ბანფორა
ბანფორა (ფრანგ. Banfora) — ქალაქი ბურკინა-ფასოში.
ქალაქი | |
---|---|
ბანფორა ფრანგ. Banfora | |
ქვეყანა | ბურკინა-ფასო |
რეგიონი (ბურკინა-ფასო)|ბურკინა-ფასოს რეგიონები|რეგიონი | კასკადები |
კოორდინატები | 10°37′51″ ჩ. გ. 4°45′32″ დ. გ. / 10.63083° ჩ. გ. 4.75889° დ. გ. |
დაარსდა | 1903 |
ფართობი | 934 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 303 მ |
მოსახლეობა | 97 137 კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 104,00 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+0 |
სატელეფონო კოდი | +226 209 |
ისტორია
რედაქტირება1903 წელს საფრანგეთის კოლონიურმა ძალებმა ამ რაიონში დააარსეს სამხედრო პოსტი. 1905 წელს ბანფორა საავტომობილო გზით შეუერთდა ბობო-დიულასოს, ხოლო 1931 წელს ქალაქზე გაიარა რკინიგზამ.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი ბანფორა მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, დაახლოებით 85 კმ-ში ბობო-დიულასოდან და 450 კმ-ში უაგადუგუდან, ზღვის დონიდან 303 მეტრ სიმაღლეზე[1]. შედის იმავე დასახელების დეპარტამენტის შემადგენლობაში. კასკადების რეგიონის კომოეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ბანფორის მთიანი ჯაჭვის რაიონში.
მოსახლეობა
რედაქტირება2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 97 137 ადამიანს[2], რის გამოც ბანფორა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მეოთხე ქალაქია. დეპარტამენტ ბანფორას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 109 824 ადამიანს (2006 წლის აღწერის მონაცემები)[3]. ქალაქში ცხოვრობს ბევრი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი. სხვადასხვა ეთნოსებს შორის ძირითადი სალაპარაკო ენებია — დიულა და ფრანგული.
ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1985 | 1996 | 2005 | 2006 | 2013 |
---|---|---|---|---|
35 319 | 49 724 | 62 726 | 72 144 | 97 137 |
ეკონომიკა და ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქ ბანფორაზე გადის სტრატეგიული რკინიგზის ხაზი, რომელიც ერთმანეთთან აერთებს უაგადუგუს და აბიჯანს. ამას გარდა, ქალაქი ასფალტირებული საავტომობილო გზით შეერთებულია ბობო-დიულასოსთან და კოტ-დ’ივუარის სახელმწიფო საზღვართან.
ქალაქის ირგვლივ მდებარეობს შაქრის ლერწმის მრავალრიცხოვანი პლანტაციები; ეს რაიონი ბურკინა-ფასოს შაქრის ინდუსტრიის ცენტრია. ამას გარდა, ქალაქში თავმოყრილია წამლების და ეთერზეთების დამამზადებელი საწარმოები. ქალაქ ბანფორასთან ახლოს მდებარეობს კარფიგუელას კასკადების ჩანჩქერების სისტემა.
განათლება
რედაქტირებაქალაქში მოქმედებს 19 დაწყებითი სკოლა, 2 საშუალო სკოლა, 4 კერძო კოლეჯი და წმინდა ტერეზას კოლეჯი (ფრანგ. collège Sainte Thérèse).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Banfora, Burkina Faso Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
- ↑ Banfora. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
- ↑ Ergebnisse des Zensus 2006 french (PDF; 94 kB). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-13. ციტირების თარიღი: 2008-11-6.