სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმა (2017)
2017 წლის 1 იანვარს, სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონის რეინა-ს ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად, ბოლო ინფორმაციით 39 ადამიანი დაიღუპა.[1] თავდასხმა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:15 საათზე (UTC+3), ბეშიქთაშის ორთაქიოის კვარტალში მოხდა, სადაც ასობით ადამიანი ახალი წელს ზეიმობდა. ინციდენტის დროს, მინიმუმ 70 ადამიანი დაშავდა.[2] მომდევნო დღეს, დაეშის მიერ კონტროლირებადმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაეშმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.[3]
სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმა (2017) 2017 İstanbul gece kulübü saldırısı | |
---|---|
რეინას ღამის კლუბი, სადაც თავდასხმა მოხდა | |
მდებარეობა |
ბეშიქთაში, სტამბოლი, თურქეთი |
კოორდინატები | 41°02′21″ ჩ. გ. 28°59′35″ ა. გ. / 41.03917° ჩ. გ. 28.99306° ა. გ. |
სამიზნე | სამოქალაქო პირები |
თავდასხმის ტიპი |
მასობრივი სროლა |
იარაღი | აკ-47, ხელყუმბარები |
დაღუპულები | 39 (1 პოლიციელი, 38 სამოქალაქო პირი) |
არასასიკვდილო დაზიანებები |
70 |
ორგანიზატორები | დაეში |
თავდამსხმელები | 1 |
ტერაქტამდე
რედაქტირებათავდასხმა მოხდა იმ პერიოდში, როდესაც ქალაქში მოქმედებს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელსაც 17,000 პოლიციელი უზრუნველყოფს.[4] ამ თავდასმამდე, სტამბოლში, 2016 წლის განმავლობაში რამდენიმე ტერაქტი მოხდა. ბოლო ტერაქტი დეკემბრის თვეში მოხდა, ხოლო პასუხისმგებლობა ტერაქტზე ქურთმა ტერორისტებმა აიღეს. ბოლო დროს, თურქეთში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაეშმა და ქურთმა ბოევიკებმა აიღეს.[5]
ტერაქტი
რედაქტირებაშეიარაღებული მამაკაცმა, რომელსაც სავარაუდოდ სანტა-კლაუსის ფორმა ეცვა, ცეცხლი გახსნა დაახლოებით 1:15 საათზე. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო აკ-47-ით და ღამის კლუბში შევიდა პოლიციის ოფიცრის მკვლელობის შემდეგ.[6][7][8] სავარაუდოდ, იგი არაბულად საუბრობდა.[9] ოფიციალური ვერსიით, თავდამსხმელი მხოლოდ ერთი იყო, რომელიც თავდასხმის შემდეგ, თავისი ჩაცმულა შეცვალა და გაიქცა.[10] ამ დროისთვის, თურქეთის ძალოვანი უწყებები, თავდასხმელს ეძებენ.
თავდამსხმელის ღამის კლუბში შეჭრის დროისთვის, იქ დაახლოებით 700 ადამიანი იყო ახალი წლის აღსანიშნავად.[11] მოკლულია მინიმუმ 39 ადამიანი, აქედან 15 უცხოელი და დაშავებულია მინიმუმ 69 ადამიანი.[12] ხალხის გარკვეული რაოდენობა გადახტა ბოსფორის სრუტეში თავდამსხმელისგან გაქცევის მიზნით.[13] პოლიციამ ალყაში მოაქცია ღამის კლუბი, თუმცა დამნაშავის დაკავება ვერ მოახერხა.[14]
სტამბოლის მერის, ვასიფ შაჰინის განცხადებით, ეს იყო ტერაქტი.[15] თურქეთის სპეცსამსახურების ვარაუდით, თავდამსხმელი იყო ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი.[16]
მსხვერპლი
რედაქტირებაქვეყანა | დაღუპული | დაშავებული | სქოლიო |
---|---|---|---|
თურქეთი | 10 | 0 | [17] |
საუდის არაბეთი | 7 | 9 | [18] |
ერაყი | 4 | 0 | [12] |
ლიბანი | 3 | 7 | [19] |
იორდანია | 2 | 4 | [20] |
მაროკო | 2 | 3 | [18] |
ინდოეთი | 2 | 0 | [21] |
ქუვეითი | 1 | 5 | [22][23] |
ლიბია | 1 | 3 | [24] |
ისრაელი | 1 | 1 | [25][26] |
ბელგია- თურქეთი | 1 | 0 | [27] |
ტუნისი | 1 | 0 | [28] |
ტუნისი- საფრანგეთი | 1 | 0 | [28] |
კანადა | 1 | 0 | [12] |
სირია | 1 | 0 | [12] |
რუსეთი | 1 | 0 | [29] |
საფრანგეთი | 0 | 3 | [30] |
ბულგარეთი | 0 | 1 | [31] |
აზერბაიჯანი | 0 | 2 | [32] |
აშშ | 0 | 1 | [33] |
უცნობი | 0 | 31 | [17] |
ჯამში | 39+ | 69+ | [17] |
რეაქცია
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სტამბოლში ღამის კლუბზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
- ↑ İstanbul'daki saldırı sonrası olay yerinden ilk görüntüler
- ↑ ТУРЦИЯ: ИГИЛ ВЗЯЛА ОТВЕТСТВЕННОСТЬ ЗА НОВОГОДНИЙ ТЕРАКТ
- ↑ Bilginsoy, Zeynep. 2 reported dead in New Year's attack on Istanbul nightclub. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ „Istanbul Reina nightclub attack 'leaves 39 dead'“. BBC News. BBC. 1 January 2017. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ 35 killed in armed attack at Istanbul nightclub. Anadolu Agency. ციტირების თარიღი: 31 December 2016.
- ↑ Son Dakika: Ünlü gece kulübüne silahlı saldırı. Hürriyet. ციტირების თარიღი: 31 December 2016.
- ↑ One attacker still inside Istanbul nightclub: CNN Turk. Reuters. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ Gece Kulübü Reina’ya Terör Saldırısı Vali Şahin: 1 Polis Şehit, 35 Sivil Hayatını Kaybetti. sondakika.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ Shaheen, Kareem (1 January 2017). „Turkey nightclub shooting: Istanbul on alert after armed gunman kills dozens“. The Guardian. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ İstanbul'da Reina gece kulübünde silahlı saldırı: 2 ölü, çok sayıda yaralı var. Cumhuriyet. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 Istanbul nightclub attack: At least 35 dead after gunmen open fire at New Year's Eve party.
- ↑ İstanbul'da gece kulübünde silahlı saldırı. Habertürk. ციტირების თარიღი: 31 December 2016.
- ↑ Graham, Chris. (31 December 2016) Istanbul attack: Gunmen 'dressed as Santa' open fire at nightclub in Turkey. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ At least 35 shot dead in Istanbul 'terror attack' (1 January 2017). ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ Istanbul attack: Dozens dead at Reina nightclub (1 January 2017). ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ 17.0 17.1 17.2 Manhunt underway after 39 killed in Istanbul nightclub terrorist attack (GRAPHIC VIDEOS). ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ 18.0 18.1 http://english.alarabiya.net/en/News/middle-east/2017/01/01/Five-Lebanese-injured-in-Turkey-nightclub-attack.html
- ↑ السبيل دوت نت. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-02. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
- ↑ خبرني دوت كوم[მკვდარი ბმული]
- ↑ „Two Indians among those killed in terror attack on Istanbul nightclub“. Hindustan Times. 1 January 2017.
- ↑ https://english.alarabiya.net/en/News/middle-east/2017/01/01/Five-Lebanese-injured-in-Turkey-nightclub-attack.html
- ↑ Terror suspect who killed 39 New Year's revelers in Turkey on the run. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ Foreigners among victims of Istanbul attack. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ Israeli woman hurt in Istanbul club attack; another missing. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ Israeli killed in Turkey terror attack. "We told her not to go because of the situation". ישראלית נהרגה בפיגוע בטורקיה. "אמרנו לה לא לנסוע בגלל המצב", Walla!News (in Hebrew), 1 January 2016
- ↑ Au moins un Belge parmi les 39 morts de l'attaque d'Istanbul (1 January 2017). ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ 28.0 28.1 Terrorism takes the lives of two Tunisians in Istanbul. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ https://www.rt.com/news/372443-istanbul-club-foreigners-killed/
- ↑ Attentat d'Istanbul : au moins trois Français blessés, le tireur toujours en fuite. Le Figaro. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ Българка е сред пострадалите при атентата в Истанбул - Dnes.bg. ციტირების თარიღი: 1 January 2017.
- ↑ Two citizens of Azerbaijan injured in Istanbul terrorist attack en. Vestnik Kavkaza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 2 January 2017.
- ↑ http://www.dailymail.co.uk/wires/ap/article-4079428/The-Latest-Turkey-lowers-number-foreign-fatalities.html
- ↑ 34.0 34.1 Reina'da terör saldırısına Putin'den taziye mesajı