ბესარიონი (დადიანი)
ბესარიონი (დადიანი) (დ. 1832, ზუგდიდი — გ. 3 აგვისტო, 1900) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაეპისკოპოსი ბესარიონი დაიბადა 1832 წელს, ზუგდიდში. აღიზარდა მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერთან არსებულ სასწავლებელში. 1849 წლის 6 აგვისტოს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ბერად აღკვეცა და სახელად ბესარიონი უწოდა. 1874 წლის დეკემბერში სამეგრელოს სავიკაროს მღვდელმთავრად გამოარჩიეს. 1875 წლის 12 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ეპისკოპოსად აკურთხეს და იმერეთის ეპარქიაში შემავალ სამეგრელოს სავიკაროს ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1886 წლის 1 მარტიდან ალავერდის სავიკაროს მმართველია. 1895 წელს ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ავადმყოფობის გამო დროებით დაინიშნა იმერეთის ეპარქიის მმართველად. 1896 წლიდან იგი ორივე ეპარქიის მმართველია.
გარდაიცვალა 1900 წლის 3 აგვისტოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა „ნათლისმცემელი“, გვ. 39-40, თბ., 2010