კალოთანა
კალოთანა, კალოთანისღელე — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის სათავეში. სიმაღლე 2978 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალოთანის მიდამოები შემოსილია ალპური მდელოებით. საცალფეხო გზა გადადის ხევსურეთის არაგვის ხეობიდან მდინარე არხოტისწყლის ხეობაში.
კალოთანა | |
---|---|
კოორდინატები: 42°36′06″ ჩ. გ. 44°57′52″ ა. გ. / 42.60167° ჩ. გ. 44.96444° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2978 მ |
ქედი | აღმოსავლეთი კავკასიონი |
ლიტერატურა რედაქტირება
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 502.