კომოე (ფრანგ. Comoé) — მდინარე დასავლეთ აფრიკაში.

კომოე
ფრანგ. Comoé

მდინარე კომოე ქალაქ ფოლონზოს სიახლოვეს
ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
სათავე 10°57′00″ ჩ. გ. 4°30′33″ დ. გ. / 10.95000° ჩ. გ. 4.50917° დ. გ. / 10.95000; -4.50917
სათავის მდებარეობა ბურკინა-ფასო
შესართავი გვინეის ყურე
5°11′27″ ჩ. გ. 3°43′21″ დ. გ. / 5.19083° ჩ. გ. 3.72250° დ. გ. / 5.19083; -3.72250
შესართავის მდებარეობა ქალაქი გრან-ბასამი
სიგრძე 900 კმ
აუზის ფართობი 74 000 კმ²
წყლის ხარჯი (მაქს.) 430 მ³/წმ
კომოე — აფრიკა
კომოე
კომოე
— სათავე, — შესართავი
კომოე ვიკისაწყობში

გეოგრაფია და ჰიდროლოგია

რედაქტირება
 
მდინარე კომოე კოტ-დ’ივუარის რუკაზე

მდინარე კომოეს სათავე მდებარეობს ბურკინა-ფასოში[1] და კოტ-დ’ივუარის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიედინება მისი სახელწოდების მქონე კომოეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მდინარის სიგრძეა — 900 კმ, მისი წყალშემკრები აუზი — 74 000 კმ². მდინარის დინების მიმართულებაა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ; შესართავის რაიონში ის ჯერ უერთდება ლაგუნა ებრიეს და შემდეგ ქალაქ გრან-ბასამთან ჩაედინება გვინეის ყურეში.[2]

კოტ-დ’ივუარის და ბურკინა-ფასოს შიდა რეგიონებში კომოე ერთადერთი მდინარეა (მდინარე ირინგუს გარდა), რომელიც არ შრება წლის გვალვიან პერიოდში. ამ პერიოდში ზოგჯერ აქ მდინარე აჩერებს თავის მოძრაობას და გადაიქცევა ნამდინარევების ქსელად.

  1. Rupley, Lawrence A.; Bangali, Lamissa; Diamitani, Boureima (2013). „Sikasso Plateau“. Historical Dictionary of Burkina Faso. Lanham, Maryland: Scarecrow Press. p. 197. ISBN 978-0-8108-6770-3.
  2. Mepham, Robert (1991). IUCN Directory of African Wetlands. Pinter Pub. Ltd.. ISBN 2-88032-949-3.