არალიისებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან სუროსებრნი)

არალიისებრნი (ლათ. Araliaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები ან ბუჩქები (ზოგჯერ მცოცავი), იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახებია. ყვავილები შეკრებილია რთულ ქოლგებად, თავაჯებად ან თავთავებად. ნაყოფი ხშირად წვნიანია. არალიისებრთა ოჯახი აერთიანებს 70-მდე გვარსა და 850-მდე სახეობას. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

არალიისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
რიგი:  Apiales
ლათინური სახელი
Araliaceae

საქართველოს ბაღებსა და პარკებში იზრდება დეკორატიული ჩინური არალია (ლათ. Araliaceae chinensis — „Araliaceae mandshurica“), ეკლიანი არალია (ლათ. Araliaceae spinosa), სურო, რომელიც ბუნებრივადაც გვხვდება, და სხვა. ტექნიკური მნიშვნელობა აქვს იაპონურ ქაღალდის ხეს (ლათ. Tetrapanax papyriferum), რომლის გულგულისაგან ჩინეთში ამზადებენ ქაღალდს; კულტივირებულია კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში.

არალიისებრთა ოჯახში აგრეთვე შედის მნიშვნელოვანი სამკურნალო მცენარეები (ჟენშენი, ელეუთეროკოკი და სხვა).

ლიტერატურა

რედაქტირება