ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაიჯიუ — ჩინური თეთრი ლიქიორი, რომელსაც ასევე უწოდებენ შაოჯიუს. მიეკუთვნება ერთ-ერთ გამორჩეულ და პოპულარულ ჩინურ სასმელს. ჩინური ლიქიორი მზადდება მარცვლეულისგან. ბაიჯიუ არის სუფთა სითხე, რომელიც ჩვეულებრივ გამოხდილია ფერმენტირებული სორგანდან, თუმცა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მარცვლეული; ზოგიერთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინურ დასახლებაში გამოიყენება ბრინჯი ან წებოვანი ბრინჯი. ასევე მის დასამზადებლად უმეტესად გამოიყენება ხორბალი, ქერი, ფეტვი და სხვადასხვა მარცვლეული. აღნიშნული ლიქიორი ჩვეულებრივ მზადდება მოოქროვილი ხორბლის მარცვლეულის ან ორთქლის ბრინჯისგან.

ბაიჯიუ არის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სითხე, 2016 წელს ხუთი მილიარდი ლიტრი გაიყიდა. ეს რიცხვი 2018 წელს გაიზარდა, დაახლოებით 10,8 მილიარდ ლიტრამდე, რაც უფრო მეტია, ვიდრე ვისკის, არაყის, ჯინის, რომისა და ტეკილას გაყიდვა იყო. ბაიჯიუ მხოლოდ ჩინეთში არის უმეტესად პოპულარული მისი გაყიდვებიც ამიტომ არის ამხელა, ქვეყნის გარეთ კი ის იმდენად პოპულარულ სასმელად არ ითვლება.

ჩინეთში ბაიჯიუს მწარმოებელი არაერთი კომპანია, ხოლოდ მათგან ზოგიერთი მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამ ბრენდებიდან კი აღსანიშნავია: Kweichow Moutai, Red Star Erguotou, Luzhou Laojiao და Wuliangye.

აღნიშნული ლიქიორის გამოხდა ჩინეთში, როგორც მინიმუმ იუანის დინასტიიდან იწყებ. ბაიჯიუ ხასიათდება მყარი მდგომარეობის დუღილისა და დისტილაციით, მარცვლეულის კულტურის გამოყენებით, რომელსაც ქუს უწოდებენ, რაც იძლევა ერთდროული დისტილაციისა და დუღილის საშუალებას. ეს აღმოსავლეთ აზიაში ლიქიორების ტიპური თვისებაა. ჩინური ბაიჯიუ ყოველთვის არის გამოხდილი მარცვლეულისგან, იწარმოება ჯგუფებად და არის შერეული სპირტების ნაზავი.

ჩინელები ინახავენ მას ოთახის ტემპერატურაზე. აღნიშნულ სასმელი ტიპებით, განსხვავდება რეგიონის მიხედვით. ტრადიციულია ბაიჯიუს დალევა საკვებთან ერთად. ეს ლიქიორი აქტიურად გამოიყენება კოქტეილებშიც, თავისი განსხვავებული და საინტერესო არომატის გამო, იგი ითვლება ერთ-ერთ გამორჩეულ და მოთხოვნად კოქტეილის ინგრედიენტად.

ბაიჯიუ საკმაოდ იაფასიანი სასმელია ჩინეთში, შესაძლებელია მისი პატარა ბოთლი დაახლოებით 250 მლ შეიძინოთ ლუდის ქილის ფასად. თუმცა არსებობს ამ სასმელის სხვადასხვა ტიპები, დაძველების და სპირტის შემადგენლობით განსხვავებული, რომლებიც უფრო მაღალი ფასის და კატეგორიისაა.

ბაიჯიუ ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ერთ-ერთ პოპულარულ სასმელად ითვლება, რადგან ეს რეგიონი უმეტესად ცივია.

ჩინელები ადრე ბაიჯიუს სვამდნენ და იყენებდნენ საჭმლის მონელებაში. დღეისათვის ჩინეთში რეგიონების მიხედვით ვხვდებით სხვადასხვა ტიპის ბაიჯიუს, განსხვავებები მათ შორის არის არომატები, გემოვნური თვისებები, სპირტების ვარიაციები და რა თქმა უნდა ალკოჰოლის შემცველობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაიჯიუ“-დან