ლაგუნა-დე-ბაი, ბაი (ტაგალ. Laguna de Bay) — ფილიპინების უდიდესი ტბა. გაწოლილია სამხრეთით ლაგუნის პროვინციასა და ჩრდილოეთით რისალის პროვინციას შორის. მდებარეობს ქალაქ მანილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კუნძულ ლუსონზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 1 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 911-949 კმ². აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 47,3 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 40,5 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმე 20 მ. ლაგუნა-დე-ბაი წარმოადგენს მანილის უბის ყოფილ მკლავს ან მის გაგანიერებას, რომელიც ვულკანიზმის პირობებში გამოიყო. გამდინარეა. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე პასიგი, რომელიც ერთვის მანილის უბეს. ტბას გააჩნია სტილიზებული „W“-ის ფორმა, ორი ვიწრო ნახევარკუნძულით, რომლებიც ჩრდილოეთი სანაპიროდანაა გამოშვერილი. ტბის შუა ნაწილშია დიდი კუნძული ტალიმი. ერთვის 21 ძირითადი შენაკადი. ნაპირზეა ქალაქები სანტა-კრუსი, ბინიანი და კალამბა. ტბის მიმდებარე დაბლობი ტერიტორია იტბორება ძლიერი წვიმების დროს. მდიდარია თევზით; გვხვდება თევზის 18 სახეობა.

ლაგუნა-დე-ბაი
ტბა ლაგუნა-დე-ბაი
ტბა ლაგუნა-დე-ბაი
კოორდინატები: 14°23′00″ ჩ. გ. 121°15′00″ ა. გ. / 14.38333° ჩ. გ. 121.25000° ა. გ. / 14.38333; 121.25000
მდებარეობა ფილიპინების დროშა ფილიპინები
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 47,3 კმ
სიგანე 40,5 კმ
ფართობი 911–949 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 220 კმ
საშუალო სიღრმე 2,8 
მაქსიმალური სიღრმე 20 
გამომდინარე მდინარე პასიგი
ლაგუნა-დე-ბაი — ფილიპინები
ლაგუნა-დე-ბაი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება