ტანძია

სოფელი საქართველოში

ტანძიასოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ტანძიის თემში.[1] მდებარეობს ქვემო ქართლის ბარის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 518 კაცი.

სოფელი
ტანძია

სოფელ ტანძიის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი ტანძია
კოორდინატები 41°26′39″ ჩ. გ. 44°21′04″ ა. გ. / 41.44417° ჩ. გ. 44.35111° ა. გ. / 41.44417; 44.35111
ცენტრის სიმაღლე 840
მოსახლეობა 518[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ტანძია — საქართველო
ტანძია
ტანძია — ქვემო ქართლი
ტანძია
ტანძია — ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ტანძია

ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა ორბელიანი, აქვეა მისი სახელობის ლიტერატურული მუზეუმი.

სოფელში შემონახულია ორი ეკლესია და სასახლის ნანგრევები. ერთი ეკლესია აუგია პაპუნა ორბელიანს 1670 წელს, ხოლო მეორე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – სულხან-საბას მამას, ვახტანგ მდივანბეგს.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014[1] 518 255 263

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.