სტრანდჰილი
სტრანდჰილი, ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც ლარასი (ინგლ. Strandhill ან Larass; ირლ. an Leathros[1]) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს სლაიგოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. ის არის უდიდესი საზღვაო სოფელი საგრაფოში. სტრანდჰილი ცნობილია თავისი სასერფინგო ადგილებით.
სოფელი | |
---|---|
სტრანდჰილი an Leathros | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
დაქვემდებარება | სოფელი |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | სლაიგო |
კოორდინატები | 54.2719°00′00″ ჩ. გ. 8.5933°00′00″ დ. გ. / 54.27190° ჩ. გ. 8.59330° დ. გ. |
ფართობი | 1.14 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 62 მ |
მოსახლეობა | 1,596 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
სტრანდჰილში მდებარეობს მცირე ზომის, რეგიონული მნიშვნელობის სლაიგოს აეროპორტი, რომელიც 1983 წელს გაიხსნა. ასევე, სოფელში არის: 18 ხვრელიანი გოლფის კლუბი, პარკი, კლინიკა, ლუდხანები, რესტორნები, კაფეები, წმ. ასიკის ეროვნული სკოლა, წმ. პატრიკის კათოლიკური და წმ. ანას ირლანდიური ეკლესიის ტაძრები.
2011 წლის აღწერით, სტრანდჰილის მოსახლეობა 1,596 ადამიანს შეადგენდა.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: