ჟენშენი
ჟენშენი (ლათ. Panax ginseng; ჩინ.: 人参 „სიცოცხლის ფესვი“, სიტყვასიტყვით „ადამიანი-ფესვი“) — მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო მცენარე არალიისებრთა ოჯახისა. ფესვი მთავარღეძიანია, ხორცოვანი, მოთეთრო-ნაცრისფერი ან მოყვითალო, მცირედ დატოტვილია და ადამიანის სხეულს ჰგავს. ღერო სწორია, მისი სიმაღლეა დაახლოებით 50 სმ. თათისებრრთული გრძელი ყუნწიანი ფოთლის როზეტის ცენტრიდან აღმართულია საყვავილე ღერო, რომელზეც მარტივი კალათაა. ნაყოფი წითელი კენკრაა.
ჟენშენი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Panax ginseng | |||||||||||
|
ველური ჟენშენი იშვიათი რელიქტური მცენარეა. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის უკაფავ ფართოფოთლოვან-წიწვოვან ტყეებში. ხარობს ფხვიერ, კარგად დაწრეტილ, ნეშომპალით მდიდარ ნიადაგზე. ყვავილობს ივლისში, ნაყოფი მწიფს აგვისტო-სექტემბერში. ფესვი იწონის 400 გ. მისგან დამზადებულ პრეპარატს (სპირტიანი ნაყენი, ფხვნილი, ტაბლეტი) იყენებენ მედიცინაში, როგორც მასტიმულირებელ და ტონუსის მომცემ საშუალებას. ველური ჟენშენი ძალიან ნელა იზრდება, ზღვრული ასაკი 100 წელს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.
კულტურული შედარებით სწრაფად იზრდება და უფრო ძლიერ ფესვებს ივითარებს. ჟენშენს ადრე გაზაფხულზე თესავენ სანერგეში, ხოლო შემოდგომაზე, როდესაც მცენარე ვეგეტაციას ამთავრებს, გადააქვთ ღია გრუნტში (მუდმივ ადგილზე) და რგავენ კვლებში. მცენარის კვების არე არ უნდა იყოს 20×25 სმ-ზე ნაკლები. პლანტაციის მოვლა გულისხმობს სისტემატურ მარგვლას, გაფხვიერებას, მიწის შემოყრას, ბრძოლას მავნებლებსა და დაავადებებთან, მორწყვას ცხელ და მშრალ ამინდში და სხვა. 5-8 წლიანი მცენარის ფესვებს პრაქტიკული დანიშნულებისათვის იყენებენ ვეგეტაციის ბოლოს, ხოლო თესლს - 3-4 წლის შემდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 248.