კონსტანტინე დორანიტი

კონსტანტინე დორანიტი (ბერძ. Κωνσταντῖνος Δωρανίτης) — მაღალი თანამდებობის პირი ტრაპიზონის იმპერიაში. დორანიტების საგვარელოს გამოჩენილი წევრი. ფართოდ იყო ჩართული ტრაპიზონის სამოქალაქო ომებში, რომელიც ირინა პალეოლოგოსის (მმართ. 1340–1341) მმართველობის პერიოდში დაიწყო, სადაც ის სებასტოს ჭანიხიტის მხარდამხარ ებრძოდა იმპერატორ ირინას, რაც მარცხით დასრულდა. ცნობები მის შესახებ არ გვხვდება 1341/42 წლებამდე, როდესაც ის კონსტანტინოპოლში ნიკიტა სქოლართან და გრიგორი მიზომატთან ჩავიდა. აქ მათ მოიმხრეს იოანე დიდი კომნენოსი (მმართ. 1342–1344), ვისთან ერთადაც დაბრუნდნენ ტრაპიზონში, დაამხეს ანა კომნენოსი (მმართ. 1341–1342) და 1342 წლის სექტემბერს იოანე იმპერატორად აკურთხეს.[1] 1344 წელს, ტახტზე მიხეილ კომნენოსის (მმართ. 1344–1349) ასვლის შემდეგ კონსტანტინეს პროტოვესტარიოსის თანამდეობა გადასცეს.[2] 1351 წელს ლიმნიის კეფალატიკიონად (გამგებელი) დაინიშნა. იმავე წელს კონსტანტინე იმპერატორ ალექსი III-ის (მმართ. 1349–1390) წინააღმდეგ შეთქმულებაში ჩაება. იმპერატორის მომხრეებმა აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს. მეამბოხეები კენხრინას ციხეში გამოკეტეს, სადაც ის საგვარეულოს სხვა წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.

მისი ოჯახისწევრებიდან ცნობილია ძმა თეოდორე დორანიტი (პილელისი), რომელსაც ტრაპიზონის საიმპერატორო კარზე მაღალი სამოხელეო თანამდებობა ეკავა და ასევე ვაჟი, იოანე, რომელიც 1344 წლიდან პინკერნესის თანამდებობას ატარებდა.[3]

ლიტერატურა რედაქტირება

  • მიქაელ პანარეტოსი „ტრაპიზონის ქრონიკა“ XIV საუკუნე
  • Lampsidis, O. (ed.), ″Μιχαήλ του Παναρέτου περί των Μεγάλων Κομνηνών″, Archeion Pontou, 22 (1958), pp. 1–124.
  • Trapp, Erich; Beyer, Hans-Veit; Walther, Rainer; Sturm-Schnabl, Katja; Kislinger, Ewald; Leontiadis, Ioannis; Kaplaneres, Sokrates (1976–1996). Prosopographisches Lexikon der Palaiologenzeit (in German). Vienna: Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften. ISBN 3-7001-3003-1.
  • Vougiouklaki, Penelope (2008). „Constantine Doranites“. Encyclopaedia of the Hellenic World, Asia Minor. Foundation of the Hellenic World.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

სქოლიო რედაქტირება

  1. Francois Bredenkamp, "The Dronatines Family of the 14th Century Byzantine Empire of Trebizond," Byzantaka, 19 (1999), pp. 245f
  2. PLP, 5890. Δωρανίτης Κωνσταντῖνος.
  3. PLP, 5887. Δωρανίτης Θεόδωρος Πιλέλης; 5888. <Δωρανίτης> Ἱωάννης; 5890. Δωρανίτης Κωνσταντῖνος.