ტაიტაი (რისალი)
ტაიტაი (ოფიციალურად ტაიტაის მუნიციპალიტეტი; ფილ:Bayan ng Taytay) ― პირველი კლასის ურბანული მუნიციპალიტეტი რისალის პროვინციაში, ფილიპინებში. იგი ასევე ცნობილია როგორც ფილიპინების სამოსის დედაქალაქი.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ტაიტაი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
შიდა დაყოფა | Dolores[1] , Muzon[1] , San Isidro[1] , San Juan[1] და Santa Ana[1] |
კოორდინატები | 14°34′09″ ჩ. გ. 121°07′57″ ა. გ. / 14.5691694° ჩ. გ. 121.1325000° ა. გ. |
ფართობი | 38.80 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 50 მეტრი |
მოსახლეობა | 386 451 (1 მაისი, 2020)[2] |
სატელეფონო კოდი | 2 |
საფოსტო ინდექსი | 1920 |
ოფიციალური საიტი | http://www.taytayrizal.gov.ph/ |
ეროვნული დედაქალაქის რეგიონთან კონურბაციაში ტაიტაის ჩრდილოეთიდან კაინტა ესაზღვრება, დასავლეთიდან ― პასიგი და ტაგიგი, აღმოსავლეთიდან ― ანტიპოლო და სამხრეთიდან ― ანგონო. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და პოლიტიკურად ქალაქადააა კვალიფიცირებული, ტაიტაის ქალაქად გარდაქმნის გეგმები გადადებულია მუნიციპალიტეტში სოციალური და ადმინისტრაციული რეფორმების გატარებამდე.[3]
2020 წლის აღწერის თანახმად, ტაიტაის მოსახლეობა 386 451 ადამიანს შეადგენს. იგი მოსახლეობით მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი მუნიციპალიტეტია ქვეყანაში, როდრიგესის შემდეგ.
2022 წლის აუდიტის კომისიის (COA) ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ტაიტაი ფილიპინების მეშვიდე უმდიდრესი მუნიციპალიტეტია. ტაიტაის აქტივები ჯამში 3.67 მილიარდ ფილიპინურ პესოს შეადგენს.[4]
2023 წელს ეროვნული კონკურენტუნარიანობის საბჭომ პირველი და მეორე კლასის მუნიციპალიტეტებს შორის ტაიტაი "მეორე ყველაზე კონკურენტუნარიან მუნიციპალიტეტად" დაასახელა.[5]
ეტიმოლოგია
რედაქტირებასახელწოდება „ტაიტაი“ რამდენიმე წყაროებიდან შეიძლება მომდინარეობდეს:[6][7]
ტაგალური სიტყვები: tayutay (ხატოვანი გამოთქმა), hintay-hintay (ლოდინი) და itay-itay, ჩინელ ვაჭრებთან ურთიერთობისას წარმოიშვა, რადგანაც ტაიტაი ლაგუნა-დე-ბაის ტბისპირა დასახლება იყო.
გადმოცემის მიხედვით, ტაგალური სიტყვა tatay მამას ნიშნავს და სინონიმურია ესპანური სიტყვების: padre (მღვდელი) ან tata (ბიძა).
ერთ-ერთი ვერსიით მუნიციპალიტეტების სახელწოდება მომდინარეობს ტაგაიტაის ხეებიდან, რომლებიც უხვად იყო მის ტერიტორიაზე.
გადმოცემის მიხედვით, სიტყვა taitai (კაპამპანგანური სიტყვის tete მსგავსად) ნიშნავს ხიდს აეტებთან , რომლებიც ტაიტაისა და ანტიპოლოში დაეხეტებოდნენ.
გეოგრაფია
რედაქტირებატაიტაი მდებარეობს პროვინციის დასავლეთ ნაწილში. შემოსაზღვრულია კოორდინატებით: ჩრდ. განედი 14° 34’ 24"; აღმ. გრძედი 121° 07’ 48". ჩრდილო-დასავლეთიდან კაინტა ესაზღვრება, ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ანტიპოლო, აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ანგონო და სამხრეთ-დასავლეთიდან — ტაგიგი. მუნიციპალიტეტი მდებარეობს პასიგის აღმოსავლეთით და ლაგუნა-დე-ბაის ჩრდილოეთით. ფართობი 38.80 კმ²-ის ტოლია, რაც რისალის პროვინციის ხმელეთის 3.3%-ს უდრის.
ტაიტაის მართკუთხედის ფორმა აქვს. მუნიციპალიტეტის უმაღლესი სიმაღლე ზღვის დონიდან 200-255 მეტრის ფარგლებშია, დოლორესის ბარანგაის შიდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ანტიპოლოს საზღვრის მახლობლად. უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან 5-20 მეტრის შუალედშია, სან-ხუანის ბარანგაისა და მუსონის სამხრეთ ნაწილში, ლაგუნა-დე-ბაის მახლობლად.
ლაგუნა-დე-ბაიდან მდინარე პასიგი გამოედინება, რომელიც ტაგიგსა და ტაიტაის გაივლის და შესართავი პასიგში აქვს.
მდებარეობა
რედაქტირებატაიტაი მანილიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან მუნიციპალიტეტში მოხვედრა სხვადასხვა წერტილიდანაა შესაძლებელი, მათ შორის სუმულონგის მაგისტრალიდან, ფელიქსის გამზირიდან (ყოფილი იმელდას გამზირი), მანილის აღმოსავლეთ გზიდან.
ბარანგაები
რედაქტირებატაიტაი პოლიტიკურად 5 ბარანგაიდ იყოფა. ყოველი ბარანგაი შედგება პუროკებისგან, ზოგიერთს კი სიტიოებიც აქვს. ტაიტაი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულია და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა უცვლელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცოტა ბარანგაი აქვს. მეტი მოსახლეობა სან-ხუანის ბარანგაის ჰყავს. დღეისთვის მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მოქალაქეები უფრო მეტი ბარანგაის შექმნას ითხოვენ მუნიციპალიტეტის დიდი ტერიტორიის უკეთესი კოორდინაციისა და მენეჯმენტისთვის.[8] მუნიციპალიტეტის უდიდესი და ყველაზე მრავალრიცხოვანი ბარანგაია სან-ხუანი. მუნიციპალიტეტის ცენტრი და წარმოების ცენტრიც სწორედ სან-ხუანია.
კლიმატი
რედაქტირებაჰავის მონაცემები — ტაიტაი (რისალი) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 29 | 30 | 32 | 34 | 33 | 31 | 30 | 29 | 29 | 30 | 30 | 29 | 31 |
საშუალო დაბალი °C | 20 | 20 | 21 | 23 | 24 | 25 | 24 | 24 | 24 | 23 | 22 | 21 | 23 |
საშუალო ნალექი (მმ) | 7 | 7 | 9 | 21 | 101 | 152 | 188 | 170 | 159 | 115 | 47 | 29 | 1 005 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 3.3 | 3.5 | 4.8 | 8.1 | 18.9 | 23.5 | 26.4 | 25.5 | 24.5 | 19.6 | 10.4 | 6.4 | 174.9 |
წყარო: Meteoblue[9] |
მმართველობა
რედაქტირებაადგილობრივი მმართველობა
რედაქტირებამუნიციპალიტეტს მუნიციპალური მერი და მუნიციპალური საბჭო მართავს. მუნიციპალური მერი აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს, ხოლო მუნიციპალური საბჭო ― საკანონმდებლო ხელისუფლებას. მერი, ვიცე-მერი და საბჭოს წევრები ყოველ სამ წელიწადში პირდაპირი წესით აირჩევიან მოქალაქეების მიერ. 2022 წლის 30 ივნისისთვის მუნიციპალიტეტის მერი ალიან მარტინე ს. დე ლეონია, ხოლო ვიცე-მერი ― სოფია „პია“ კაბრალი.
გერბი
რედაქტირებამუნიციპალური გერბი შედგება ოქროსფერი წრიული თაღისგან, რომლის ზედა ნაწილში ამოტვიფრულია სიტყვები "BAYAN NG TAYTAY", ხოლო ქვედა ნაწილში ― "LALAWIGAN NG RIZAL".
ცენტრში მოთავსებული ემბლემა ქალაქს წარმოადგენს, ხოლო ფერები ფილიპინების დროშიდანაა აღებული. მარცხენა მხარეს ორი გადაჯვარედინებული ჩაქუჩი და გრილი ჩანს, რაც ტაიტაის მუშებს განასახიერებს, ხოლო მარჯვენა მხარეს საკერავი მანქანა და მაკრატელი ჩანს, რაც ტაიტაის იმ მოსახლეობას განასახიერებს, რომელიც ტანსაცმლის კერვის სფეროშია ჩართულია. იგი ასევე წარმოადგენს HaMaKa-ს (Hamba, Makina at Kabuhayan), რომელსაც ტაიტაი ყოველწლიურად აღნიშნავს.
ზედა ნაწილში მოთავსებული ხუთი ვარსკვლავი მუნიციპალიტეტის შემადგენელ ხუთ ბარანგაის განასახიერებს. ბოლოს, ქვედა ნაწილში მოთავსებული გრაგნილი წარწერით "Republika ng Pilipinas" ფილიპინების რესპუბლიკას აღნიშნავს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 https://psa.gov.ph/classification/psgc/?q=psgc/barangays/0405813000
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Pasaylo, Jun (March 16, 2011). „City mayors' league endorses cityhood bid of 21 towns“. The Philippine Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 24, 2014. ციტირების თარიღი: November 22, 2021.
- ↑ Richest Philippine cities, municipalities, provinces in 2022: [1], 2023
- ↑ 2023 Rankings of 1st to 2nd Class Municipalities: [2], 2023
- ↑ About our Municipality. ციტირების თარიღი: August 22, 2023.
- ↑ Taytay legends and history (January 8, 2018). ციტირების თარიღი: August 22, 2023.
- ↑ Fernandez, Jose Ding. (May 18, 2018) Payag ka bang 5 Barangay lang ang Taytay?.
- ↑ Taytay: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: May 11, 2020