პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. მათი ისტორიაში პირველი თამაში შედგა 1935 წელს თავიანთი მეზობლების ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი დამთავრდა ესპანელების გამარჯვებით ანგარიშით 6-5. დღეისათვის პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მონაწილეობას იღებს ევროპის ერთა თასის გათამაშებაში. რაგბის კავშირს პორტუგალიაში მართავს პორტუგალიის რაგბის ფედერაცია. 2007 წელს პორტუგალიამ მოიპოვა მათთვის პირველი კვალიფიკაცია მსოფლიო ჩემპიონატზე. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრები თამაშობდა C ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, იტალიასთან, რუმინეთთან და შოტლანდიასთან ერთად, სადაც მათ ყველა თამაში წააგეს და მხოლოდ ერთი ბონუს-ქულა მოიპოვეს. პორტუგალიის ნაკრების მეტსახელია Os Lobos, ანუ „მგლები“.

პორტუგალია
კავშირი პორტუგალიის რაგბის ფედერაცია
მეტსახელ(ებ)ი მგლები
მწვრთნელ(ებ)ი პორტუგალიის დროშა ტომაზ მორაეში
კაპიტანი ჟუან კორეია
ყველაზე მეტი ქულა გონსალო მალეირუ (231)
ყველაზე მეტი ლელო ჟოაკიმ ფერეირა (87)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 5 - 6 ესპანეთი ესპანეთის დროშა
(13 აპრილი, 1935)
უდიდესი გამარჯვება
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 55 - 11 ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა
(24 ნოემბერი, 1996)
უარესი დამარცხება
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 108 - 13 პორტუგალია პორტუგალიის დროშა
(15 სექტემბერი, 2007)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები (პირველი 2007)
საუკეთესო შედეგი არც ერთი მოგება, ერთი ბონუს ქულა

2000-იანი წლების დასაწყისში პორტუგალიის რაგბი აქტიურად ვითარდებოდა. 2003/04 წლების სეზონში პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა სიურპრიზი შემოგვთავაზა, მან გაიმარჯვა ევროპის ერთა თასის გათამაშებაში, ხოლო 2005/06 წლების სეზონში პორტუგალიელები მესამე ადგილზე გავიდნენ. პორტუგალიის ნაკრები ასევე მაღალ დონეს აჩვენებს შვიდკაცა რაგბის თამაშის დროსაც. 2006 წელს პორტუგალიის სარაგბო ინსტიტუტებმა მიიღეს გრანტი მსოფლიო რაგბის საბჭოდან. ვარაუდობდნენ, რომ დაფინანსება დაეხმარებოდა პორტუგალიას მიეღო IRB-ს მეორე დონის ნაკრების სტატუსი. ახალი კლასიფიკაციის თანახმად, პორტუგალიის ნაკრები შედის «პერფომანსის» იმ ქვეყნების კატეგორიაში, რომლებსაც აქვთ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის გამოცდილება, მაგრამ ჯერ არ არიან მსოფლიო რაგბის ლიდერები.

2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ პორტუგალიის ნაკრები ერთბაშად დატოვა რამდენიმე ძლიერმა და წამყვანმა მოთამაშემ, რომლებსაც ღირსეული შემცვლელი ვერ მოეძებნა. ნაკრების დონეც თანდათან უკან წავიდა და 2015/16 წლების სეზონზე პორტუგალიას სხვების გარდა გერმანიის ნაკრებმაც მოუგო, რის შედეგადაც პორტუგალიელებმა A ჯგუფი დატოვეს და B ჯგუფში ჩამოქვეითდნენ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება