სლაიგოს საგრაფო
სლაიგოს საგრაფო (ინგლ. County Sligo, ირლ. Contae Shligigh) — საგრაფო ირლანდიაში, კონაქტის პროვინციაში.
საგრაფო | |||||
---|---|---|---|---|---|
სლაიგო County Sligo Contae Shligigh | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | სლაიგო | ||||
შიდა დაყოფა | Sligo და Ballymote–Tobercurry | ||||
კოორდინატები | 54°15′00″ ჩ. გ. 8°40′00″ დ. გ. / 54.25000° ჩ. გ. 8.66667° დ. გ. | ||||
ფართობი | 1,837 კმ² | ||||
მოსახლეობა | 65,270 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||||
საავტომობილო კოდი | SO | ||||
ოფიციალური საიტი | sligococo.ie | ||||
![]() | |||||
სახელწოდებარედაქტირება
საგრაფომ სახელი მიიღო ქალაქ სლაიგოსაგან.
გეოგრაფიარედაქტირება
ფართობირედაქტირება
სლაიგოს საგრაფოს ფართობი არის 1 837 კმ². იგი ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა კონაქტის პროვინციაში, ხოლო 22-ზე (32-დან) ირლანდიაში.
საზღვრებირედაქტირება
სლაიგოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ლიტრიმის საგრაფო, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — როსკომონი, სამხრეთ-დასავლეთიდან მეიო, ხოლო — ჩრდილო-დასავლეთით ატლანტის ოკეანე.
ქალაქებირედაქტირება
კულტურარედაქტირება
პოეტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის დარგში უილიამ ბატლერ იეიტსმა თავისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი ჩრდილოეთ სლაიგოში გაატარა და საგრაფოს პეიზაჟები არაერთხელ გამხდარა მისი შემოქმედების შთაგონების წყარო. იეიტსი ამბობდა:
„ადგილი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე ნამდვილად მოახდინა გავლენა, ეს არის — სლაიგო“
|
მუსიკარედაქტირება
სლაიგოს საგრაფოს აქვს დიდი ისტორია ირლანდიის ტრადიციული მუსიკის. საგრაფოს სამხრეთ ნაწილიდან არიან ირლანდიური მუსიკის ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: ჯეიმზ მორისონი, მაიკლ კოულმენი, პედი კილორენი, ფრედ ფინი, ჯო ო'დაუდი, კარმელ განინგი და ჯგუფი „Dervish“. საგრაფოში იმართება მრავალი ტრადიციული მუსიკის ფესტივალი. სტრანდჰილში, ქალაქ სლაიგოდან ცხრა კილომეტრში, იმართება ყოველწლიური გიტარის ფესტივალი. სლაიგოში პოპულარულია თანამედროვე მუსიკაც, აქედანაა მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი — „Westlife“.
ცნობილი პიროვნებებირედაქტირება
სლაიგოს საგრაფოში დაიბადნენ:
- ამბროსიო ო'ჰიგინსი — ესპანელი კოლონიზატორი.
- ძმა უოლფრიდი — საფეხბურთო კლუბ „სელტიკის“ დამაარსებელი.
- კოსტანს მარკიევიჩი — ირლანდიელი რევოლუციონერი.
- სერ ჯორჯ სტოკსი — ირლანდიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი.
- ლოლა მონტეზი — ირლანდიელი მოცეკვავე და მსახიობი.
- მარიენ ჰარკინი — ირლანდიელი პოლიტიკოსი.
- ნილ ჯორდანი — ირლანდიელი რეჟისორი.
- უილიამ ბატლერ იეიტსი — ირლანდიელი პოეტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ოფიციალური საიტი
- ფოტოგალერეა
- სლაიგოს რუკა დაარქივებული 2005-12-14 საიტზე Wayback Machine.
- Sligoheritage.com