tears (EP) at AllMusic. AllMusic. ციტირების თარიღი: March 22, 2009.
  44. Temptations (CD/Cassette Single) at AllMusic. AllMusic. ციტირების თარიღი: March 22, 2009.
  45. XXLMagazine October 2004, Page 104
  46. All Eyez on Me AMG review
  47. All Eyez on Me – 2Pac. AllMusic (February 13, 1996). ციტირების თარიღი: December 10, 2011.
  48. Phillips, Chuck (July 31, 2003). „As Associates Fall, Is 'Suge' Knight Next?“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 24, 2015.
  49. Maxwell, Tupac Top Soul Train Awards. E! Online (March 7, 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 6, 2012. ციტირების თარიღი: December 10, 2011.
  50. 24th American Music Awards. Rock On The Net. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 26, 2014. ციტირების თარიღი: October 26, 2014.
  51. Music News, Interviews, Pics, and Gossip: Yahoo! Music. Ca.music.yahoo.com (April 20, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 27, 2012. ციტირების თარიღი: February 14, 2012.
  52. XXL Magazine, October 2003 issue
  53. The Greatest Hip-Hop Albums Of All Time. MTV.com (March 9, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 7, 2005. ციტირების თარიღი: February 14, 2012.
  54. The Greatest MCs Of All Time. MTV.com (March 9, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 6, 2012. ციტირების თარიღი: February 14, 2012.
  55. XXL Magazine, October 2006 issue
  56. Tupac The Workaholic. (MYCOMEUP.COM). YouTube (February 11, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 26, 2013. ციტირების თარიღი: November 24, 2012.
  57. The Don Killuminati chart peaks on AllMusic.
  58. Don Killuminati Sales | All Eyes on Shakur's 'Don Killuminati' – Los Angeles Times. Articles.latimes.com (October 23, 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 15, 2011. ციტირების თარიღი: February 14, 2012.
  59. Recording Industry Association of America. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 4, 2013. ციტირების თარიღი: February 14, 2012.