ტანიე
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ტანიე[1][2] — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების ხევსურეთის არაგვისა და არღუნის სათავეებში. გაწოლილია კალოთანის უღელტეხილის აღმოსავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3499 მ. ტანიე აგებულია ქვედიაურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მთის კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ტანიე | |
---|---|
კოორდინატები: 42°35′54″ ჩ. გ. 45°00′53″ ა. გ. / 42.59833° ჩ. გ. 45.01472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3499 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 654.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 161.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 97.