სუსანოო (スサノオ), აგრეთვე ცნობილი როგორც ტაკაჰაია სუსანოო-ნო-მიკოტოქარიშხლისა და წყლის სტიქიის ღმერთი შინტოიზმში, იაპონურ მითოლოგიაში უკანასკნელი იმ წყლის წვეთისაგან წარმოქმნილ ღმერთებს შორის, რომელშიც იომი-ნო კუნიდან (ჯოჯოხეთი) დაბრუნებულმა იზანაგიმ სახე დაიბანა. ის მიჩნეულია იძუმოს ერების ღვთაებრივ წინაპრად, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სუსანოო იყო სიკვდილის ღმერთი.

სუსანოო კლავს წყლის დრაკონს. Utagawa Kuniyoshi–ს ნახატი

სუსანოო იაპონურ მითოლოგიაში ქარიშხლისა და ზღვის ძლევამოსილი ღმერთი, მთვარის ღმერთის — ცუკუიომის ძმა და მზის ქალღმერთის — ამატერასუს დაა. კოძიკის თანახმად სამივენი იზანაგის სახის ნაბანი წყლისაგან გაჩნდნენ. როდესაც მან დაიბანა მარცხენა თვალი გაჩნდა ამატერასუ, როცს დაიბანა მარჯვენა თვალი — ცუკუიმი და როცა ცხვირი — სუსანოო.

სუსანოომ მამისგან ზღვის მმართველობა მიიღო, თუმცა მას არ სურდა ამ ძალაუფლების მიღება, მისი სურვილი საქმისგან თავის არიდება და დედის, ნენო-კატასო-კუნის ქვეყანაში წასვლა იყო. ამით გამოწვეულმა მისმა ძლიერმა ქვითინმა მთელ მსოფლიოში გვალვა გამოიწვია. განრისხებულმა იზანაგიმ სუსანოო განდევნა. წასვლამდე მან გადაწყვიტა მოენახულებინა და, ამატერასუ, რომელსაც იზანაგიმ ცა უბოძა. ამატერასუ დაეჭვდა, მაგრამ სუსანოომ იმის დასამტკიცებლად, რომ მას კეთილი მიზნები ამოძრავებდა, დას ქორწინება შესთავაზა, ის დათანხმდა. მათ ერთმანეთის ნივთებისგან ღმერთები და ქალღმერთები შექმნეს. ამატერასუმ სუსანოოს ხმლისგან ტოცუკა-ნო-ცურუგისგან სამი ქალღმერთი შქმნა, სუსანოომ კი ხუთი ღმერთი ამატერასუს ყელსაბამისგან.

ამატერასუს და სუსანოოს ქარიშხლიანი ურთიერთობა ჰქონდათ. სუსანოოს სიამოვნებას ანიჭებდა თავის დის მიერ შექმნილის განადგურება. გაზაფხულზე მან დაანგრია კედლები, რომლებიც ქალღმერთის ბრინჯის ყანების ირგვლივ იყო აგებული, მოსავლის აღების დროს კი შექმნა „ციური რუხი კვიცები“ და მინდვრებში გაუშვა. მან სარწყავი არხები ამოავსო და პირველი ხალხის დღესასწაულისთვის აგებული ტაძრები ექსკრემენტებით აავსო. ქარიშხალმა მთელი მოსავალიც გაანადგურა. სასოწარკვეთილი ამატერასუ ზეცის კლდის გამოქვაბულში დაიმალა და შესასვლელი ლოდით ამოქოლა. ამის გამო სამყარო წყვდიამა მოიცვა. და-ძმის ეს კონფლიქტი განმარტავს სეზონების ცვლას გაზაფხულიდან ზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში. ამატერასუ გარეთ ხეზე დაკიდებული სამკაულებისა და სარკის დანახვაზე გამოვიდა, თან მისი ცნობისმოყვარეობა კამის ველურმა და უხამსმა ცეკვამ გამოიწვია, ამატერასუ დაიყოლიეს რომ გამოსულიყო და სამყარო კიდევ ერთხელ გაანათა მზის სხივებმა.

იძუმო — უდიდესი და უძველესი შინტოისტური ტაძარი, რომელიც მიეძღვნა ღმერთ სუსანოოს, მდებარეობს სიმანეს პრეფექტურაში. მთავარი შენობის სიმაღლეა 24 მეტრი. შესასვლელში დამაგრებულია უზარმაზარი, ბრინჯის მცენარისგან დაწნული თოკი — სიმენავა, რაც ადასტურებს ამ ადგილის სიწმინდეს. ეს დიდებული შენობა, იაპონური არქიტექტურის უძველესი ნიმუში, ქმნიდა მოდელს ბევრი საკულტო ნაგებობისთვის. იძუმო მნახველებს არა ძვირფასი მორთულობებითა და სიკაშკაშთ, არამედ უბრალოებით აღაფრთოვანებს.

ლეგენდის თანახმად, წელიწადში ერთხელ, მთვარის კალენდრის მეათე თვეს, ღმერთები იაპონიის ყველა ტაძრიდან იძუმოში მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად იკრიბებოდნენ, ამიტომ ამ თვეს ეწოდა „თვე ღმერთების გარეშე“.

ეს ტაძარი ყველაზე საყვარელი ადგილია საქორწინო რიტუალების ჩასატარებლად.

იძუმოს ტაძართან დაკავშირებულია საქვეყნოდ ცნობილი თეატრის კაბუკის დაბადება. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, იძუმო ნო ოკუნი, ამავდროულად ნემბუცი-ოდორის უბადლო შემსრულებელი იყო, თეატრალური წარმოდგენისა რომელიც კაბუკის სახეს წარმოადგენდა. მათ პატივსაცემად მსგავსი წარმოდგენები იძუმოს ტაძარში ყოველ წელს იმართებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მითოლოგია, მითები და ლეგენდები, „საქართველოს მაცნე“, გვ. 359—361 თბ., 2003

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება