სპირიდონ ლეკვეიშვილი
დეკანოზი სპირიდონ ლეკვეიშვილი (ერისკაცობაში სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი; დ. 1868, ქუთაისის მაზრა — გ. 25 დეკემბერი, 1922) — ქართველი სასულიერო პირი. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913).
ბიოგრაგია
რედაქტირებასპირიდონ ლეკვეიშვილი დაიბადა 1868 წელს ქუთაისის გუბერნიაში მღვდლის გიორგი ლეკვეიშვილის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1883–1887 წლებში სპირიდონი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1893 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. სემინარიის დასრულების შემდეგ იმერეთში დაბრუნდა, მასწავლებლობას მიჰყო ხელი და აქვე დაოჯახდა.1895 წლის 24 მარტის გარდაეცვალა მამა, სანავარდოს (სამტრედია) მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, და იმერეთის ეპისკოპოსმამა გაბრიელმა (ქიქოძე) სპირიდონს სასულიერო პირად გახდომაზე მოუწოდა. 1895 წლის მაისში მეუფე გაბრიელმა სპირიდონი ჯერ დიაკვანად აკურთხა, ხოლო ერთ კვირაში მღვდელად მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინ დაასხა ხელი და წინამძღვრად განამწესა. 1897 წელს მამა სპირიდონი საგვერდულით დააჯილდოვეს.1898 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მამა სპირიდონი, როგორც განათლებული მოძღვარი და სემინარიის კურსდამთავრებული ქუთაისში გადაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად და იქაური კარის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1902 წლის 6 მაისს მამა სპირიდონი სკუფიით დაჯილდოვდა.1906 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდმა (ოქროპირიძე) ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა, ხოლო 1910 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1915 წლის აღდგომას მამა სპრიდონს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1917 წლის 12 მარტს, როდესაც აღსდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, იმერეთის ეპარქია დროებით მმართველი მღვდელმთავრის გარეშე დარჩა. ეპარქიაში შეიქმნა დროებითი სასულიერო მმართველობა, რომლის ერთ-ერთი წევრი მამა სპირიდონიც გახლდათ. იგი აგრეთვე მონაწილეობდა როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი 1917 წლის 8-17 სექტემბერის გამართულ პირველ და 1920 წლის 27 ივნისს გამართულ მეორე საეკლესიო კრებაზე. 1918 წლის აღდგომას ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი სპირიდონი 1922 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქუთაისში.