Brenda's Got a Baby
„Brenda's Got a Baby“ — ამერიკელი რეპერ ტუპაკ შაკურის სინგლი[1], ალბომიდან 2Pacalypse Now. იგი გამოვიდა 1991 წლის 9 ოქტომბერს. სიმღერაში ჟღერს დეივ ჰოლისტერის ვოკალიც.
„Brenda's Got a Baby“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ტუპაკ შაკური | ||||
ალბომიდან 2Pacalypse Now | ||||
გამოსვლის თარიღი | 9 ოქტომბერი, 1991 | |||
ჩაიწერა | 1990 | |||
ჟანრი | პოლიტიკური ჰიპ-ჰოპი | |||
ხანგრძლივობა | 3:55 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Interscope | |||
პროდიუსერი | The Underground Railroad | |||
ტუპაკ შაკური — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერა აგებულია 12 წლის გოგონა ბრენდას ისტორიაზე, რომელიც ცხოვრობს გეტოში და ჰყავს შვილი, რომელსაც ვერ უვლის. სიმღერაში ტუპაკი შეეხო მოზარდების ფეხმძიმობის თემას და მის გავლენას ოჯახების ცხოვრებაზე.
სიმღერა დაიწერა მაშინ, როდესაც ტუპაკმა გაზეთში ამოიკითხა 12 წლის გოგონაზე, რომელიც ინცესტის მსხვერპლი გახდა და დაფეხმძიმდა. მას არ სურდა ბავშვის მოვლა, ამიტომ იგი სანაგვე ურნაში გადააგდო.
სიმღერების სია
რედაქტირება- 12" სინგლი
- If My Homie Calls - 4:18
- Brenda's Got A Baby (რადიოს მიქსი) - 3:48
- If My Homie Calls (ინსტრუმენტული) - 4:18
- If My Homie Calls (ინსტრუმენტული) - 3:53
- CD, პრომო
- Brenda's Got A Baby (ალბომის ვერსია) - 3:53
- If My Homie Calls (ალბომის ვერსია) - 4:18
- If My Homie Calls (ინსტრუმენტული) - 4:18