ტრისტან ცარა
ტრისტან ცარა (Tristan Tzara), ნამდვილი სახელი სამი როზენსტოკი (Sami Rosenstock) (დ. 16 აპრილი, 1896, რუმინეთი — გ. 25 დეკემბერი, 1963, პარიზი) — რუმინული წარმოშობის ფრანგი პოეტი და ესეისტი. დადაიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი, ცნობილია თავისი მანიფესტებით.
ტრისტან ცარა | |
---|---|
ფრანგ. Tristan Tzara | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 16 აპრილი, 1896[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | მოინეშტი[11] |
გარდაცვალების თარიღი | 24 დეკემბერი, 1963[11] [12] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | 7th arrondissement of Paris[11] |
დასაფლავებულია | მონპარნასის სასაფლაო |
საქმიანობა | ხელოვნების კოლექციონერი, პოეტი[12] , მწერალი[13] [12] , დიპლომატი, კინორეჟისორი, მთარგმნელი, დრამატურგი, ესეისტი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, ესტრადის მსახიობი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი, მხატველი, ფოტოგრაფი და აქტივისტი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა |
![]() საფრანგეთი[14] [15] |
ჟანრი | პოეზია და პამფლეტი |
Magnum opus | Handkerchief of Clouds |
მეუღლე | გრეტა კნუტსონი |
შვილ(ებ)ი | Christophe Tzara |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფიარედაქტირება
ცარა დაიბადა მოინეშტში, რუმინეთში, რუმინულად მოლაპარაკე ებრაულ ოჯახში. მას ეკუთვნის პირველი დადაისტური ტექსტები: La Première Aventure céleste de Monsieur Antipyrine (ბატონი ანტიპირინის პირველი ზეციური თავგადასავალი) (1916), Vingt-cinq poèmes (ოცდახუთი ლექსი) (1918) და დადაიზმის მანიფესტების კრებული, Sept manifestes Dada (დადას შვიდი მანიფესტი) (1916-1924).
პარიზში ცარა მონაწილეობდა ხმაურიან აქციებში დადაისტებთან, ანდრე ბრეტონთან, ფილიპ სუპოსთან და ლუი არაგონთან ერთად. ეს გამოსვლები მიმართული იყო საზოგადოების შოკირებისა და მეტყველების ტრადიციული სტრუქტურის რღვევისკენ.
1929 წლის ბოლოს, ნიჰილიზმისა და განადგურებისგან დაღლილი ცარა დადაიზმთან შედარებით უფრო კონსტრუქტიულ და ჩამოყალიბებული მიმდინარეობას, სიურეალიზმს შეუერთდა. მან თავისი დროის დიდი ნაწილი მიუძღვნა სიურეალიზმისა და მარქსიზმის დაკავშირებას. 1937 წელს იგი საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცარა ფრანგული განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. 1956 წელს უნგრული რევოლუციის ჩახშობისადმი პროტესტის ნიშნად მან დატოვა კომუნისტური პარტია.
თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ცარა საბოლოოდ ხალხთან დაახლოვდა და თანდათან ლირიკულ პოეტად ჩამოყალიბდა. მის ლექსებში ავტორის სულიერი ტანჯვა აისახება.
ტრისტან ცარა გარდაიცვალა პარიზში, 1963 წელს და დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაოზე.
ნაწარმოებებირედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- დადას მანიფესტი, 1918
- დადაისტური ნაწარმოებები დაარქივებული 2013-01-23 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Béhar H. Tzara, Tristan // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4 — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T086786
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Roglo — 1997. — 8549233 ეგზ.
- ↑ SIKART — 2006.
- ↑ 11.0 11.1 11.2 death certificate
- ↑ 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118624938 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Museum of Modern Art online collection
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1947. — ISSN 0242-6773