ტაქსოდიუმისებრნი (ლათ. Taxodiaceae) — წიწვოვან მცენარეთა ოჯახი ძველი კლასიფიკაციით, ახალი კლასიფიკაციით კვიპაროზისებრთა ოჯახთან ერთად განიხილება. მაღალი ხეებია, ნემსისებრი ან ქერქლისებრ ფოთლები აქვთ. ოჯახში 15-16 სახეობაა, რომლებიც 9 გვარშია გაერთიანებული.

ტაქსოდიუმისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  Taxodiaceae
ლათინური სახელი
Taxodiaceae

იზრდებიან აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. 1 გვარი (Athrotaxis) გვხვდება ტასმანიაში. გეოლოგიის წარსულში ტაქსოდიუმისებრნი უხვად და ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში; საქართველო, კერძოდ კოლხეთის დაბლობი, ტაქსოდიუმისებრთა საოცარი ხანგრძლივი არსებობით (მეზოზოური ერიდან მეოთხეული პერიოდის ჩათვლით) და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

თანამედროვე ტაქსოდიუმისებრნი ნამდვილი „ცოცხალი ნამარხებია“ (განსაკუთრებით მეტასეკვოიის, გლიპროსტრობუსისა და ტაივანიის გვარები). უფრო ცნობილი გვარების სეკვოია, სეკვოიადენდრონი, ტაქსოდიუმი, კრიპტომერია, კუნინგამია. ტაქსოდიუმისებრთა მერქანს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. ზოგიერთ სახეობას დეკორატიულ მცენარედ აშენებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება