მთავარი მენიუს გახსნა

სეკვოიადენდრონი, ველინგტონია, მამონტის ხე (ლათ. Sequoiadendron giganteum) — მარადმწვანე წიწვოვანი ხე ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 100 -ზე მეტია, დიამეტრი — 10 მ-მდე, ღერო დაფარულია 40—60 სმ სისქის ქერქით (უდიდესი ხის მერქნის წონას 1000 -მდე მიუღწევია). ერთსახლიანი მცენარეა, დატოტვილია, ლამაზი, დიდი ვარჯი და ტოტებზე ირგვლივ განწყობილი მოკლე წიწვები აქვს. ხნიერ ხეს ტანზე ქვედა ნაწილში ტოტები აღარ რჩება.

სეკვოიადენდრონი
General Grant tree.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Sequoiadendron giganteum
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EN ka.svgსაფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 34023

ველურად იზრდება მხოლოდ კალიფორნიაში, სიერა-ნევადის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1500—2500 მ. მოშენებულია ევროპაში, ყირიმში, კავკასიაში, კერძოდ საქართველოში (უმთავრესად დასავლეთ საქართველოში. არის თბილისშიც, წინანდალსა და ახალდაბაში). სწრაფმზარდი ხეა. ცოცხლობს 1500, ზოგი მონაცემებით — 3–4 ათას წლამდე.

ლიტერატურარედაქტირება