ტაილანდის ეკონომიკა
ტაილანდის ეკონომიკა ექსპორტზეა დამოკიდებული. 2019 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 60% ექსპორტზე მოდიოდა.[1] ტაილანდი ახალინდუსტრიალიზებული სახელმწიფოა, რომლის მშპ 2018 წელს 16.316 ტრილიონ ბატს (505 მილიარდი ამერიკული დოლარი) გაუტოლდა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით აზიაში მე-8 უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა.[2] 2018 წლის მონაცემებით, ტაილანდის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 1.06%-ს შეადგენს[3] და ქვეყნის მშპ-ს 7.5%-ით აჭარბებს.[4] ქვეყნის ვალუტაა ტაილანდური ბატი, რომელიც 2017 წელს მსოფლიოში მეათე ადგილზე იყო გადახდების დროს გამოყენებული სიხშირით.[5]
ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში წამყვანი პოზიცია მრეწველობისა და მომსახურების სექტორებს უკავია. ტაილანდში სოფლის მეურნეობის სექტორზე მშპ-ის 8.4% მოდის, უფრო ნაკლები, ვიდრე ვაჭრობისა და ლოჯისტიკის და კომუნიკაციების სექტორებზე, რომლებზეც 13.4% და 9.8% მოდის შესაბამისად. სამშენებლო და სამთომოპოვებით სექტორს 4.3% უკავია. მომსახურების სხვა სექტორები (მათ შორის ფინანსები, განათლება და სასტუმროსა და რესტორნების სექტორები) ქვეყნის მშპ-ის 24.9%-ს შეადგენს.[6] ტელეკომუნიკაციები და ვაჭრობა მომსახურების შიგნით ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და ინდუსტრიული განვითარების ცენტრებია.[7]
ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მეორე უდიდესი ეკონომიკაა ინდონეზიის შემდეგ. 2018 წლისთვის ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 273.56 ამერიკული დოლარი იყო,[2] რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს შორის მეოთხე მაჩვენებელია სინგაპურის, ბრუნეისა და მალაიზიის შემდეგ. 2018 წლის ივლისში ტაილანდს საერთაშორისო რეზერვებში 237.5 მილიარდი ამერიკული დოლარი ჰქონდა,[8] რითიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის მხოლოდ სინგაპურს ჩამორჩებოდა. ტაილანდს მიმდინარე ანგარიშების დადებითი სალდო აქვს. 2018 წლისთვის მიმდინარე ანგარიშების სიჭარბე 37.989 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. ამ მაჩვნებლით ქვეყანა მე-10 ადგილზეა მსოფლიოში.[9] ტაილანდი საგარეო ვაჭრობის მოცულობით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მხოლოდ სინგაპურს ჩამორჩება.[10]
მსოფლიო ბანკი ტაილანდს „დიდი განვითარების წარმატებული ისტორიის ერთ-ერთ მაგალითად“ მიიჩნევს სოციალური და განვითარების ინდიკატორების მიხედვით.[11] მიუხედავად იმისა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტი საკმაოდ დაბალია (6 610 $)[12] და ადამიანის განვითარების ინდექსით 83-ე ადგილზეა, ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვვითარეობის საბჭოს ოფისის ახალი მიდგომის მიხედვით, 1988 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში ტაილანდში ეროვნული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის პროცენტული წილი 65.26%-დან 8.61%-მდე შემცირდა.[13]
ტაილანდი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც უმუშევრობის დონის მაჩვენებელი მინიმალურია. 2014 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 1%-ს აღწევდა.[14]
ტაილანდის სამეფოს ბიუჯეტი
რედაქტირებატაილანდის სამეფოს ფისკალური 2017 წლის ბიუჯეტი 2.733 ტრილიონი ბატი იყო.[15]
2018 წლის მაისში ტიალანდის კაბინეტმა ფისკალური 2019 წლისთვის 3 ტრილიონი ბატი დაამტკიცა, რაც წინა წელთან შედარებით 3.4%-ით მეტი იყო. საშუალო წლიური შემოსავლების დონედ 2.55 ტრილიონი ბატი განისაზღვრა. საერთი ჯამში, ეროვნული ბიუჯეტი 450 მილიარდი ბატის ღირებულების დეფიციტს განიცდის. კაბინეტმა დეფიციტი 2022 წლამდე მიიღო, რათა ეკონომიკის 3.5-4.5%-იანი ზრდა უზრუნველყოს.[16]
მაკროეკონომიკური მიმოხილვა
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია ტაილანდის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები 1980-2012 წლებში:
წელი | მშპ მუდმივ ფასებში (მლრდ ბატი) | მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი (%-ული ცვლილება) | მშპ მიმდინარე ფასებში (მლრდ ბატი) | მშპ მიმდინარე ფასებში (მლრდ $) |
---|---|---|---|---|
1980 | 913.70 | 4.6 | 662.48 | 32.35 |
1985 | 1,191.25 | 4.6 | 1,056.50 | 38.90 |
1990 | 1,953.40 | 11.6 | 2,191.10 | 85.64 |
1995 | 2,941.74 | 9.2 | 4,186.21 | 168.02 |
2000 | 3,008.40 | 4.8 | 4,922.731 | 122.73 |
2005 | 3,856.53 | 4.6 | 7,092.89 | 176.35 |
2006 | 4,054.89 | 5.1 | 7,844.94 | 207.09 |
2007 | 4,259.81 | 5.0 | 8,525.20 | 246.98 |
2008 | 4,368.64 | 2.5 (2007-2012 გლობალური ფინანსური კრიზისი) | 9,080.47 | 272.58 |
2009 | 4,268.11 | −2.3 (2007–2012 გლობალური ფინანსური კრიზისი) | 9,041.55 | 263.71 |
2010 | 4,596.12 | 7.8 | 10,104.82 | 318.91 |
2011 | 4,599.65 | 0.1 (2011 წლის წყალდიდობები) | 10,540.13 | 345.67 |
2012[17] | 4,898.19 | 6.5 | 11,375.35 | 366 |
წყარო: გარდა 2012 წლის მონაცემებისა, ყველა ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მონაცცემთა ბაზიდანაა აღებული, (აპრილი, 2013)[18]
2019 წლის ივნისში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მშპ-ის 3.9%-იანი ზრდა გამოაცხადა, რაც ადრე 3.8%-ით იყო განსაზღრული.[19]
მშპ ერთ სულ მოსახლეზე
რედაქტირებაქვემოთ მოცემულ ცხრილში ტაილანდის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთანაა შედარებული. ინფორმაცია, თუკი სხვა წყარო არ არის მითითებული, ამერიკულ დოლარებშია მოცემული:
ეკონომიკა | 1980 | თანაფარდობა ტაილანდთან 1980 წლისთვის |
1985 | 1990 | 1995 | 2000 | 2005 | 2010 | 2015 | თანაფარდობა ტაილანდთან 2015 წლისთვის |
მშპ 2015 წლისთვის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გამოთვლებით (მლრდ $) |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2015 წლისთვის |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩინეთი | 205 | 0.29 | 290 | 341 | 601 | 945 | 1,726 | 4,422 | 8,019 | 1.05 | 16,647.49 | 12,113 |
ჰონგ-კონგი | 5,679 | 8.16 | 6,442 | 13,330 | 22,939 | 25,128 | 25,748 | 32,429 | 44,821 | 5.85 | 438.19 | 59,546 |
იაპონია | 9,309 | 13.38 | 11,461 | 25,144 | 42,523 | 37,303 | 35,787 | 42,916 | 42,757 | 5.58 | 5,095.03 | 40,204 |
კორეა | 1,689 | 2.43 | 2,414 | 6,308 | 11,779 | 11,347 | 17,551 | 20,540 | 28,092 | 3.67 | 1,897.17 | 37,413 |
მალაიზია | 1,812 | 2.60 | 2,026 | 2,432 | 4,358 | 4,030 | 5,211 | 8,633 | 12,305 | 1.61 | 613.16 | 19,789 |
სინგაპური | 4,756 | 6.83 | 6,754 | 12,387 | 23,718 | 22,791 | 28,498 | 44,697 | 53,931 | 7.04 | 385.83 | 67,786 |
ტაივანი | 2,363 | 3.40 | 3,271 | 8,086 | 12,865 | 14,641 | 16,023 | 18,488 | 24,110 | 3.15 | 1,066.26 | 45,198 |
ტაილანდი | 696 | 1.00 | 751 | 1,521 | 2,826 | 1,983 | 2,825 | 4,992 | 7,664 | 1.00 | 791.23 | 12,133 |
შენიშვნა: ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების საბჭოს ოფისის მონაცემებით, ტაიალნდის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 167 508 ბატიაა (5 390 აშშ $) [2] ცხრილში მოცემული ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიდანაა აღებული და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 7 664 აშშ $-ია.
წყარო: აღებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მონაცემთა ბაზიდან.[20]
სტატისტიკა
რედაქტირებამსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ტაილანდს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 38-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-40 ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 7 187.2 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.98%-ია. უმუშევრობის დონე 0.7%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ჯინის კოეფიციენტი ― 36.5-ს უტოლდება, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 22.9%-ია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით ტაილანდი 67-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 110-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 54-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 61-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 51-ე, გამჭვირვალობით ― 85-ე, საკუთრების უფლებებით ― 65-ე, კორპორატიული მმართველობით ― 23-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 77-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ტაილანდს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 53-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 53-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 90-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ტაილანდი 62-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად საკმაოდ სტაბილურია, 43-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 0.9%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 80-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით ტაილანდი 84-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 65-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 99-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 46-ე ადგილზეა: მოქნილობის ინდექსით 102-ე, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 22 ადგილს იკავებს.
ტაილანდში კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (მე-16 ადგილი): სიღრმით მე-17, ხოლო სტაბილურობით 21-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა მე-18 ადგილს იკავებს. ტაილანდში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (21-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით მე-18 ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 33-ს.[22]
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- The economic history of Siam from the 16th to the 19th century, together with factors affecting the economic outlook for the twentieth, are presented in Wright, Arnold (2008). Twentieth century impressions of Siam. London: Lloyds Greater Britain Publishing Company.
- Porphant Ouyyanont. 2017. A Regional Economic History of Thailand. ISEAS–Yusof Ishak Institute.
- Pasuk Phongpaichit and Chris Baker. “A History of Thailand”. Cambridge University Press.
- Pasuk Phongpaichit and Chris Baker. “A History of Ayutthaya.”
- Sompop Manarungsan. “Economic Development of Thailand: 1850-1950”
- David Feeny. “Political Economy of Productivity”
- Tomas Larsson. “Land and Loyalty.”
- James Ingram. “Economic Change in Thailand: 1850-1970.”
- William Skinner. “Chinese Society in Thailand: An Analytical History.” Cornell University Press
- Jessica Vechbanyongratana and Thanyaporn Chankrajang: “A Brief Economic History of Land Rights in Thailand.”
- Panarat Anamwathana and Jessica Vechbanyongratana. 2021. "The economic history of Thailand: Old debates, recent advances, and future prospects."
- Suehiro, Akira (1996) Capital Accumulation in Thailand 1855-1985. Chiang Mai: Silkworm Books. ISBN 9789743900051.
- Hewison, Kevin (1989) Bankers and Bureaucrats Capital and the Role of the State in Thailand. New Haven: Yale University Southeast Asia Studies. ISBN 0-938692-41-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Thai Ministry of Commerce
- Thailand Business News
- World Bank Summary Trade Statistics Thailand
- Tariffs applied by Thailand as provided by ITC's ITC Market Access Map, an online database of customs tariffs and market requirements
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Exports of goods and services (% of GDP) - Thailand | Data. ციტირების თარიღი: 2021-01-24
- ↑ 2.0 2.1 2.2 Thailand: Gross domestic product, current prices. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 10 May 2018
- ↑ Change in Price Level. Bank of Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 9 April 2013
- ↑ Thai Economic Performance in Q4 and 2012 and Outlook for 2013. Office of the Economic and Social Development Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 18 February 2013
- ↑ RMB role and share of international payments is declining CTMfile. 5 April 2017
- ↑ Thailand at a glance. Bank of Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 9 April 2013
- ↑ (1 January 2008) Thailand's Annual Infrastructure Report 2008. Washington DC: World Bank.
- ↑ International Reserves (Weekly). Bank of Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 28 June 2018
- ↑ COUNTRY COMPARISON : CURRENT ACCOUNT BALANCE. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 20 August 2018
- ↑ World Trade Developments. World Trade Organization. ციტირების თარიღი: 12 March 2013
- ↑ Thailand. World Bank. ციტირების თარიღი: 17 July 2012
- ↑ GNI per capita, Atlas method (current US$). ციტირების თარიღი: 3 March 2015
- ↑ ตารางที่ 1.2 สัดส่วนคนจน เมื่อวัดด้านรายจ่ายเพื่อการอุปโภคบริโภค จำแนกตามภาคและพื้นที่ ปี พ.ศ. 2531–2559. Office of the National Economic and Social Development Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 21 August 2018
- ↑ [1] დაარქივებული 12 November 2015 საიტზე Wayback Machine. TNSO The National Statistical Office of Thailand.
- ↑ Thailand's Budget in Brief Fiscal Year 2017. ციტირების თარიღი: 29 March 2017
- ↑ „Rehab plans for state agencies backed“. The Nation. 29 May 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 29 May 2018.
- ↑ Gross Domestic Product: Q1/2013. Office of the National Economic and Social Development Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 May 2013
- ↑ World Economic Outlook Database. International Monetary Fund (IMF). ციტირების თარიღი: 9 May 2013
- ↑ Bank of Thailand Holds Key Rate as It Warns of Currency's Gains. Bloomberg L.P.. ციტირების თარიღი: 26 June 2019
- ↑ World Economic Outlook Database. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 24 December 2016
- ↑ Henri Leturque and Steve Wiggins 2010.Thailand's progress in agriculture: Transition and sustained productivity growth. London: Overseas Development Institute
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019’'. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 550-553.