ტრიტიუმი
ტრიტიუმი[1][2][3] (Tritium < ძვ. ბერძნ. τρίτος [tritos] — „მესამე“; ქიმიური სიმბოლო — ), წყალბადი-3 (ქიმიური სიმბოლო — ), ზემძიმე წყალბადი — წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპი, რომლის მასური რიცხვია 3. ტრიტიუმის ბირთვი შედგება პროტონისა და ორი ნეიტრონისაგან, მას უწოდებენ ტრიტონს და აღნიშნავენ t.
ბუნებაში ტრეტიუმი წარმოიქმნება დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში, კოსმოსური გამოსხივების ნაწილაკების დაჯახებით ატომების ბირთვებთან, მაგალითად, აზოტთან. ტრეტიუმის დაშლის პროცესში გარდაიქმნებიან 3He ელექტრონის და ანტინეიტრინოს (ბეტა-დაშლა) გაფრქვევით, ნახევარდაშლის პერიოდი — 12,32 წელი. დაშლის მისაწვდომი ენერგია ძალიან მცირეა (18,59 კევ), ელექტრონების საშუალო ენერგია 6,5 კევ-ია.
ტრეტიუმი აღმოჩენილია ინგლისელი მეცნიერის ერნესტ რეზერფორდის, მარკ ოლიფანტის და პაულ ჰარტეკის მიერ, 1934 წელს. გამოიყენება ბიოლოგიაში და ქიმიაში როგორც რადიოაქტიური ნიშნული, ნეიტრინოს თვისებების კვლევებისას ექსპერიმენტებში, თერმობირთვულ იარაღში როგორც ნეიტრონების წყარო და ამასთან ერთად როგორც თერმობირთვული საწვავი, გეოელოგიაში ბუნებრივი წყლების დატირებისათვის. სამრეწველო ტრეტიუმს მიიღებენ ლითიუმ-6-ის ნეიტრონებით დასხივებისას ბირთვულ რეაქტორებში შემდეგი რეაქციით:
- .
ტრიტიუმის რადიაციული საშიშროება
რედაქტირებატრიტიუმის დაშლის მცირე ენერგიიგ გამო გამოფრქვეული ელექტრონები კარგად კავდება უბრალო დაბრკოლებით მაგ. ტანსაცმელით ან ქირურგიული რეზინის ხელთათმანები. მიუხედავად ამისა, ეს იზოტოპი წარმოადგენს რადიაციულ საშიშროებას ჩასუნთქვისას, საჭმელთან ერთად მიღებისას, კანით შეწოვისას. ტრიტიუმიანი წყლის ერთჯერადი მიღება არ იწვევს ტრიტიუმის ხანგრძლივ დაგროვებას ორგანიზმში, რადგანაც მისი ნახევარდაშლის პერიოდი მერყეობს 7-დან 14 დღემდე[4][5].
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- ერთი კილოგრამი ტრიტიუმის წარმოება ჯდება 30 მლნ. დოლარი[6].
- გამოიყენება ტრიტიუმის განათებაში შუქის წყაროებში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაბმულები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 54.
- ↑ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი შრომათა კრებული
- ↑ ტრიტიუმი — უცხო სიტყვათა ლექსიკონი
- ↑ Backgrounder on Tritium, Radiation Protection Limits, and Drinking Water Standards. U.S.NRC (февраль 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტირების თარიღი: 2012-10-05.
- ↑ R. V. Osborne. (август 2007) Review of the Greenpeace report: «Tritium Hazard Report: Pollution and Radiation Risk from Canadian Nuclear Facilities» (pdf). Canadian Nuclear Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტირების თარიღი: 2012-10-05.
- ↑ BBC News — Is fusion power really viable?