ათდღიანი ომი (სლოვენია)

(გადამისამართდა გვერდიდან სლოვენიის ომი)
ათდღიანი ომი (სლოვენია)
იუგოსლავიის ომების ნაწილი

სლოვენიელი მფრინავის მემორიალი.
თარიღი 27.06 - 6.07, 1991
მდებარეობა სლოვენია
შედეგი გაიმარჯვა სლოვენიამ
მხარეები
სლოვენიის დროშა სლოვენია
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავიის სფრ
მეთაურები
სლოვენიის დროშა იანეზ იანშა იუგოსლავიის დროშა ველიკო კადიევიჩი
ძალები
16,000 ძირითადად ინას სლოვენი მოსამსახურე პერსონალი, 10,000 პოლიციელი 35,200 კაცი, ინა (იმართებოდა ოფიციალური ბელგრადის მხრიდან)
დანაკარგები
18 დაღუპული, ან მოკლული
182 დაჭრილი, ან დასახიჩრებული
(ოფიციალური მონაცემების მიხედვით)
44 დაღუპული, ან მოკლული
146 დაჭრილი, ან დასახიჩრებული
5,000 ტყვე
(სლოვენთა შეფასებით)
ათდღიანი ომი ვიკისაწყობში

ათდღიანი ომი (ასევე სლოვენიის ომი, ან სლოვენიის ომი დამოუკიდებლობისათვის) მიიჩნევა ყოფილი იუგოსლავიის ფედერაციის ტერიტორიაზე საომარი დაპირისპირების დასაწყისად. ეს ომი დასრულდა საკმაოდ მალე და მას სლოვენიის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა შედეგად 1991 წელს. ომის დასრულებისთანავე დაიწყო იუგოსლავიის სფრ–ს რღვევა.

კონფლიქტი

რედაქტირება

1989 წლის გაზაფხულზე სლოვენი კომუნისტების დეპუტაციამ დატოვა იუგოსლავიის ეროვნული პარლამენტი. ამავე წლის სექტემბერში ჩატარდა თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები. 1989 წლის ნოემბერში სლოვენიის კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც იმ დროისათვის ერთადერთ მმართველ პარტიას წარმოადგენდა, სცნო ამ არჩევნების შედეგები. ამ ფაქტმა გააღიზიანა კომპარტიის ცენტრი ბელგრადში.

1990 წლის აპრილში ბელგრადიდან მასიური მუქარის მიუხედავად მაინც ჩაატარეს სლოვენებმა პირველი არჩევნები. დემოკრატიულად ლეგიტიმირებული სლოვენიის ახალი მთავრობა შეეცადა ქვეყანა იუგოსლავიის სახელმწიფოს შემადგენლობაში კონფედერაციულ საწყისებზე მორიგებულიყო ბელგრადთან, რაც ვერ მოხერხდა. 1990 წლის 23 დეკემბერს რეფერენედუმი ჩატარდა სლოვენიის დამოუკიდებლობის თაობაზე, სადაც მოსახლეობის 88,2 % ისურვებდა საკუთარი სახელმწიფოებრიობის ქონას. სულ ბოლოს, სლოვენები 1991 წლის გაზაფხულზე შეცადნენ მორიგებულიყვნენ ბელგრადთან კონფედერაციულ მოწყობაზე, რაც ასევე უნაყოფოდ დასრულდა.

1991 წლის 25 ივნისს სლოვენია გამოეყო იუგოსლავიის სახელმწიფოთა კავშირს და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. სლოვენიის პოლიციამ და ტერიტორიული თავდაცვის სამხედრო ძალებმა კონტოლქვეშ მოიქციეს სასაზღვრე გადასასვლელი პუნქტები იტალიასთან, ავსტრიასთან, უნგრეთთან, ასევე შესძლეს სლოვენიის ცის გაკონტროლება. იუგოსლავიის პრემიერ-მინისტრმა ანტე მარკოვიჩმა ინას უფლება მისცა დაეცვა „სახელმწიფოს საზღვრები, როგორც ქვეყნის რეგიონებს შორის, ასევე ასევე სახელმწიფოებს შორისაც.“

ბრძოლები 27 ივნისს გაჩაღდა: მოხდა შეტაკება სლოვენიის პოლიციას, განსაკუთრებით და სლოვენიის ტერიტორიული თავდაცვის (ტერიტორიალნა ობრამბა) ძალებსა და იუგოსლავიის სახალხო არმიას შორის. განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები გაიმართა სასაზღვრო ზოლებზე. შეიქმნა საფრთხე, რომ ავსტრია არ აღმოჩენილიყო ინვოლვირებული საომარ მოქმედებებში. ამის გამო ავსტრიის ფედერალურმა არმიამ თავისი ჯარები განალაგა სლოვენიის სამხრეთით სასაზღვრე ზოლზე.

იუგოსლავიის სახალხო არმიის, ინას სატანკო ერთეულმა ვერ შესძლო მიეღწიათ ჩრდილოეთ სლოვენიამდე, რადგან სლოვენიის ტერიტორიალნა ობრამბა მრავალთვიანი მომზადების შედეგად უკვე იმ მდგომარეობაში იყო, რომ ეს არ დაეშვა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ სლოვენია ალპურ მხარეს წარმოადგენს და ამის გამოც გაუჭირდა კარგად აღჭურვილ იუგოსლავიის სახალხო არმიის ძალებს თავი გაერთვათ სამხედრო-საჰაერო ამოცანისთვის, ერთხელ იუგოსლავიის მიგებს მიმართულებაც შეეშალათ და ავსტრიის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდნენ.

იუგოსლავიის სახალხო არმია, ინაში მოსამსახურე ხორვატები და ბოსნიელები უარს ამბობდნენ ბრძოლაზე; უამრავმა ხორვატმა და ბოსნიელმა უარი თქვა სლოვენთა წინააღმდეგ ბრძოლაზე, ანდა სულაც ჩაბარდა მათ. სულ რამდენიმე დღის განმავლობაში მაშინდელი ტელევიზიის მონაცემების მიხედვით დაახლ. 3.800 ჯარისკაცი ჩაბარდა სლოვენებს, ან გადავიდა მათ მხარეზე. ოფიციალური მონაცემების მიხედვით კი სულ 4 693 ჯარისკაცი და 252 ფედერალი პოლიციელი იქნა აყვანილი, ან დატყვევებული .[1]

ათი დღის შემდეგ დაზავდნენ მხარეები, რის გამოც ამ სამხედრო ინციდენტს ათთღღიანი ომი დაერქვა.
1991 წლის ოქტომბერში იუგოსლავიის სახალხო არმიის, ინაჯარისკაცებმა დატოვეს სლოვენიის მიწა.

შეიარაღებული ძალები

რედაქტირება

კონფლიქტში ინას 30.000–დან (შტაბის მონაცემებით) 35.200 (ნატოს მონაცემების მიხედვით) ჯარისკაცამდე, ხოლო სლოვენიის ტერიტორიული თავდაცვის (ტერიტორიალნა ობრამბა) მხრიდან კი 26.000–დან 30.000 (ნატოს მონაცემებით) კაცამდე იდგა ერთმანეთის პირისპირ. ეს უკანასკნელი წარმოადგენდა მნიშვნელოვანწილად უწინდელი იუგოსლავიის ტერიტორიული თავდაცვის და პოლიციის ძალების სლოვენური შენაერთების კონტინგენტს.

ინას რაოდენობაზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს მონაცემები ინას შტაბის ომისდროინდელ განცხადებების ეყრდნობა. იმის გამო, რომ დიდი იყო იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სლოვენიის ტერიტორიული თავდაცვის მხარეზე გადავიდა, დეზერტირი გახდა, ან ქუჩებში, ან ყაზარმებშივე იქნა გაუვნებელყოფილი, იუგოსლავიის სახალხო არმია გაგზავნილი ერთეულების ნახევარმა დასახულ პოზიციებამდე ვერ მიაღწია.

ზოგიერთი მონაცემების მიხედვით იუგოსლავიის საჰაერო–სამხედრო ძალების (შემოკლ. ერვი პატნო აზდუხოპლოვსტვო ი პროტივ აზდუშნა დბრანა – (იხ. თავი 3., "საჰაერო–სამხედრო ძალები – ერვე ი პევეო"., სტატიაში იუგოსლავიის სახალხო არმია) საერთო რაოდენობის 30 % სლოვენური იყო, ცალკეულ ქვედანაყოფებში სლოვენური წარმოშობის უნდა ყოფილიყო პილოტების 76 %. სულ ერვი პში მოსამსახურე 200 კაცი გადავიდა სლოვენიის მხარეს.

 
ინას სამხედრო ოპერაციის რუკა. ათდღიანი ომი.

ომის ქრონიკა

რედაქტირება

1991 წლის 26 ივნისი

რედაქტირება

1991 წლის 26 ივნისს იუგოსლავიის სახალხო არმიის 13-ე კორპუსის ერთეულებმა რიეკაში (ხორვატია) თავიანთი ყაზარმები დატოვეს და შეუდგნენ გადაადგილებას სლოვენია-იტალიის საზღვრის მიმართულებით. ამ ქმედებებმა კი ადგილობრივ სლოვენთა მწვავე რეაქცია გამოიწვია; მათ ბარიკადები აღმართეს და გზები გადაკეტეს.

მიუხედავად ამისა, საქმე ბრძოლებამდე არ მისულა. სამხედრო აქცია, რომლის სტრატეგიული მიზანი იყო სლოვენიის მოწყვეტა საზღვარგარეთის ქვეყნებისაგან უშედეგოდ აღმოჩნდა, ხოლო რაც შეეხება სლოვენიის მთავრობას, მან სერბთა ამ ბოლომდე გაუაზრებელი სამხედრო აქციის შედეგად თავიანთ საწადელს მიაღწია; სლოვენები მსოფლიო საზოგადოების თვალში აღმოჩნდნენ მომგებიან პოზიციაში, რადგან სისნი თავს იცავდნენ. სლოვენებმა შესძლეს საკუთარი საზღვრებისა და ლიუბლიანის აეროპორტის გაკონტროლება. აქ კი დიდი როლი იმ ფაქტორმა ითამაშა, რომ სასაზღვრო საგუშაგოები ამ კონფრონტაციამდე უმეტესწილად სლოვენი ეროვნების მოსამსახურეებით იყო დაკავებული და ამდენად საგუშაგოების გადაცემის პროცესმაც განსაკუთრებული გართულებების გარეშე ჩაიარა. იანეზ იანშას განცხადების თანახმად, სლოვენთა მიზანი არა მარტო სასაზღვრო კონტროლის, არამედ საბაჟო სამსახურისა და საჰაერო სივრცის გაკონტროლება იყო.

სასაზღვრე გადასასვლელების დაკავებას ჰქონდა განსაკუთრებული, არა მარტო ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობაც. საბაჟო შემოსავლები წარმოადგენდა იუგოსლავიის ფედერაციის საერთო შემოსავლების დიდ ნაწილს.

1991 წლის 27 ივნისი

რედაქტირება

იუგოსლავიის სახალხო არმიის 306-ე საჰაერო თავდაცვის პოლკის ერთ-ერთმა ერთეულმა, რომელიც კარლოვაცში (ხორვატია) იყო ბაზირებული, გადაჭრა საზღვარი მეტლიკასთან. რამდენიმე საათში ინას ჯავშანტრასპორტიორებისა და დაჯავშნული მანქანებისაგან შემდგარმა ერთმა კოლონამ დატოვა ყაზარმები ვრხნიკაში (ზემოლაიბახი) სლოვენიის დედაქალაქის ლიუბლიანის აეროპორტის მახლობლად. მოგვიანებით ისინი ერთმანეთს შეუერთდნენ. აღმოსავლეთით ინას ერთეულებმა მარიბორში, შენტილსა და დრავოგრადში დატოვეს. იუგოსლავიის საჰაერო თავდაცვა სლოვენიის სხვადასხვა ნაწილებში პროკლამაციებს ავრცელებდა ჰაერიდან.

1991 წლის 30 ივნისი

რედაქტირება

1991 წლის 30 ივნისს, კვირადღეს ბრძოლები გაჩაღდა. სლოვენურმა ერთეულებმა ხელში ჩაიგდეს ალპებში, ავსტრიის საზღვართან კარავანკეს გვირაბი და მასთან ინა 9 ჯავშანმანქანა ნოვა-გორიცასთან. დრავოგრადის (ინა) მთელი გარნიზონმა (16 ოფიცრის და 500 ჯარისკაცის ოდენობით) რამდენიმე დღის ალყაში ყოფნის შემდეგ იარაღი დაყარა და მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა. იგივე მოხდა ტოლმინსა და ბოვეცში. ყოველივეს შედეგად სლოვენებმა ხელთ ჩაიგდეს საბრძოლო იარაღი, რომელიც მათ სასწრაფოდ გადაანაწილეს სხვადასხვა ერთეულებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Warren Zimmermann: Origins of a Catastrophe. Yugoslavia and its destroyers. New York Times Books 1996
  • Allcock, John B. et al. Conflict in the Former Yugoslavia. ABC-CLIO, Denver, 1998
  • Gow, James & Carmichael, Cathie. Slovenia and the Slovenes. C. Hurst, London, 1999
  • Gow, James. The Serbian Project and its Adversaries. C. Hurst, London, 2003
  • The War in Croatia and Bosnia-Herzegovina, 1991–1995, ed. Branka Magaš and Ivo Žanić. Frank Cass, London, 2001
  • Svajncer, Brigadier Janez J. "War for Slovenia 1991" დაარქივებული 2006-01-05 საიტზე Wayback Machine. , Slovenska vojska, May 2001
  1. Svajncer, Brigadier Janez J. "War for Slovenia 1991", Slovenska vojska, May 2001