ბრუნეის ეკონომიკა

ბრუნეის ეკონომიკა უცხოური და ადგილობრივი საწარმოების, სამავრობო რეგულაციებისა დაკეთილდღეობის სახელმწიფოს მახასიათებლების და სოფლის ტრადიციების ნაზავს წარმოადგენს. ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მრეწველობაა, რომელზეც მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი მოდის. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვნებელი მაღალია. სამედიცინო მომსახურებას მთავრობა უზრუნველყოფს, რომელიც სურსათისა და საცხოვრებლის სუბსიდირებასაც ახდენს.

Champion Oil Field ბრუნეის მახლობლად

ბრუნეი ნავთობის მესამე უმსხვილესი მწარმოებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანა საშუალოდ ყოველდღიურად 180 000 ბარელ ნავთობს მოიპოვებს.[1] მსოფლიო მასშტაბით ბრუნეი მეცხრე ადგილზეა გათხევადებული ბუნებრივი აირის წარმოების მხრივ.[2]

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

რედაქტირება

ქვემოთ მოცემულ ცხრილში კატარის მთავარი მაკროეკონომიკური ინდიკატორები 1980–2017 წლებში.[3]

წელი 1985 1990 1995 2000 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
მშპ $
(მუპ)
12.10 მლრდ. 14.17 მლრდ. 18.67 მლრდ. 21.69 მლრდ. 26.99 მლრდ. 29.05 მლრდ. 29.85 მლრდ. 29.84 მლრდ. 29.52 მლრდ. 30.67 მლრდ. 32.48 მლრდ. 33.38 მლრდ. 33.20 მლრდ. 32.95 მლრდ. 33.17 მლრდ. 32.76 მლრდ. 33.54 მლრდ.
მშპ ერთ
სულ მოსახლეზე $
(მუპ)
54,530 55,924 64,990 66,767 72,933 75,847 76,560 79,577 77,667 79,302 82,567 83,659 82,053 80,221 79,638 77,422 78,196
მშპ-ის ზრდა
(რეალური)
... 1.1 % 4.5 % 2.9 % 0.4 % 4.4 % 0.1 % −2.0 % −1.8 % 2.7 % 3.7 % 0.9 % −2.1 % −2.5 % −0.4 % −2.5 % 0.5 %
ინფლაცია
(%)
1.1 % 2.1 % 6.0 % 1.2 % 1.1 % 0.2 % 1.0 % 2.1 % 1.0 % 0.2 % 0.1 % 0.1 % 0.4 % −0.2 % −0.4 % −0.7 % −0.1 %
სამთავრობო ვალი
(მშპ-ის %)
0 % 0 % 0 % 0 % 0 % 1 % 1 % 1 % 1 % 1 % 2 % 2 % 2 % 3 % 3 % 3 % 3 %

ნავთობისა და ბუნებრივი აირის მრეწველობა

რედაქტირება

2015 წლისთვის ბრუნეის ნავთობისა და ბუნებრივი აირის დადასტურებული რეზერვები 2035 წლამდეა საკმარისი.[4] ღრმა წყლის მოპოვებითი სამუშაობის შედეგად ახალი რეზერვებიც შეიძლება აღმოაჩინონ, თუმცა მატი მოპოვება ძალიან ძვირი იქნება. მთავრობამ ეკონომიკის გამრავალფეროვნება სცადა, თუმცა პროექტი ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა.[5] ბრუნეის ეკონომიკის წამყვან სექტორად კვლავ ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება რჩება. სხვა დარგებს შორისაა სოფლის მეურნეობა, სატყეო საქმე, თევზჭერა და საბანკო საქმე.

2015 წელს ბრუნეიმ მისი ეკონომიკური რეცესიის მესამე წელი გამოაცხადა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ეს გააკეთა. ეკონომიკური რეცესიის გამომწვევი მიზეზი ნავთობზე ფასების დაცემა, წარმოებიც შემცირება და ნავთობის მომპოვებელ მთავარ ცენტრებში მიმდინარე სამუშაოები იყო.[6]

2020 წელს ბრუნეიში წარმოებული ელექტროენერგიის 99%-ზე მეტი წიაღისეულ საწვავზე მოდიოდა, ხოლო განახლებადი ენერგიის წილი 1%-ზე ნაკლები იყო.[7] ბრუნეის ეკონომიკის გამრავალფეროვნების ფარგლებში წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლაა რეკომენდებული.[8]

ნავთობქიმიური მრეწველობა

რედაქტირება
 
ბრუნეის ექსპორტის სქემა. ექსპორტის 54$ გათხევადებულ ნახშირწყალბადებზე, ხოლო 44% ნედლ ნავთობზე მოდის

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მუქიმ-ლიანგში მნიშვნელოვანი განვითარების პროცესი მიმდინარეობს. დაარსდა SPARK,[9] რომელიც 271 ჰექტარის სიდიდის მსოფლიო კლასის ნავთობქიმიური ჰაბის ფუნქციას ითავსებს. SPARK-ში პირველი მთავარი ინვესტიცია 450 მილიონი ამერიკული დოლარია, რომელიც ბრუნეის მეთანოლის კომპანიამ დააბანდა. რეაქტორი ყოველდღიურად 2 500 ტონა მეთანოლის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. სადგური ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 25 მაისს ბრუნეის სულთნის, ჰასანალ ბოლქიაჰის მიერ.

სტატისტიკა

რედაქტირება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ბრუნეის მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 62-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 56-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 32 413.9 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.03%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 0.1%-ის ტოლია. უმუშევრობის დონე 9.2%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 0-ის ტოლია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით ბრუნეი 50-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 33-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― მე-40, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 118-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 77-ე, გამჭვირვალობით ― 29-ე, საკუთრების უფლებებით ― 58-ე, კორპორატიული მმართველობით ― 61-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 64-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით, ბრუნეის მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 58-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 77-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 45-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ბრუნეი 26-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია, 87-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 0-ის ტოლია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 49.9-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით ბრუნეი 37-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 81-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― მე-8-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 30-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 27-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 38-ს.

ბრუნეიში არც თუ ისე კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (98-ე ადგილი): სიღრმით 102-ე, ხოლო სტაბილურობით 73-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 116-ე ადგილს იკავებს. ბრუნეიში განვითარებულია ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (62-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 51-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 91-ს.[10]

  1. International Monetary Fund. (2014) BRUNEI DARUSSALAM.
  2. Country Facts | Brunei Darussalam en. ციტირების თარიღი: 2017-04-17
  3. Report for Selected Countries and Subjects en-US. ციტირების თარიღი: 2018-09-09
  4. Brunei Darussalam Natural Gas. ციტირების თარიღი: 10 March 2021
  5. Brunei's Economy to Diversify. - InvestAsian. ციტირების თარიღი: 4 March 2015
  6. Maierbrugger, Arno. Brunei bracing for tougher times after oil joyride | Investvine en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-01. ციტირების თარიღი: 2016-03-02
  7. Vakulchuk, R., Chan, H.Y., Kresnawan, M.R., Merdekawati, M., Overland, I., Sagbakken, H.F., Suryadi, B., Utama, N.A. and Yurnaidi, Z. 2020. Brunei Darussalam: How to Build an Investment Climate for Renewable Energy?. ASEAN Centre for Energy (ACE) Policy Brief Series, No. 4. https://www.researchgate.net/publication/341793594
  8. Overland, Indra; Sagbakken, Haakon Fossum; Chan, Hoy-Yen; Merdekawati, Monika; Suryadi, Beni; Utama, Nuki Agya; Vakulchuk, Roman (December 2021). „The ASEAN climate and energy paradox“. Energy and Climate Change. 2: 100019. doi:10.1016/j.egycc.2020.100019. hdl:11250/2734506.
  9. Ministry of Foreign Affairs & Trade Official Website, Brunei Darussalam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-31. ციტირების თარიღი: 2011-05-02
  10. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 114-117.