ტანჯუნგ-პუტინგის ეროვნული პარკი
ტანჯუნგ-პუტინგი (ინდონ. Taman Nasional Tanjung Puting) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ ბორნეოზე, ცენტრალური კალიმანტანის პროვინციაში; პარკი ცნობილია ორანგუტანთა კონსერვაციით.
ტანჯუნგ-პუტინგის ეროვნული პარკი
Taman Nasional Tanjung Puting | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული კალიმანტანი |
კოორდინატები | 2°56′ ს. გ. 112°02′ ა. გ. / 2.933° ს. გ. 112.033° ა. გ. |
ფართობი | 4 150 კმ² |
დაარსდა | 1982 |
სტუმრობა | 2 046[1] (2007) |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
ეროვნული პარკი მოიცავს 415 040 ჰექტარ ტროპიკულ, მანგროს, სანაპირო და მეორეულ ტყეებს. შეიქმნა 1930 წელს, ჰოლანდიელი კოლონისტების მიერ, ორანგუტანებისა და ცხვირა მაიმუნების გადარჩენის მიზნით. 1977 წელს იუნესკოს მიერ გაფორდა ბიოსფერულ ნაკრძალად, 1982 წელს კი ეროვნულ პარკად. გარდა ორანგუტანებისა და ცხვირა მაიმუნებისა, პარკში ბინადრობენ გიბონები, მაკაკები, წინწკლებიანი ლეოპარდები, მალაიური დათვები, გარეული ტახები, მაჩვზღარბები და ინდური ზამბარი. ასევე მრავლადაა წარმოდგენილი რეპტილიები — ნიანგები, ვარანები, პითონები, ფრინველებიდან — რქაცხვირასებრნი და ა. შ.
ტანჯუნგ-პუტინგი პოპულარულია ეკოტურიზმში. მიუხედავად დაცულის სტატუსისა, პარკის ბუნება გარკვეულწილად დაზიანებულია ხე-ტყის უკანონო ჭრითა და მიწის გამოთავისუფლებით სასოფლო–სამეურნეო მიზნებისთვის. 1997–1998 წლებში პარკს დიდი ზზიანი მიაყენა ხანძრებმა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Forestry statistics of Indonesia 2007, retrieved 20 May 2010