The Game (რეპერი)
ჯეისონ ტერელ ტაილორი , ცნობილი, როგორც The Game (ან უბრალოდ Game) (დ. 29 ნოემბერი, 1979) — ამერიკელი რეპერი და მსახიობი, უფრო მეტად ცნობილია, როგორც დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის ჟანრის რეპერი და Dr. Dre-ს Aftermath Records-ის კლიენტი.
The Game | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯეისონ ტერელ ტეილორი |
დაბ. თარიღი | 29 ნოემბერი, 1979 |
დაბ. ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
წარმოშობა | კომპტონი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2002–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | comptongame.com |
The Game ვიკისაწყობში |
დაიბადა ლოს-ანჯელესში (კალიფორნია). 2002 წელს გამოუშვა პირველი მიქსტეიპი You Know What It Is Vol. 1. მოგვიანებით კონტრაქტი გააფორმა Aftermath Entertainment-თან. 2005 წელს მოიპოვა წარმატება წამყვან ლეიბლზე გამოცემული ალბომით The Documentary. პოპულარობა მან გაამყარა 2006 წლის Doctor's Advocate-ით. RIAA-მ სადებიუტო ალბომს 2005 წლის მარტში ორმაგი პლატინა მიანიჭა.
მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანებში ჯერ დამწყები შემსრულებელი იყო, The Game ითვლება ერთ-ერთ წამყვან ძალად მეინსტრიმში დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის დაბრუნებაში და აღმოსავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპისთვის კონკურენციის გაწევაში.[1][2][3] იგი Dr. Dre-ს და ჯიმი აიოვინის ინიციატივით G-Unit-ში შევიდა, თუმცა, 50 Cent-თან უთანხმოებების შედეგად, Aftermath Entertainment დატოვა, კონტრაქტი გააფორმა Geffen Records-თან (რომელიც Universal Music Group-ის Interscope-Geffen-A&M-ს ეკუთვნის) და 2006 წლის ზაფხულში G-Unit-თან კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებები გააუქმა. მეორე ალბომის Doctor's Advocate გამოცემას, ისევე, როგორც პირველის შემთხვევაში, მოჰყვა დისკის აშშ-ის Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე მოხვედრა. ამასთან, Doctor's Advocate-ზე Dr. Dre-ს პროდიუსერის სახით აღარ უმუშავია. Pitchfork Media-მ The Documentary 2005 წლის 50 საუკეთესო ალბომის სიის 35-ე ადგილზე დაასახელა. The Game ნომინირებული იყო გრემიზე, საუკეთესო რეპ-სიმღერის და დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო რეპ-შესრულებისთვის (სინგლისთვის „Hate It or Love It“. The New York Times-მა Doctor's Advocate-ს 2006 წლის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომი უწოდა.[4]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- The Documentary (2005)
- Doctor's Advocate (2006)
- LAX (2008)
- The R.E.D. Album (2011)
- Jesus Piece (2012)
- The Documentary 2 (2015)
- The Documentary 2.5 (2015)
- 1992 (2016)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Clover Hope. (February 18, 2007) XXL Spotlights West Coast Hip-Hop In March Issue. Allhiphop. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 6, 2007. ციტირების თარიღი: July 20, 2007.
- ↑ Conan Milne. (2005)The West Coast Rap Up: 2005. Dubcnn. ციტირების თარიღი: January 27, 2007.
- ↑ Kim Osorio. (March 21, 2006) XXL Game: Playtime Is Over. BET. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 24, 2006. ციტირების თარიღი: October 8, 2007.
- ↑ „Repentant Yet Defiant, a Rapper at His Best“. ციტირების თარიღი: November 9, 2006.