დედაქალაქი

სახელმწიფოს ან სხვა ადმინისტრაციული ტერიტორიის (ოლქის, პროვინციის, ავტონომიური ერთეულის) მთავ

დედაქალაქისახელმწიფოს ან სხვა ადმინისტრაციული ტერიტორიის (ოლქის, პროვინციის, ავტონომიური ერთეულის) მთავარი ქალაქი, სადაც როგორც წესი განლაგებულია ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები: პრეზიდენტის, მონარქის, გუბერნატორის რეზიდენცია, პარლამენტი, ცენტრალური სამინისტროები და უწყებები, ქვეყნის უმაღლესი სასამართლო და სხვა.[1]

თბილისი საქართველოს დედაქალაქი

დედაქალაქი ხშირად ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად არის გამოყოფილი, მაგალითად ქალაქ ვენას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მხარის სტატუსი.

დედაქალაქი შეიძლება არ იყოს ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. ამის მაგალითებია ანკარა თურქეთში, ვაშინგტონი აშშ-ში, კანბერა ავსტრალიაში და სხვა. უფრო მეტიც, უკანასკნელ ათწლეულებში შეიმჩნევა ტენდენციები დედაქალაქის გადატანისა მცირე სიდიდის ქალაქებში (ასტანა ყაზახეთში, დოდომა ტანზანიაში, იამუსუკრო კოტ-დ’ივუარში) ან სრულიად ახალი დედაქალაქების მშენებლობისა (ბრაზილია, ისლამაბადი).

ზოგიერთ ქვეყანაში პრაქტიკულად აღიარებულია ორდედაქალაქიანობა: ნიდერლანდების ოფიციალური დედაქალაქია ამსტერდამი, მაგრამ მთავრობა და უმაღლესი სასამართლო ჰააგაშია განთავსებული, ანალოგიური ვითარებაა ბოლივიაში (სუკრე — კონსტიტუციური დედაქალაქია, ლა-პასი — ფაქტობრივი), კოტ-დ’ივუარში (იამასუკრო და აბიჯანი), შრი-ლანკაში, ჩილეში, მალაიზიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. სუხარევი, ა. ი., დიდი იურიდიული ლექსიკონი, Инфра-М, 2003.