ტენგრელა (ფრანგ. Lac Téngréla) — ტბა ბურკინა-ფასოში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კასკადების რეგიონის ტერიტორიაზე, ქალაქ ბანფორის სიახლოვეს. ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს სოფელი ტენგრელა, ხოლო სამხრეთ სანაპიროზე — სოფელი ტიუკონა. სიგრძე — 2 კმ, სიგანე — 1,5 კმ.[1] აქვს სეზონური ჩამონადენი მდინარე ლაფეგეში (კომოეს შენაკადი).

ტენგრელა
ფრანგ. Lac Téngréla
კოორდინატები: 10.639689° ჩ. გ. 4.808578° დ. გ. / 10.639689° ჩ. გ. 4.808578° დ. გ. / 10.639689; -4.808578
მდებარეობა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
სიგრძე კმ
სიგანე 1,5 კმ
ტენგრელა — ბურკინა-ფასო
ტენგრელა

განვითარებული ტურიზმის გამო ტბას ხშირად სტუმრობენ ტურისტები, რისი მიზეზიცაა აქ არსებული ბეჰემოთის კოლონიების დიდი რაოდენობა. ტბის ზედაპირი დაფარულია მრავალრიცხოვანი მოტივტივე მცენარეებით, რომელთაგან აღსანიშნავია დუმფარა (ორი სახეობა), წყლის კაკალი და სხვა.

  1. Mepham, Robert; R. H. Hughes, J. S. Hughes (1992). A directory of African wetlands. IUCN, გვ. 316. ISBN 2-88032-949-3.