სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა
სომხეთი დაყოფილია თერთმეტ ადმინისტრაციულ დანაყოფად. მათგან ათი პროვინციაა, რომელთაც სომხურად მარზი ჰქვია, რაც თავად წარმოებულია სპარსული სიტყვისგან mærz, რომელიც „საზღვარს“ აღნიშნავს. ერევანი ცალკეა გამოყოფილი და როგორც ქვეყნის დედაქალაქს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული სტატუსი. ათი მარზის აღმასრულებლებს მარზპეტები ეწოდებათ (შუა სპარსული marzbod-იდან, რაც „საზღვრის გამგებელს“ ნიშნავს). მათ სომხეთის მთავრობა ნიშნავს. ერევნის მთავარი აღმასრულებელი მერია, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია სომხეთის პროვინციები სტატისტიკური მონაცემებით:
სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
თემები
რედაქტირებათითოეული პროვინცია შედგება თემებისგან (hamaynkner, მხოლობითში hamaynkn). თითოეულ თემში თვითმმართველობაა და ერთი ან რამდენიმე დასახლება (bnakavayr). დასახლებები კლასიფიცირებულია, როგორც ქალაქის (kaghak) ტიპის ან სოფლის (gyugh) ტიპის. 2007 წლის მონაცემებით, სომხეთში 915 თემია, აქედან 49 მიჩნეული ურბანულად, ხოლო 866 სასოფლოდ. დედაქალაქს, ერევანს, ასევე თემის სტატუსი აქვს.[1] დამატებით, ერევანი დაყოფილია თორმეტ ნახევრად ავტონომიურ უბნად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ რეგიონული ადმინისტრაციული ერთეულები. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-20. ციტირების თარიღი: 2008-09-11.