კონაქტი
კონაქტი (ინგლ. Connacht, ირლ. Connachta) — ირლანდიის რესპუბლიკის პროვინცია. ირლანდიის სხვა პროვინციების საგრაფოებთან ერთად კონაქტი ეკუთვნის ევროპარლამენტის ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთის საარჩევნო ოლქს.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
კონაქტი Connachta / Cúige Chonnacht | |||||
| |||||
ქვეყანა | ირლანდია | ||||
კოორდინატები | 53°46′48″ ჩ. გ. 9°03′00″ დ. გ. / 53.78000° ჩ. გ. 9.05000° დ. გ. | ||||
ფართობი | 17,788 კმ² | ||||
მოსახლეობა | 542,039 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||||
ისტორია
რედაქტირებაკონაქტი იმ ხუთი მხარიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც „მეფეთ-მეფე განაგებდა“ (ირლ. rí ruirech). ნორმანთა შემოჭრის შემდეგ უძველესი სამეფოები დაჰყვეს საგრაფოებად ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. შემდგომ საუკუნეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისტორიული საგრაფოები ქვე-დანაყოფებად დაყო. დღეს საგრაფოები ერთიანდება ოთხ პროვინციაში, თუმცა მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.
საგრაფოები
რედაქტირებაკონაქტი აერთიანებს 5 საგრაფოს: გოლუეი, ლიტრიმი, მეიო, როსკომონი და სლაიგო. ის ირლანდიის ოთხი პროვინციიდან უმცირესია, როგორც ფართობით (17 788კმ²), ისე მოსახლეობით (542 039).
უდიდესი დასახლებები
რედაქტირება# | დასახლება | საგრაფო | მოსახლეობა |
---|---|---|---|
1 | გოლუეი | გოლუეის საგრაფო | 76 778 |
2 | სლაიგო | სლაიგოს საგრაფო | 20 000 |
3 | კასლბარი | მეიოს საგრაფო | 12 318 |
4 | ბალინა | მეიოს საგრაფო | 10 361 |
5 | ჩუმი | გოლუეის საგრაფო | 8 242 |
6 | ბალინასლო | გოლუეის საგრაფო | 6 659 |
7 | როსკომონი | როსკომონის საგრაფო | 5 693 |
8 | უესტპორტი | მეიოს საგრაფო | 5 543 |
9 | ლოხრეი | გოლუეის საგრაფო | 5 062 |
10 | ორანმორი | გოლუეის საგრაფო | 4 799 |
11 | კერიკ-ონ-შენონი | ლიტრიმის საგრაფო | 3 980 |
12 | კლერმორისი | მეიოს საგრაფო | 3 979 |
13 | ათენრაი | გოლუეის საგრაფო | 3 950 |
მუქად აღნიშნულ დასახლებებს აქვთ City-ის სტატუსი.