ლევანტური სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლევანტური სამზარეულო - ლევანტის ტრადიციული სამზარეულო, რომელიც არაბულად ცნობილია როგორც Bilad al-Sham და მაშრიყი, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დიდ ტერიტორიას. დღეს იგი აგრძელებს გავლენის მოხდენას მეინსტრიმული ხასიათის საკვების უმეტეს ნაწილში. იგი გვხვდება კვიპროსის, იორდანიის, ლიბანის, ისრაელის, პალესტინის, სირიის და სამხრეთ თურქეთის ზოგიერთ ნაწილში ადანასთან, გაზიანთეპთან და ანთაქიასთან ( ალეპოს ყოფილი ვილაიეთი). ქვემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ კერძს შეიძლება ადრეული წარმოშობა ჰქონდეს მეზობელ რეგიონებში, მაგრამ უკვე დიდი ხანია ტრადიციად იქცა და დამკვიდრდა ლევანტში.

ოსმალეთის სირია (იასამნისფერი) დანარჩენი ხილული ოსმალეთის იმპერია (წითელი)

ალბათ ყველაზე გამორჩეული ასპექტი ლევანტური სამზარეულოსა არის მეზე რომელშიც სედის ტაბულეჰი, ჰუმუსი და ბაბა განუში .

ლევანტური კერძები

რედაქტირება
 
Fattoush არის ლევანტინის პიტას პურის სალათი, რომელიც შეიცავს შერეულ მწვანილებს და ბოსტნეულს . [1]
 
კიბბე ნაიეი
 
მაკდუს
 
მანაკიში
 
მუჯადარა
 
ფალაფელი

ლევანტური სალათი : სალათი შედგება დაჭრილი პამიდვრის, კიტრისა და ხახვისგან. ზოგჯერ ზემოდან ერთვის ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. სხვა ცნობილ სალათებში შედის: არტიშოკის სალათი, ავოკადოს სალათი, ფატუში და ტაბული.

არაკი (عرق): სუფთა, უფერული ალკოჰოლური სასმელი.

ავამეჰი (عوامة): არის ერთგვარი შემწვარი ცომი, რომელიც ფორმით ჰგავს ცნობილ დონატს. ამოვლებულია სიროფში არ თფლში და ერთვის სეზამის მარცვლები.

ბაბა განუში (بابا غنوج): ბადრიჯანი შერეული ლიმონთან, ნიორთან, ზეითუნის ზეთთან და სხვადასხვა სეზონურ მწვანილებთან.

ფახლავა (البقلاوة): დესერტი

ბამია (بامية): ცხვრის ხორცი პომიდვრის სოუსში, მიირთმევენ ბრინჯთან ერთად.

დოლმა (محشي): სხვადასხვა ბოსტნეულში გახვეული ხორცი და ბრინჯი.

ფალაფელი (الفلافل): დაჭეჭყილი მუხუდო, რომელსაც ეძლება მრგვალი ბურთიებური ფორმა, შემდეგ ხდება მისი შეწვა. როგორც წესი, მიირთმევენ პიტასთან ან ჰუმუსთან ერთად.

ფასოლადა (فاصوليا): თეთრი ლობიო და ხორცი, ბრინჯთან ერთად.

ფატეჰი (فتّة): ქათამი ბრინჯით, მიირთმევენ იოგურტთან და პურთან ერთად.

კაბსა (كبسة): ბრინჯზე დაფუძნებული კერძი, რომელსაც მიირთმევენ ცხვრის ან ქათმის ხორცთან ერთად. აცხობენ სხვადასხვა ტიპის სუნელებთან ერთად და ბრინჯს ზემოდან აყრიან თხილს.

კანაფეჰი (كنافة): დესერტი, რომელიც ფილოსგან მზადდება. ასევე ერთვის მდნარი ყველი და შაქრის სიროფი.

ქაბაბი (كباب): საქონლის ან ცხვრის ხორცისგან დამზადებული საჭმელი.

ზალაბია (زلابية): შემწვარი ცომი, ამოვლებული ტკბილ სიროფში.

ზიბდიეჰი (زبدية): წითელ წიწაკაში მომზადებული კრევეტი, რომელსაც თან ერთვის ნიორი და დაჭრილი პომიდორი.

ლევანტური სამზარეულოს გეოგრაფიული ვარიაციები

რედაქტირება
  1. Wright, 2003, p. 241