ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სოჯუ (კორ. 소주  [so.dʑu]) — კორეული წარმოშობის სუფთა, უფერო გამოხდილი სასმელი. [1] [2] [3] როგორც წესი, იგი არ შეიცავს მინარევებს და მისი ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 16,8% -დან 53%-მდე მერყეობს. სოჯუს ბრენდების უმეტესობა სამხრეთ კორეაში მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ სოჯუ ტრადიციულად მზადდება ბრინჯის, ხორბლის ან ქერისგან, თანამედროვე მწარმოებლები ხშირად ბრინჯს ანაცვლებენ კარტოფილით და ბატატით.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სოჯუ ( 소주 ) ნიშნავს „დამწვარ სასმელს“, რაც გულისხმობს მაღალ ტემპერატურაზე დისტილაციას. [4] 2008 წელს „სოჯუ“ შეიტანეს მერიამ-ვებსტერის ლექსიკონიში . [5] მერიამ-ვებსტერი ამ სიტყვის გამოჩენას ამერიკულ ინგლისურ ლექსიკონში 1951 წელს მის გამოჩენას უკავშირებს. [2] 2016 წელს ეს სიტყვა შეიტანეს ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში . [6] ჩინური შაოჯიუ, უფრო ხშირად ცნობილი როგორც ბაიჯიუ და იაპონური შოჩუ . სოჯუს კიდევ ერთი სახელია ნოჯუ.

ისტორია და წარმოება

რედაქტირება
 
სოჯუ

სოჯუს წარმოშობა თარიღდება XIII საუკუნით. კორიო ითვლება წარმოშობის ადგილად, სადაც ლევანტური სამზარეულოდან გამოხდის ტექნიკა გააცნეს კორეელებს კორეის ნახევარკუნძულზე მონღოლთა შემოსევების დროს (1231-1259). იუანის დინასტიამ შეიძინა ტექნიკა სპარსული არაკის გამოსახდელად სპარსეთის შემოსევების დროს. [7] დისტილაციის ცენტრი შეიქმნა ქალაქ კესონი ირგვლივ. კესონის მიმდებარე ტერიტორიებზე სოჯუს კვლავ არაკ-ჯუ-ს უწოდებენ. [8] ანდონის სოჯუ სახლში ანადუღარი სასმელი იყო ქალაქ ანდონში, სადაც იყო განთავსებული იმ ეპოქაში არსებული იუანის დინასტიის მონღოლთა ლოგისტიკური ბაზა. [9]

სოჯუს ტრადიციულად ამზადებენ დადუღებული მარცვლებიდან ალკოჰოლის გამოხდით. გამოხდილი სოჯუსთვის ბრინჯის ღვინოს ჩვეულებრივ ადუღებენ დაახლოებით 15 დღის განმავლობაში, ხოლო დისტილაციის პროცესში გაფილტრულ, მომწიფებულ ბრინჯის ღვინოს ადუღებენ სოტში (ქვაბი), რომელსაც ასხამენ სოჯუ გორით (ორსართულიანი გამოხდის მოწყობილობა მილით). 1920-იან წლებში კორეის ნახევარკუნძულზე 3200-ზე მეტი სოჯუს სახარში არსებობდა.

1965 წლამდე სოჯუ შეიცვადა 35% ალკოჰოლს, შემდეგ კი სამხრეთ კორეის მთავრობამ აკრძალა 30 %-ზე მეტის წარმოება ბრინჯის დეფიციტის გამო. ამის ნაცვლად, სოჯუს ამზადებდნენ ტკბილი კარტოფილისა და ბატატისგან ძლიერად გამოხდილი ეთანოლის (95% ალკოჰოლის დონე) გამოყენებით, რომელიც გაზავებული იყო არომატიზატორებით, ტკბილეულებით და წყლით. [7] [10]

განზავებულ სოჯუში ალკოჰოლის დონე შემცირდა. 30% ალკოჰოლის შემცველობა 1973 წლისთვის 25% -მდე დაეცა, 1998 წლისთვის კი 23%. ამჟამად, სოჯუ 17% –ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობით ფართოდ არის ხელმისაწვდომი. [11] 2017 წელს ტიპური 375 მლ. ბოთლი დაახლოებით $ 1.69 ღირს სუპერმარკეტებში და დაახლოებით $ 3.99 - 4.98 რესტორნებში. [12] [13]

რამდენიმე რეგიონმა 1999 წლიდან განაახლა მარცვლეულისგან სოჯუს გამოხდა. ტრადიციული ხელით დამუშავებულ ანდონის სოჯუს აქვს დაახლოებით 45% ალკოჰოლის შემცველობა. ჰვაიო არის ბრენდი, რომელიც შეიცავს ხუთ განსხვავებულ მიქსს და წარმოადგენს მასში ალკოჰოლის დიაპაზონი არის 17 %-დან 53 %-მდე.

2000-იან წლებში სოჯუმ დაიწყო დომინირება მსოფლიო ბაზარზე. ჯინრო სოჯუ ათწლეულზე მეტია რაც ყველაზე გაყიდვადი სპირტია მსოფლიოში. [14] [15] სოჯუს ორი სხვა ბრენდი, ჩუმ ჩურუმი და გუდ დეი მოწინავე 10-ეულში მოხვდნენ და კიდევ სოჯუს სამი ბრენდი წარმოდგენილია 2016 წლის საუკეთესო 100 გლობალური სპირტის ბრენდში. ხილის სოჯუ მზადდება 2015 წლიდან. როდესაც კოქტეილი პირველად შემოვიდა კორეაში, მას პირველად სოჯუ დაუმატეს. ამის შემდეგ სოჯუ საყოველთაოდ პოპულარული გახდა. [16]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. soju. Oxford University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 14 April 2017
  2. 2.0 2.1 soju. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 22 November 2014
  3. „Soju: the most popular booze in the world“.
  4. soju ko. National Institute of Korean Language. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 14 April 2017
  5. „Merriam-Webster's new dictionary words for 2008“.
  6. „New words list June 2016“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-14. ციტირების თარიღი: 2020-09-27.
  7. 7.0 7.1 Cho, Ines. (20 October 2005) Moving beyond the green blur: a history of soju. ციტირების თარიღი: 14 April 2017
  8. soju. ციტირების თარიღი: 7 December 2008
  9. 도, 현신. Jeonjaengi yorihan eumsigui yeoksa. 
  10. Chosun.com Infographics Team (29 August 2016). „증류식 소주 vs. 희석식 소주의 차이“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2020.
  11. Park, Eun-jee. (19 November 2014) Koreans looking for weaker soju. ციტირების თარიღი: 14 April 2017
  12. 권, 영은 (5 January 2017). „소주 한 병 1,700원…편의점ㆍ대형마트, 다음주부터 맥주·소줏값 인상“.
  13. 박, 찬일 (12 January 2017). „[박찬일 셰프의 맛있는 미학]소주 5000원 시대“.
  14. Soju dominates Real 100 (13 July 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2020.
  15. „Why You Should Be Drinking Korean Soju Right Now“. 27 August 2015.
  16. Fuit sojus site.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოჯუ“-დან