კასკადების რეგიონი

კასკადების რეგიონი (ფრანგ. Cascades) — რეგიონი ბურკინა-ფასოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბანფორა.
  • ფართობი — 18 406 კმ², მოსახლეობა — 524 956 ადამიანი (2006 წელი)
რეგიონი
კასკადების რეგიონი
ფრანგ. Cascades
ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
ადმ. ცენტრი ბანფორა
შიდა დაყოფა Comoé Province და Léraba Province
კოორდინატები 10°15′00″ ჩ. გ. 4°30′00″ დ. გ. / 10.25000° ჩ. გ. 4.50000° დ. გ. / 10.25000; -4.50000
ფართობი 18 406 კმ²
მოსახლეობა 524 956 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 28,52 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]

რეგიონი დაარსდა 2001 წელს.

გეოგრაფია

რედაქტირება

რეგიონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ზემო აუზების რეგიონი, აღმოსავლეთიდან დასავლეთ-ცენტრალური რეგიონი, სამხრეთიდან კოტ-დ’ივუარი, დასავლეთიდან მალი.

ამ რეგიონის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს კარფიგუელას კასკადების განთქმული ჩანჩქერები.

მოსახლეობა

რედაქტირება

რეგიონი დასახლებულია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 2 პროვინციად:

პროვინცია ადმ. ცენტრი მოსახლეობა,
[1]ად. (2006 წელი)
1 კომოე ბანფორა 400 534
2 ლერაბა სინდუ 124 422

ეკონომიკა

რედაქტირება

კასკადების რეგიონი ბურკინა-ფასოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად განვითარებული სამრეწველო რეგიონია.

  1. National 2006 census preliminary results [1] დაარქივებული 2015-07-21 საიტზე Wayback Machine.